საავტომობილო გზების დეპარტამენტი
საავტომობილო გზების რამდენიმე მიმართულებაზე უამინდობასთან დაკავშირებით შეზღუდვები დაწესდა
საავტომობილო გზების რამდენიმე მიმართულებაზე უამინდობასთან დაკავშირებით შეზღუდვები დაწესდა
20 ოქტ, 2021 17:15:02

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვა და ლიპყინული) გამო, ამდროისათვის გადაადგილებაზე შეზღუდვა დაწესდა  შემდეგი მიმართულებით:

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის 34-ე, 53-ე  კილომეტრზე (ჩხაკაურა-ბახმაროს მონაკვეთი) ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

აღნიშნული საავტომობილო გზის კმ1-კმ33  (ჩოხატაური-ჩხაკაურა)  მონაკვეთზე კი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ასევე შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას საავტომობილო გზის კმ13-კმ32 მონაკვეთზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო გზის კმ1-კმ12 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: