საავტომობილო გზების დეპარტამენტი
30 ივლისს 09:00 სთ-დან 10-15 წუთით თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 290-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
30 ივლისს 09:00 სთ-დან 10-15 წუთით თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 290-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
21 ივლ, 2021 17:44:22

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით მიმდინარეობს მრავალეროვნული სამხედრო სწავლება “Agile Spirit – 2021“, რომლის საშტაბო კომპონენტი ტარდება ქ. სენაკში მდებარე მე-2 ქვეითი ბრიგადის ბაზაზე. ხოლო, საველე სწავლება ახალციხის მუნიციპალიტეტში მდებარე ორფოლოს პოლიგონზე. სწავლების ფარგლებში, ზემოაღნიშნულ ლოკაციებზე დაგეგმილია მარათონის ჩატარება და საჭიროა საავტომობილო გზის ჩაკეტვა.

კერძოდ, 2021 წლის 30 ივლისს, 09:00 სთ-დან 10-15 წუთით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 290-ე კმ-ზე (ქ. სენაკი) იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. 

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: