საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ახალი ხიდი, მდინარე დებედაზე, სადახლო-ბაგრატაშენის საკონტროლო-გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე აშენდება
ახალი ხიდი, მდინარე დებედაზე, სადახლო-ბაგრატაშენის საკონტროლო-გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე აშენდება
09 ივლ, 2021 11:30:34

„მეგობრობის ხიდის“ მშენებლობას,  საქართველოსა და სომხეთის მთავრობების მხარდაჭერით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) აფინანანსებს. ხიდის მშენებლობისთვის EBRD-მა საქართველოს 6 მილიონ ევრომდე გამოუყო. სამუშაოს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.

ერთობლივი ხიდის  მშენებლობის პროექტი რეგიონში უნიკალურია, ვინაიდან ხიდის ერთი ნაწილი საქართველოს ტერიტორიაზე იქნება, მეორე — სომხეთის ტერიტორიაზე. მხარეებმა დაფინანსებაც გაიყვეს — EBRD-ის კრედიტის 50%-ს სომხეთი გადაიხდის, დანარჩენ 50%-ს - საქართველო. ორივე ქვეყანა იმედოვნებს, რომ ერთ წელიწადში ექსპლუატაციაში გადასცემენ ერთობლივ პროექტს.

ხიდის მშენებლობა ასევე შედის საქართველოს მთავრობის მთავარ პრიორიტეტულ პროექტებს შორის. ახალი ხიდის მშენებლობის შედეგად, გაუმჯობესდება საგზაო უსაფრთხოების ხარისხი და შემცირდება გადაადგილების დრო.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: