საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ბაკურციხე-გურჯაანის შემოვლითი გზის მშენებლობა სრულდება
ბაკურციხე-გურჯაანის შემოვლითი გზის მშენებლობა სრულდება
08 ივნ, 2021 11:53:10

ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის (ბაკურციხე-გურჯაანი) 15,5 კმ-იან მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.

ამ დროისთვის, 13 კმ-იან მონაკვეთზე სამუშაოები დასრულებულია, ხოლო დარჩენილ 2.5 კმ-ზე მიწის სამუშაოები, სახიდე გადასასვლელის, ხელოვნური ნაგებობებისა და ასფლატ-ბეტონის საფარის საფუძვლის მოწყობა მიმდინარეობს. აღნიშნულ მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობის გახსნა ივნისის მეორე ნახევარში იგეგმება.

გურჯაანი-ბაკურციხის შემოვლითი გზა, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ახმეტა-თელავი-ბაკურციხის გზას დააკავშირებს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის გზასთან. გურჯაანი-ბაკურციხის მიმართულებით მოძრავ ავტოტრანსპორტს, საჭიროების გარეშე აღარ მოუწევს გავლა ქალაქ გურჯაანში და გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ბაკურციხე, კოლაგი, ძირკოკი, ჭანდარი, ვეჯინი და ჩუმლაყი.

აღნიშნული მონაკვეთი სრულიად ცილდება ქალაქ გურჯაანის ტერიტორიას და ის სატრანსპორტო ნაკადები რომელიც გადაადგილდებოდა გურჯაანის ტერიტორიაზე უკვე გურჯაანის შემოვლით გზაზე გადაინაცვლებს და ეს ეკოლოგიური თვალსაზრისითაც უმნიშვნელოვანესი  იქნება როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტისთვის ასევე ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

პროექტი, შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მესამე პროექტის (SLRPIII) ფარგლებში, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 38 000 000 ლარია.

პროექტის დასრულების შემდეგ, გაუმჯობესდება ახმეტა-თელავი-ბაკურციხის გზის, გურჯაანის შემოვლითი 15.5 კმ-აიანი მონაკვეთის უსაფრთხოების ხარისხი, მნიშვნელოვნად შემცირდება მგზავრობის დრო და ხარჯები.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: