საავტომობილო გზების დეპარტამენტი
საავტომობილო გზების დეპარტამენტი ქ. ფოთში 4 ქუჩის რეაბილიტაციას ახორციელებს
საავტომობილო გზების დეპარტამენტი ქ. ფოთში 4 ქუჩის რეაბილიტაციას ახორციელებს
28 აპრ, 2021 09:47:38

საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მთავრობის განკარგულებით,  ქალაქ ფოთში ადგილობრივი მნიშვნელობის ქუჩების რეაბილიტაციას ახორციელებს. 2 ქუჩის: რეკვავასა და აკაკის ქუჩების რეაბილიტაცია უკვე დასრულდა. მათი საერთო სიგრძე 2.2 კმ-მდეა და ჯამური ღირებულება 3.2 მლნ. ლარს შეადგენს.

ამ დროისთვის, სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს 2 ქუჩაზე. რეაბილიტაცია უტარდება ქალაქ ფოთის წმ. გიორგის 1.5 კმ-იან ქუჩას, ღირებულებით 1.6 მლნ. ლარი და ჭავჭავაძის 3.5 კმ-იან ქუჩას, რომლის ღირებულება 2.9 მლნ. ლარამდეა. აღნიშნული ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება.

საერთო ჯამში ქ. ფოთში 4 ქუჩაზე სრულად მოწესრიგდება საგზაო ინფრატსრუქტურა და საინიაღვრე სისტემები. ფოთის ქუჩების რეაბილიტაციის ფარგლებში, დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, რეაბილიტირდება ხელოვნური ნაგებობები, მოეწყობა წყალგამტარი მილები, ბორდიურები,  ტროტუარები და საგზაო ნიშნები.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: