საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის გზაზე 13 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა
ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის გზაზე 13 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა
08 ოქტ, 2020 10:11:04

ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზაზე 13 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია სრულდება. ამ დროისათვის ძირითადი სამუშაოები ბოლო ეტაპზეა და საგზაო ნიშნების მოწყობა მიმდინარეობს.

რეაბილიტირებული მონაკვეთი, ქვემო ქართლის რეგიონში, დმანისის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზა, ბოლნისის გავლით უმოკლესი მარშრუტით აკავშირებს ამ რეგიონს სომხეთის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონთან, შესაბამისად ამ გზის გამართულად ფუნქციონირებას შეუფერხებელი სატრანზიტო მიმოსვლისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

არსებული გზა დაზიანებული იყო და საჭიროებდა სრულ რეაბილიტაციას. პროექტის შესაბამისად, გაუმჯობესდა გზის ტექნიკური პარამეტრები, რეაბილიტირდა ხელოვნური ნაგებობები, მოეწყო საგზაო სამოსი და გზის თანამედროვე აღჭურვილობა  მოძრაობის უსაფრთხოებისათვის. გზის რეაბილიტაცია  მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის რაციონალურ გამოყენებას. 

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 13,4 მილიონი ლარით დაფინანსდა.

ამჟამად აღიშნულ მონაკვეთზე 1 ხიდის რეაბილიტაცია და 2 ახალი ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: