საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ჯაპანა-ლანჩხუთის ახალი 14 კმ-იანი მონაკვეთი გაიხსნა
ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ჯაპანა-ლანჩხუთის ახალი 14 კმ-იანი მონაკვეთი გაიხსნა
18 ივლ, 2020 15:42:36

 

აღმოსავლეთ-დასავლეთის E60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის მეორე მონაკვეთის ჯაპანა-ლანჩხუთის 14 კმ-იან ახალ გზაზე ავტროტრანსპორტის მოძრაობა დღეიდან გაიხსნა.

ახალი 4-ზოლიანი გზა, რომელიც  20-30%-ით ამცირებს გადაადგლების დროს,  გვერდს აუვლის მჭიდროდ დასახლებულ მონაკვეთს.

საავტომობილო გზის მე-2 მონაკვეთი გურიის რეგიონში ქალაქ ლანჩხუთსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ჯაპანას, ქვიანს, ნიგოითსა და ქვემო შუხუთს გაივლის.

პროექტი, საერთო ჯამში, 4-ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზის, 16 სახიდე გადასასვლელის, მათ შორის, 3 სატრანსპორტო კვანძის (გზაგამტარი), წყალგამტარი მილებისა და მიწისქვეშა გასასვლელების მშენებლობას მოიცავს.

პროექტის მიზანია, ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მაღალი ინტენსივობის საერთაშორისო მნიშვნელობის გზაზე, მზარდი სატრანსპორტო ნაკადების გამტარუნარიანობის გაზრდა, უსაფრთხო მგზავრობისა და შეუფერხებელი სატრანზიტო მიმოსვლის უზრუნველყოფა.

რაც შეეხება სამტრედია-გრიგოლეთის გზის პირველ და მეოთხე მონაკვეთებს, აქ სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. ხოლო მე-3 მონაკვეთზე სატენდერო პროცედურებია დაწყებული.

სულ მალე ექსპლოატაციაში შევა ხაშურის შემოვლითი გზაც.

„მთლიანობაში წელს 70 კილომეტრ ახალ საერთაშორისო მაგისტრალს ვხსნით, რაც უპრეცედენტო პროგრესის მაჩვენებელია. უშუალოდ ამ მონაკვეთის მშენებლობას, ევროპის საინვესტიციო ბანკის დახმარებით, 250 მლნ ლარი მოხმარდა, თუმცა ზოგადად, საგზაო ინფრასტრუქტურაში ძალიან დიდ თანხებს ვდებთ იმიტომ, რომ ეს ნიშნავს უსაფრთხოებას, შიდა ტურიზმისთვის ხელშწეწყობასა და ჩვენი ლოჯისტიკური პოტენციალის გამოყენებას.  ასეთი სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის და ამიტომ, პანდემიის გამოწვევების მიუხედავად, ამ მიმართულებით მუშაობა არ გაჩერებულა, რის შედეგსაც თვალნათლივ ვხედავთ,“- აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: