საავტომობილო გზების დეპარტამენტი
სამტრედია-გრიგოლეთის მე-4 მონაკვეთზე პრობლემები უმოკლეს დროში უნდა მოგვარდეს
სამტრედია-გრიგოლეთის მე-4 მონაკვეთზე პრობლემები უმოკლეს დროში უნდა მოგვარდეს
03 მაი, 2018 14:51:24

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქარსელაძემ, კომპანია „China Railway 23rd”-თან, სამტრედია-გრიგოლეთის მე-4 მონაკვეთის მშენებელობის მიმდინარეობა განიხილა.

როგორც საზედამხედველო ორგანიზაციის და დეპარტამენტის წარმომადგენლები აღნიშნავენ, სამშენებლო სამუშაო მნიშვნელოვანი ხარვეზებით და ჩამორჩენით მიმდინარეობს, რის გამოც კომპანიას დეპარტამენტის მხრიდან მკაცრი გაფრთხილება და შენიშვნები მიეცა.

კომპანია „China Railway 23rd” ვალდებულია, უმოკლეს ვადებში წარმოადგინოს პრობლემების გადაჭრის გზები და ახალი გეგმა-გრაფიკი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის კომპანიას ხელშეკრულებით გათვალისწინებული სანქციები დაეკისრება.  

შეხვედრაზე, ირაკლი ქარსელაძემ აღნიშნა, რომ ყველა არაკეთილსინდისიერ კომპანიას, რომელიც ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს პროექტს შეაფერხებს ან ხარისხი არ იქნება დამაკმაყოფილებელი, უმკაცრესად მოეთხოვება პასუხი.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: