შეფერხებები
დიზი-ლახამულას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
19 მარ, 2025 10:36:23

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ94-კმ97 (დიზი-ლახამულა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო ამავე გზის კმ178-კმ183 (კალა-უშგული) მონაკვეთზე, დროებით შეზღუდულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება.

დიზი-ლახამულას და კალა-უშგულის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია
18 მარ, 2025 19:58:40

ქვისცვენის და ზვავების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ94-კმ97 (დიზი-ლახამულა) და ამავე საავტომობილო გზისკმ178-კმ183 (კალა-უშგული) მონაკვეთებზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

არაგვის ხიდზე დაზიანებული ფილის აღდგენისთვის ბეტონის სამუშაოები დასრულებულია
17 მარ, 2025 11:51:29
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე, მდინარე არაგვის ხიდზე დაზიანებული ფილის აღდგენის სამუშაოები დასრულებულია. ამ დროისათვის, უკვე ჩასხმულია ბეტონი, რომლის საჭირო მდგრადობის მინიმალურ დროში მისაღწევად გამოყენებული იქნა შესაბ...
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: