Search

17.09.10

მოწვევა წინასაკვალიფიკაციო შერჩევისათვის
 
საქართველო
სასესხო ხელშეკრულება # GRG-P2, აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტი
კონტრაქტის ნომერი: EWHIP/CE/ICN-01

 

1. 2009 წლის 16 დეკემბერს საქართველომ მიიღო სესხი იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსაგან აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის განსახორციელებლად. დაგეგმილია, რომ სესხის ნაწილი გამოყენებული იქნება შესაბამისი გადახდებისათვის, რისთვისაც მომზადდა აღნიშნული მოწვევა წინასაკვალიფიკაციო შერჩევისათვის.

2. საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საავტომობილო გზების დეპარტამენტი (შემდგომში ,,დამქირავებელი”) გეგმავს მოახდინოს კონტრაქტორთა და/ან ფირმების წინასაკვალიფიკაციო შერჩევა დაახლოებით 17 კმ სიგრძის ორზოლიანი ავტომაგისტრალის მშენებლობისათვის ქუთაისის ახალ შემოვლით გზაზე, რაც E 60 ავტომაგისტრალის ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის გზის მშენებლობის ნაწილს წარმოადგენს.
3. მოწვევა ტენდერში მონაწილეობისათვის მოხდება 2010 წლის დეკემბერში.
4. წინასაკვალიფიკაციო შერჩევა განხორციელდება წინასაკვალიფიკაციო პროცედურების მიხედვით, რომლებიც მოცემულია იაპონიის განვითარების ხელშეწყობის სესხების (ODA), 2009 წლის მარტის შესყიდვების სახელმძღვანელოში და ის ღიაა ტენდერში მონაწილეობის უფლების მქონე ყველა პრეტენდენტისათვის.

5. დაინტერესებულ ტენდერში მონაწილეობის უფლების მქონე პრეტენდენტებს დამატებითი ინფორმაციის მიღება და წინასაკვალიფიკაციო დოკუმენტების გაცნობა შეუძლიათ ქვემოთ მოცემულ მისამართზე:

ალექსანდრე ყაზბეგის 12, 0160 თბილისი საქართველო 10.00-დან 19.00 საათამდე
6. წინასაკვალიფიკაციო დოკუმენტის სრული პაკეტის შეძენა დაინტერესებულ პრეტენდენტ(ებ)ს შეუძლიათ ქვემოთ მოცემულ მიამართზე წერილობითი მოთხოვნის გაგზავნისა და 200 ლარის ოდენობის არაანაზღაურებადი მოსაკრებლის გადახდის შემდეგ:
  მიმღების სახელი: ხაზინის ანგარიში
ხაზინის ანგარიშის ნომერი. 200 122 900
სავალუტო ანგარიშის ნომერი. 001 189 362
მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა
ბანკის კოდი: 220 101 222
საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი: 302 007 800
7. განაცხადები წინასაკვალიფიკაციო შერჩევისათვის წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქულ კონვერტებში ქვემოთ მოცემულ მისამართზე [2010 წლის 01 ნოემბრისათვის] და მათზე გარკვევით იყოს მითითებული ,,წინასაკვალიფიკაციო განაცხადი ქუთაისის ახალი შემოვლითი გზის მშენებლობაზე ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის გზისათვის.”


საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი
პასუხისმგებელი პირი: ლევან ქუთათელაძე
მისამართი: ალექსანდრე ყაზბეგის 12
 0160 თბილისი
ტელ: (+995 32) 37-05-08 დამ: 249
ფაქსი: (995 32) 37 66 03
ელ-ფოსტა: info@georoad.ge, roaddepirakli@yahoo.com

 

 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player