Search

23.08.10

 სატენდერო მოწვევა


თარიღი: 2010 წლის 23 აგვისტო
სესხი #:2560-GEO: საგზაო დერეფნის საინვესტიციო პროგრამა
კონტრაქტის # და დასახელება: RCIP/CW/ICB-01/03: ქობულეთის შემოვლითი გზის კმ0+000–კმ12+400 მონაკვეთის მშენებლობა და ჩაქვიდან მახინჯაურამდე კმ30+000-კმ33+000 მონაკვეთზე არსებული 2-ზოლიანი გზის 4-ზოლიან გზად გაგანიერება.



სატენდერო წინადადებების წარმოდგენის ბოლო ვადაა: 2010 წლის 8 ოქტომბრის 17:00 საათი.

1. წინამდებარე სატენდერო მოწვევას წინ უძღვოდა ამ პროექტზე ტენდერის ჩატარების შესახებ ზოგადი განცხადება, რომელიც 2009 წლის 9 ივლისს გამოქვეყნდა აზიის განვითარების ბანკის ვებ-გვერდზე.

2. საქართველოს მთავრობამ მიიღო სესხი აზიის განვითარების ბანკიდან ქ. ქობულეთისა და ქ. ბათუმის ირგვლივ აჭარის შემოვლითი გზის მშენებლობის ხარჯების დასაფარად. ხსენებული სესხის ნაწილი გამოყენებული იქნება ზემოაღნიშნული კონტრაქტით გათვალისწინებული სამუშაოების ასანაზღაურებლად. ტენდერი ღიაა პრეტენდენტებისთვის ყველა იმ ქვეყნიდან, რომელიც აზიის განვითარების ბანკის მიერ განსაზღვრულია როგორც ტენდერში მონაწილეობის უფლებამოსილი.

3. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი (შემდგომში “დამქირავებელი”) იწვევს ტენდერში მონაწილეობის უფლების მქონე და კვალიფიცირებულ პრეტენდენტებს, რათა საერთაშორისო ტენდერის (ICB) ფარგლებში დალუქული კონვერტებით წარმოადგინონ სატენდერო წინადადებები ქობულეთის შემოვლითი გზის კმ0+000–კმ12+400 მონაკვეთის მშენებლობისა და ჩაქვიდან მახინჯაურამდე კმ30+000-კმ33+000 მონაკვეთის არსებული 2-ზოლიანი გზის 4-ზოლიან გზად გაგანიერებისთვის. სამშენებლო სამუშაოების ეს კონტრაქტი მოიცავს 2-ზოლიანი ავტოსტრადის მშენებლობას (კმ0-კმ12.4) და არსებული 2-ზოლიანი გზის 4-ზოლიან გზად გაგანიერებას (კმ30-კმ33), 11 ხიდის მშენებლობას (მათ შორის 5 სახიდე გადასასვლელი, 1 სარკინიგზო გადასასვლელი, 5 გზაგამტარი მშრალ ხევებზე), (“სამუშაოები”). 

4. საერთაშორისო ტენდერი (IჩB) ჩატარდება აზიის განვითარების ბანკის ერთეტაპიანი პროცედურის შესაბამისად, რაც ასევე გულისხმობს დოკუმენტაციის ერთი პაკეტით წარმოდგენას და ღიაა ტენდერში მონაწილეობის უფლებამოსილი ყველა პრეტენდენტისთვის.


5. დაინტერესებულ, ტენდერში მონაწილეობის უფლებამოსილ პრეტენდენტებს შეუძლიათ დამატებითი ინფორმაცია მიიღონ და გაეცნონ სატენდერო დოკუმენტაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში ქვემოთ მითითებულ მისამართზე 09:00 საათიდან 17:00 საათამდე.

6. დაინტერესებულ პრეტენდენტებს სატენდერო დოკუმენტის ინგლისურ ენაზე შეძენა შეეძლებათ ქვემოთ მითითებულ მისამართზე წერილობითი მიმართვის წარდგენისა და 200 ლარის ოდენობის არაანაზღაურებადი მოსაკრებელის გადახდის შემდეგ. დოკუმენტის საზღვარგარეთ მიწოდება მოხდება ავიაფოსტის საშუალებით, ხოლო ქვეყნის ფარგლებში – ჩვეულებრივი ფოსტით. გადახდის ფორმაა პირდაპირი გადარიცხვა შემდეგ ანგარიშზე;

ხაზინის ანგარიშის #:200 122 900
სავალუტო ანგარიშის #:001 189 362
მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა
ბანკის კოდი: 220 101 222
საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი: 302 007 800

დოკუმენტების დაკარგვის ან დაგვიანებით მიწოდების შემთხვევაში დამქირავებელი არ იღებს პასუხისმგებლობას.

7. სატენდერო წინადადებები მოწოდებულ უნდა იქნას ქვემოთ მითითებულ მისამართზე არა უგვიანეს 2010 წლის 8 ოქტომბრის 17:00 საათისა. ყველა სატენდერო წინადადებას თან უნდა ახლდეს სატენდერო წინადადების უსაფრთხოების საბანკო გარანტია 2,400,000 ლარის ოდენობით. დაგვიანებით წარმოდგენილი სატენდერო წინადადებები არ მიიღება. სატენდერო წინადადებების გახსნა მოხდება ქვემოთ მითითებულ მისამართზე იმ პრეტენდენტების წარმომადგენლების თანდასწრებით, რომლებიც გადაწყვეტენ პირადად დაესწრონ ტენდერს.

8. დამქირავებელი არ იღებს პასუხისმგებელობას პრეტენდენტთა მიერ სატენდერო წინადადებების მომზადებასთან ან წარმოდგენასთან დაკავშირებით გაწეულ არანაირ ხარჯებზე.

9. სატენდერო წინადადებების შედარების მიზნით პრეტენდენტებისთვის განკუთვნილი ინსტრუქციით განსაზღვრული პირობების შესაბამისად გამოყენებული იქნება აზიის განვითარების ბანკის ადგილობრივი პრეფერენციის სქემა.


ადრესატი: ბ-ნი ირაკლი ლითანიშვილი - თავმჯდომარის მოადგილე
საკონტაქტო პირი: ბ-ნი ლევან ქუთათელაძე - საერთაშორისო პროექტების სამმართველოს უფროსი
მისამართი: ალ. ყაზბეგის გამზირი #12
სართული/ოთახი: მე-5 სართული
ქალაქი: თბილისი
საფოსტო ინდექსი: 0160
ტელ: (+995 32) 37-05-08 დამ. 249
ფაქსი: (+995 32) 37-64-18
ელექტრონული ფოსტა: info@georoad.ge, asli: s.nozadze@gmail.com


 

 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player