Search

07.08.10

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი

მოთხოვნა ინტერესის გამოსახატავად
საქართველო

E-60 ავტომაგისტალის რუისი-რიკოთის მონაკვეთის (კმ95-კმ143) მშენებლობისთვის დეტალური საპროექტო და სატენდერო დოკუმენტების მომზადება

მესამე აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტი
კრედიტი #7741-GE


საქართველომ მსოფლიო ბანკისგან მიიღო დაფინანსება მესამე აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის განსახორციელებლად. დაფინანსების გარკვეული ნაწილი გამოყენებული იქნება ხსენებული პროექტის ფარგლებში შესასყიდი საქონლის, სამუშაოების, საჭირო მომსახურებისა და საკონსულტაციო მომსახურების ხარჯების ასანაზღაურებლად, რაც საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით მოხდება.
შესყიდვების პროცესი, რომელიც წარიმართა 2010 წლის 5 თებერვალს "DG Market”-ში "E-60 ავტომაგისტალის რუისი-რიკოთის მონაკვეთის (კმ95-კმ143) მშენებლობისთვის დეტალური საპროექტო და სატენდერო დოკუმენტების მომზადებისა და ზედამხედველობისთვის” გამოქვეყნებული ინტერესის გამოხატვის თავდაპირველი მოთხოვნის ფარგლებში, გაუქმდა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტმობილო გზების დეპარტამენტი ხელახლა იწვევს უფლებამოსილ კონსულტანტებს ინტერესის გამოსახატად შემდეგი მომსახურების გასაწევად: "E-60 ავტომაგისტალის რუისი-რიკოთის მონაკვეთის (კმ95-კმ143) მშენებლობისთვის დეტალური საპროექტო და სატენდერო დოკუმენტების მომზადება”. კონსულტანტს დაევალება დეტალური პროექტის მომზადება არსებული ორზოლიანი გზის ოთხზოლიან ავტომაგისტრალად გასაუმჯობესებლად, ახალ მიმართულებაზე არსებული ურბანული რაიონების შემოვლითი გზების ჩათვლით.
დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ აღნიშნული მომსახურების გასაწევად საჭირო საპროექტო გამოცდილების დამადასტურებელი ინფორმაცია. ინტერესის გამოხატვა უნდა მოიცავდეს (თუმცა არ არის შეზღუდული) შემდეგს: შესაბამისი გამოცდილება პროექტთან მიმართებაში, ძირითადი პერსონალის რესურსები და კვალიფიკაცია, კორპორაციული პროფილი. ასევე, წარმოდგენილ უნდა იქნას იმ თანამშრომელთა მოკლე შრომითი ბიოგრაფიები (CV), რომლებიც შემოთავაზებულია დავალების შესასრულებლად და გააჩნიათ შესაბამისი კვალიფიკაცია და გამოცდილება. კონსულტანტებს შეუძლიათ გაერთიანდნენ კვალიფიკაციის გაუმჯობესების მიზნით (გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მსოფლიო ბანკისთვის მისაღები გაერთიანების ფორმაა ქვე-კონსულტანტი ან ერთობლივი საწარმო. წარმოდგენილ დოკუმენტაციაში ნათლად უნდა იყოს მითითებული ასოციაციის სახე). ინტერესის გამოხატვა არ უნდა აღემატებოდეს 20 გვერდს. დანართის სახით შესაძლებელია კომპანიის ბროშურის წარმოდგენა, რომლის გვერდების რაოდენობაზეც არ ვრცელდება შეზღუდვა - 20 გვერდი.
ინტერესის გამოხატვის საფუძველზე მოხდება მოკლე სიის განსაზღვრა და კონსულტანტების მოწვევა ტექნიკური და ფინანსური წინადადებების წარმოსადგენად.
კონსულტანტის შერჩევა მოხდება მსოფლიო ბანკის ინსტრუქციების - `შერჩევა ხარისხისა და ფასის მიხედვით” - II ნაწილში განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად: ”მსოფლიო ბანკის სესხის ამღების მიერ კონსულტანტის შერჩევა და დაქირავება” (2004 წლის მაისის გამოცემა, რედაქტირებული 2006წ. ოქტომბერში).
დაინტერესებულ კონსულტანტებს დამატებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ ქვემოთ მითითებულ მისამართზე სამუშაო საათებში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე. ინტერესის გამოხატვა ელექტრონულად ან ბეჭდური მასალების წარმოდგენა ქვემოთ მითითებულ მისამართზე უნდა მოხდეს არა უგვიანეს 2010 წლის 20 აგვისტოს 17:00 საათისა.


ლევან ქუთათელაძე
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საერთაშორისო პროექტების სამმართველოს უფროსი
მისამართი: საქართველო, თბილისი, 0160, ალ. ყაზბეგის გამზირი #12
ტელ:   +995 32 37-05-08 დამ. 249
ფაქსი:  +995 32 31-30-34
ელექტრონული ფოსტა: fpu@georoad.ge ასლი: roaddepirakli@yahoo.com; s.nozadze@gmail.com
ვებ-გვერდი: www.georoad.ge

წინადადებების ბეჭდური ვერსია წარმოდგენილ უნდა იქნას საქმისწარმოების განყოფილებაში, IV სართული, ოთახი #413
 

 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player