Search

15.05.10

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი

მოთხოვნა ინტერესის გამოსახატავად

საქართველო

საქართველოში კახეთის რეგიონული გზების გაუმჯობესების პროექტისთვის საგზაო უსაფრთხოების მენეჯმენტის გეგმის მომზადება

კახეთის რეგიონული გზების გაუმჯობესების პროექტი
კრედიტი #7802-GE


 

საქართველომ მსოფლიო ბანკისგან მიიღო დაფინანსება კახეთის რეგიონული გზების გაუმჯობესების პროექტის განსახორციელებლად. აღნიშნული დაფინანსების გარკვეული ნაწილი გამოყენებული იქნება ხსენებული პროექტის ფარგლებში შესასყიდი საქონლის, სამუშაოების, საჭირო მომსახურებისა და საკონსულტაციო მომსახურების ხარჯების ასანაზღაურებლად, რაც საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით მოხდება.
 
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტმობილო გზების დეპარტამენტი იწვევს უფლებამოსილ კონსულტანტებს ინტერესის გამოსახატად შემდეგი მომსახურების გასაწევად: "საქართველოში კახეთის რეგიონული გზების გაუმჯობესების პროექტისთვის საგზაო უსაფრთხოების მენეჯმენტის გეგმის მომზადება”. დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ აღნიშნული მომსახურების გასაწევად საჭირო გამოცდილების დამადასტურებელი ინფორმაცია. ასევე, წარმოდგენილ უნდა იქნას იმ თანამშრომელთა მოკლე შრომითი ბიოგრაფიები (CV), რომლებიც შემოთავაზებულია დავალების შესასრულებლად და გააჩნიათ შესაბამისი კვალიფიკაცია და გამოცდილება. ინტერესის გამოხატვა უნდა მოიცავდეს (მაგრამ არ არის შეზღუდული) შემდეგს: შესაბამისი გამოცდილება პროექტთან მიმართებაში, ძირითადი პერსონალის რესურსები და კვალიფიკაცია, კორპორატიული პროფილი. კონსულტანტებს შეუძლიათ გაერთიანდნენ კვალიფიკაციის გაუმჯობესების მიზნით. (გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მსოფლიო ბანკისთვის მისაღები გაერთიანების ფორმაა ან ქვე-კონსულტანტი ან ერთობლივი საწარმო. წარმოდგენილ დოკუმენტაციაში ნათლად უნდა იყოს მითითებული ასოციაციის სახე).

კონსულტანტის შერჩევა მოხდება მსოფლიო ბანკის ინსტრუქციების - "შერჩევა კონსულტანტის კვალიფიკაციის მიხედვით” - III ნაწილში განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად: ”მსოფლიო ბანკის სესხის ამღების მიერ კონსულტანტის შერჩევა და დაქირავება” (2004 წლის მაისის გამოცემა, რედაქტირებული 2006წ. ოქტომბერში).

დაინტერესებულ კონსულტანტებს დამატებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ ქვემოთ მითითებულ მისამართზე სამუშაო საათებში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე. ინტერესის გამოხატვა ელექტრონულად ან ბეჭდური მასალების წარმოდგენა ქვემოთ მითითებულ მისამართზე უნდა მოხდეს არა უგვიანეს 2010 წლის 14 ივნისის 17:00 საათისა.


სახელი: ლევან ქუთათელაძე
პოზიცია: საერთაშორისო პროექტების სამმართველოს უფროსი
მისამართი: საქართველო, თბილისი, 0160, ალ. ყაზბეგის გამზირი #12
ტელ: +995 32 37-05-08 დამ. 249
ფაქსი: +995 32 31-30-34
ელექტრონული ფოსტა:info@georoad.ge; ასლი: roaddepirakli@yahoo.com; s.nozadze@gmail.com.
ვებ-გვერდი: www.georoad.ge

 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player