Search

13.04.10

მოწვევა წინასაკვალიფიკაციო შერჩევისათვის


თარიღი: 2010 წლის 13 აპრილი
სესხი #:2560-GEO: საგზაო დერეფნის საინვესტიციო პროგრამა
კონტრაქტები #:RCIP/CW/ICB-01: ახალი 2-ზოლიანი გზის მშენებლობა, ქობულეთის შემოვლითი გზა ნატანების ხიდიდან სოფელ ოჩხამურამდე კმ0-კმ11 (11 კმ-იანი სექცია).

#:RCIP/CW/ICB-03: არსებული გზის რეაბილიტაცია და მისი გაგანიერება 4-ზოლიან გზად, ქობულეთის შემოვლითი გზა ჩაქვიდან მახინჯაურამდე კმ28-კმ34 (6 კმ-იანი სექცია).

განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა: 2010 წლის 24 მაისის 17:00 საათი.

1. აღნიშნულ მოწვევას წინასაკვალიფიკაციო შერჩევისთვის წინ უძღვოდა ამ პროექტზე ტენდერის ჩატარების შესახებ ზოგადი განცხადება, რომელიც 2009 წლის 9 ივლისს გამოქვეყნდა აზიის განვითარების ბანკის “Business Opportunities”-ში. წინასაკვალიფიკაციო და სატენდერო პროცესი წარიმართება   აზიის განვითარების ბანკის წესებისა და პროცედურების შესაბამისად.

2. საქართველოს მთავრობამ მიიღო სესხი აზიის განვითარების ბანკიდან ქ. ქობულეთისა და ქ. ბათუმის ირგვლივ აჭარის შემოვლითი გზის მშენებლობის ხარჯების დასაფარად.

3. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საავტომობილო გზების დეპარტამენტი (შემდგომში “დამქირავებელი”) აღნიშნული პროექტის ფარგლებში გეგმავს კომპანიების წინასაკვალიფიკაციო შერჩევას შემდეგი კონტრაქტებისთვის:  

კონტრაქტი #1:
ახალი 2-ზოლიანი გზის მშენებლობა, ქობულეთის შემოვლითი გზა ნატანების ხიდიდან სოფელ ოჩხამურამდე კმ0-კმ11 (11 კმ-იანი სექცია).

კონტრაქტი #3:
არსებული გზის რეაბილიტაცია და მისი გაგანიერება 4-ზოლიან გზად, ქობულეთის შემოვლითი გზა ჩაქვიდან მახინჯაურამდე კმ28-კმ34 (6 კმ-იანი სექცია).

4. სატენდერო მოწვევას სავარაუდოდ ადგილი ექნება 2010 წლის ივნისში.

5. დაინტერესებულ, უფლებამოსილ განმცხადებლებს შეუძლიათ დამატებითი ინფორმაცია მიიღონ და გაეცნონ წინასაკვალიფიკაციო დოკუმენტს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში ქვემოთ მითითებულ მისამართზე 10:00 საათიდან 17:00 საათამდე.

6. დაინტერესებულ პრეტენდენტებს წინასაკვალიფიკაციო დოკუმენტის ინგლისურ ენაზე შეძენა შეეძლებათ ქვემოთ მითითებულ მისამართზე წერილობითი მიმართვის წარდგენისა და 200 ლარის ოდენობის არაანაზღაურებადი მოსაკრებელის გადახდის შემდეგ. გადახდის ფორმაა პირდაპირი გადარიცხვა სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე:

სალარე ანგარიშის №200 122 900

სავალუტე ანგარიშის № 001 189 362;

მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა

ბანკის კოდი: 220 101 222

საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი: 302 007 800

დამქირავებელი არ იღებს პასუხისმგებლობას პრეტენდენტების მიერ წინასაკვალიფიკაციო დოკუმენტაციის დაკარგვის ან დაგვიანებით წარმოდგენის შემთხვევაში.

7. განაცხადი წინასაკვალიფიკაციო შერჩევაში მონაწილეობისთვის წარმოდგენილ უნდა იქნას ქვემოთ მითითებულ მისამართზე არა უგვიანეს 2010 წლის 24 მაისის 17:00 საათისა. დამქირავებელი იტოვებს უფლებას მიიღოს ან უარყოს დაგვიანებით შემოსული განაცხადები.

8. დამქირავებელი არ იღებს პასუხისმგებელობას პრეტენდენტთა მიერ განაცხადების მომზადებასთან ან წარმოდგენასთან დაკავშირებით გაწეულ არანაირ ხარჯებზე.

9. დამქირავებელი ყველა პრეტენდენტს წერილობით შეატყობინებს იმ პრეტენდენტთა სახელებს, რომლებმაც წინასაკვალიფიკაციო შერჩევა გაიარეს.

 

ლევან ქუთათელაძე
საერთაშორისო პროექტების სამმართველოს უფროსი
ალ. ყაზბეგის გამზირი #12
თბილისი, საქართველო, 0160
ტელ: (+995 32) 37-64-18
ფაქსი: (+995 32) 37-64-18
ელექტრონული ფოსტა: info@georoad.ge, ასლი: s.nozadze@gmail.com

 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player