Search

13.03.10

საქართველოს რეგიონალური განვითერებისა და ინფრასტრუქტურის სამინიტროხ
საავტომობილო გზების დეპარტამენტი

მოთხოვნა ინტერესის გამოსახატავად

საქართველო

ბათუმისა და ქობულეთის შემოვლითი გზის პირველი ტრანშის კმ 0 – კმ 10, კმ 28 – კმ 34, კმ 10 – კმ 28 და მეორე ტრანშის კმ 34 – კმ 48 სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობა, დაფინანსებული აზიის განვითარების ბანკის – საგზაო დერეფნის საინვესტიციო პროგრამის – პირველი პროექტის ფარგლებში.

 

საქართველომ მიმართა აზიის განვითარების ბანკს საგზაო დერეფნის საინვესტიციო პროგრამის – პირველი პროექტის ფარგლებში  სესხის  გამოყოფის მიზნით. აღნიშნული სესხის გარკვეული ნაწილი გამოყენებული იქნება ბათუმისა და ქობულეთის შემოვლითი გზის პირველი და მეორე ტრანშისათვის სამშენებლო სამუშაოებზე ზედამხედველობის გასაწევად.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი იწვევს უფლებამოსილ კონსულტანტებს ინტერესის გამოსახატავად ზემოაღნიშნული მომსახურების გასაწევად. დაინტერესებულმა კონსულტანტებმა უნდა წარმოადგინონ აღნიშნული მომსახურების გასაწევად საჭირო კვალიფიკაციის დამადასტურებელი ინფორმაცია (ბროშურები, ანალოგიური დავალებების აღწერა, ანალოგიურ პირობებში მუშაობის გამოცდილება, თანამშრომელთა მხრიდან სათანადო კვალიფიკაციისა და გამოცდილების ქონა, პერსონალის შრომითი ბიოგრაფიები (ჩV) და სხვა). კონსულტანტებს შეუძლიათ გაერთიანდნენ კვალიფიკაციის გაუმჯობესების მიზნით. სავარაუდო ბიუჯეტი საზედამხედველო სამუშაოებისათვის შეადგენს 10,626,000 ა.შ.შ დოლარს.


კონსულტანტის შერჩევა მოხდება ”აზიის განვითარების  ბანკის მიერ სესხის ამღების მიერ კონსულტანტის შერჩევა და დაქირავება” 2007 წლის თებერვლის გამოცემაში  განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად, “კვალიფიკაციისა და ფასის მიხედვით შერჩევის” მეთოდის გამოყენებით.

დაინტერესებულ კონსულტანტებს შეუძლიათ ტექნიკური დავალების ისევე როგორც დამატებითი ინფორმაცია მიიღება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში სამუშაო საათებში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე მითითებულ მისამართზე.

ინტერესის გამოხატვის დოკუმენტაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ქვემოთ მითითებულ მისამართზე არა უგვიანეს 2010 წლის 12 Aაპრილის 1700 საათისა:


საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ალ. ყაზბეგის გამზირი #12
თბილისი, საქართველო 0160
კანცელარი - IV სართული.

ბ-ნი ლევან ქუთათელაძე,
საერთაშორისო პროექტების სამმართველოს უფროსი
ტელ:  +995-32 37 05 08 დამ. 2-49
ფაქსი: +995-32 31 30 34
ელექტრონული ფოსტა: info@georoad.ge   ასლი:  roaddepirakli@yahoo.com
ვებ-გვარდი: www.georoad.ge 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player