Search

26.02.10

მოწვევა სატენდერო წინადადების წარმოსადგენად 
 
საქართველო
შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზები – 
დამატებითი დაფინანსების პროექტი 
ადგილობრივი გზებისათვის გზისა და გზის საფარის მდგომარეობის შესახებ მონაცემების შეგროვება 
რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის
სესხი # 7671-GE


 
1. წინამდებარე მოწვევას სატენდერო წინადადების წარმოსადგენად წინ უსწრებდა 2005 წლის 27 ოქტომბერს და განახლებული სახით 2008 წლის 17 ნოემბერს ამ პროექტის თაობაზე UNDB-ში ელექტრონულად გამოქვეყნებული შესყიდვის შესახებ ზოგადი შეტყობინება.  
 
2. საქართველომ მიიღო სესხი რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკისაგან შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების დამატებითი დაფინანსების პროექტისათვის და განზრახული აქვს გამოიყენოს ამ დაფინანსების ნაწილი ზემოაღნიშნული სამუშაოების ასანაზღაურებლად. 
 
3. საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი წარმოადგენს პროექტის განმახორციელებელ ორგანოს და აკეთებს მოწვევას უფლებამოსილი ფირმებისაგან დალუქული სატენდერო წინადადებების მისაღებად ადგილობრივი გზებისათვის გზისა და გზის საფარის მდგომარეობის შესახებ მონაცემთა ბაზის შესაქმნელად.  
 
4. ტენდერი ჩატარდება იმ ეროვნული კონკურენტული სატენდერო პროცედურების შესაბამისად, რომლებიც განსაზღვრულია მსოფლიო ბანკის სახელმძღვანელოში: შესყიდვები რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის სესხებითა და განვითარების საერთაშორისო ასოციაციის კრედიტებით, 2004 წლის მაისის გამოცემა, 2006 წლის ოქტომბრის  განახლებული გამოცემა. ტენდერში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა უფლემაბოსილ ფირმას, როგორც ეს განსაზღვრულია აღნიშნულ სახელმძღვანელოში. 
 
5. დაინტერესებულ უფლებამოსილ ფირმებს შეუძლიათ დამატებითი ინფორმაცია მოიპოვონ საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტში და გაეცნონ სატენდერო დოკუმენტაციას ქვემოთ აღნიშნულ მისამართზე 10:00-დან 17:00 საათამდე. 
 
6. დაინტერესებულ ფირმებს შეუძლიათ შეიძინონ სატენდერო დოკუმენტების სრული პაკეტი ინგლისურ და ქართულ ენებზე  ქვემოაღნიშნულ მისამართზე წერილობითი განაცხადის წარდგენისა და 200 ლარის ოდენობის არაანაზღაურებადი მოსაკრებელის გადახდის შემდგომ. აღნიშნული თანხა იქნება პირდაპირი შენატანი  ქვემოთ აღნიშნულ ანგარიშზე.  
 
7. სატენდერო წინადადებები წარმოდგენილი უნდა იქნეს ქვემოთ აღნიშნულ მისამართზე არაუგვიანეს 2010 წლის 30 მარტის 17:00 საათისა. სატენდერო წინადადებები უზრუნველყოფილი უნდა იქნეს 7 000 ლარის ოდენობის სატენდერო (საბანკო) გარანტიით. დაგვიანებული სატენდერო წინადადებები არ იქნება მიღებული. სატენდერო წინადადებები გახსნილი იქნება ტენდერში მონაწილე იმ ფირმების წარმომადგენლების თანდასწრებით, რომლებსაც სურვილი ექნებათ დაესწრონ ამ პროცესს ქვემოთ აღნიშნულ მისამართზე.

 
 საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი
 ალ. ყაზბეგის გამზირი #12, თბილისი, 0160, საქართველო
 ტელ :  +995 32 37 05 08
 ელექტრონული ფოსტა:  info@georoad.ge

 მიმღების სახელწოდება:  სახაზინო ანგარიში
 სახაზინო ანგარიში # 200 122 900
 მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა
 ბანკის კოდი:  220 101 222
 საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი:  302 007 800
 გადახდის დანიშნულება: საავტომობილო გზების დეპარტამენტის სატენდერო მოსაკრებელი


 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player