Search

16.02.10

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება 

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი აცხადებს

აუქციონს (კონკურსს)

ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (E-60) გორის უღელტეხილის მიმდებარე ტერიტორიაზე,

გზისპირა ზოლში, დასვენებისა და სხვადასხვა სახის მომსახურების ობიექტების მშენებლობის მიზნით

 

 

აუქციონის (კონკურსის) პირობები:

 

1. აუქციონის ფორმით ქონების სარგებლობის უფლებით გამცემი - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი (შემდგომში - "დეპარტამენტი");
2. ქონების სარგებლობის უფლებით მიღების პრეტენდენტი - ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირი, ან საერთაშორისო ორგანიზაცია (შემდგომში "პრეტენდენტი");
3. აუქციონის შედეგად ქონების სარგებლობაში გადაცემის ფორმა - აღნაგობა (სსკ. მუხ 233-241);
4. აღნაგობის ვადა - 49 წელი; აღნაგობის ფორმა - სასყიდლიანი;
5. სარგებლობის უფლებით ქონების მიმღებმა მშენებლობის დაწყებამდე უნდა უზრუნველყოს დეპარტამენტის მიერ მიწოდებული კონცეპტუალური მოდელის შესაბამისად ობიექტის დეტალური პროექტის დამუშავება, დეპარტამენტთან შეთანხმება და არსებული წესების მიხედვით დამტკიცება;
6. აუქციონის ფორმით გადაცემულ მიწის ნაკვეთზე დეპარტამენტთან შეთანხმებული პროექტის შესაბამისი კონსტრუქციული ნაწილის სამშენებლო სამუშაოების დასრულების ვადა - არაუგვიანეს 2010 წლის 1 სექტემბერი;
7. ქონების სარგებლობისათვის წლიური საწყისი ფასი - 16 000 (თექვსმეტი ათასი) ლარი;
8. მონაწილის ბილეთის ფასი - 100 (ასი) ლარი;
9. სავაჭრო ბიჯის ოდენობა - 2 000 (ორი ათასი) ლარი;
10. "ბე" - 5 000 (ხუთი ათასი) ლარი;
11.  მონაწილის ბილეთის ფასისა და "ბეს" შესატანი საბანკო რეკვიზიტები - მომღები: ხაზინის ერთიანი ანგარიში #200122900; მიმღები ბანკი – სახელმწიფო ხაზინა 220101222; სახაზინო კოდი 302007800; (აუცილებლად მიეთითოს დანიშნულება ცალ-ცალკე - "ბე" საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული აუქციონისათვის ან "მონაწილის ბილეთის საფასური" საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული აუქციონისათვის);
12.  ქონების მახასიათებლებია: ზონა 66 - გორი, სექტორი 44 - ტინისხიდი, კვარტალი - 02, ნაკვეთი - 033, დაზუსტებული ფართობი 61 633 კვ.მ;
13.  განცხადების მიღების ადგილი - საქართველო, თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. #12, IV სართული - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საქმისწარმოების განყოფილება;
14.  გამარჯვებულად ცხადდება პრეტენდენტი, რომელიც სრულად ეთანხმება დეპარტამენტის სააუქციონო პირობებს და დაასახელებს მაქსიმალურ ფასს, რომელიც უნდა აღემატებოდეს დეპარტამენტის მიერ დადგენილ საწყის ფასს;
15.  აუქციონში მონაწილე პრეტენდენტმა დეპარტამენტის სააუქციონო კომისიას უნდა წარუდგინოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) შევსებული განაცხადი (ფორმა გაიცემა დეპარტამენტში);
ბ) პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადებები, მოთავსებული დალუქულ კონვერტში (დაუშვებელია აპელირება სხვის წინადადებაზე);
გ) "ბეს" შეტანის დამადასტურებელი საბანკო ქვითარი;
დ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ფიზიკური პირის შემთხვევაში);
ე) ნოტარიულად დამოწმებული წესდების ასლი და ამონაწერი რეესტრიდან (იურიდიული პირებისათვის);
16. განაცხადების მიღების ვადა - 2010 წლის 16 თებერვლიდან 2010 წლის 17 მარტის ჩათვლით 11.00 საათიდან 18.00 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა) ;
17. აუქციონის ჩატარების თარიღი (მონაწილის წინადადების შემცველი კონვერტის გახსნის თარიღი) - 2010 წლის 17 მარტს, 18.30 საათი;
18. კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის წინასაკონკურსო კონფერენცია გაიმართება 2010 წლის 2 მარტს 15.00 საათზე.

 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player