Search

10.02.10

მოთხოვნა ინტერესის გამოსახატავად

საქართველო
მესამე აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტი
სესხი #7741-GE
საკონსულტაციო მომსახურება


საქართველოში საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული გზების გაუმჯობესების

პროექტების ფარგლებში განხორციელებული სამუშაოების
ტექნიკური აუდიტორი

 

საქართველომ რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკისგან (IBRD) მიიღო სესხი მესამე აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტისათვის (სესხი #7741-GE). აღნიშნული სესხის გარკვეული ნაწილი გამოყენებული იქნება საქართველოში საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული გზების გაუმჯობესების პროექტების ფარგლებში განხორციელებულ სამუშაოებთან დაკავშირებული ტექნიკური აუდიტორის მომსახურების შესასყიდად.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტმობილო გზების დეპარტამენტი იწვევს უფლებამოსილ ინდივიდუალურ კონსულტანტებს ინტერესის გამოსახატად ზემოაღნიშნული მომსახურების შესასრულებლად. დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ აღნიშნული მომსახურების გასაწევად საჭირო კვალიფიკაციის დამადასტურებელი ინფორმაცია (ანალოგიური დავალებების აღწერა, საგზაო პროექტებზე ტექნიკური აუდიტის განხორციელების გამოცდილება). კონსულტანტმა უნდა უზრუნველყოს გზების გაუმჯობესების პროექტების ანალიზი, საერთო მენეჯმენტის, სამუშაოების შესრულების, საქონლისა და მასალების შესყიდვების, სამუშაოების ზედამხედველობის აუდიტი. ინდივიდუალურ კონსულტანტს დახმარებას გაუწევს ორი ადგილობრივი სპეციალისტი, რომელთაც გააჩნიათ შესაბამისი უმაღლესი განათლება და საკმარისი თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება, იმისათვის რომ ყოველდღიურად გაუწიონ დახმარება კონსულტანტს და მასთან ერთობლივად მოამზადონ შესაბამისი ანგარიშები.


ინდივიდუალური კონსულტანტის შერჩევა მოხდება  მსოფლიო ბანკის ინსტრუქციების (2004 წლის გამოცემა, განახლებული 2006 წელს) V ნაწილში: “ინდივიდუალური კონსულტანტების შერჩევა” - `მსოფლიო ბანკის სესხის ამღების მიერ კონსულტანტების შერჩევა და დაქირავება” - განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად.

საკონსულტაციო მომსახურების განრიგი: კონტრაქტის დასაწყისი – 2010 წლის აპრილი, კონტრაქტის დასასრული – 2011 წლის აპრილი.

ინტერესის გამოხატვა თანდართული სრულყოფილი შრომითი ბიოგრაფიითა (CV) და სხვა შესაბამისი ინფორმაციით წარმოდგენილ უნდა იქნას ქვემოთ მითითებულ მისამართზე, გამოიგზავნის ფაქსით ან ელექტრონული ფოსტით არა უგვიანეს 2010 წლის 23 თებერვლის 17:00 საათისა.

დაინტერესებულ კონსულტანტებს ტექნიკური დავალების მიღება მოთხოვნის შემთხვევაში შეუძლიათ შემდეგ მისამართზე:

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს
საავტომობილო გზების დეპარტამენტი 
საერთაშორისო პროექტების სამმართველო (მე-5 სართული, ოთახი #522)
ლევან ქუთათელაძე, საერთაშორისო პროექტების სამმართველოს უფროსი
ალ. ყაზბეგის გამზირი #12
თბილისი, საქართველო 0160
ტელ:   +995 32 37-05-08 დამ. 249
ფაქსი:  +995 32 31-30-34
ელექტრონული ფოსტა: info@georoad.ge

ასლი: roaddepirakli@yahoo.com


 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player