Search

06.02.10

მოთხოვნა ინტერესის გამოსახატავად

 

განცხადებასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია:

საქართველოს მთავრობამ მიიღო კრედიტი მსოფლიო ბანკიდან მესამე აღმოსავლეთ-დასავლეთი ავტომაგისტრალის პროექტის გაუმჯობესების ხაჯების დასაფარად და განზრახული აქვს აღნიშნული კრედიტის ნაწილი გამოიყენოს საქონლის, სამუშაოების და ამ პროექტთან დაკავშირებული მომსახურეობების შესასყიდად და პროექტის ფარგლებში გასაწევი საკონსულტაციო მომსახურეობების შესასყიდად, რომელიც განხორციელდება საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი იწვევს ტენდერში მონაწილეობის უფლების მქონე საკონსულტაციო კომპანიებს გამოხატონ თავიანთი დაინეტერესება შემდეგი მომსახურეობის გასაწევად: ,,დეტალური პროექტის, სატენდერო დოკუმენტების მომზადება და E-60 ავტომაგისტრალის რუისი-რიკოთი კმ95 - კმ143 სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობა”. დავალების შესასრულებლად კონსულტანტმა უნდა გაიაროს ორი ფაზა. პირველ ფაზაში, კონსულტანტმა უნდა მოამზადოს დეტალური პროექტი არსებული ორზოლიანი ავტომაგისტრალის, ოთხზოლიან ავტოამაგისტრალად გასაუმჯობესებლად, ახალი მიმართულებებზე საქალაქო ზონების შემოვლითი გზების ჩათვლით. მეორე ფაზა გულისხმობს პროექტით გათვალისიწნებულ სამშენებლო სამუშაოებზე საზედამხედველო საქმიანობას. მეორე ფაზაში სამშენებლო სამუშაოებისთვის და აღნიშნული საზედამხედველო მომსახურების გასაწევად დაფინანსების მიღება დამოკიდებულია საქართველოს მთავრობაზე. საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ასევე იტოვებს უფლებას რომ აღნიშნული პროექტი გაგრძელებულ იქნას მხოლოდ დეტალური პროექტირებისათვის მას შემდეგ, რაც შეირჩევა მოკლე სიაში გასული საკონსულტაციო კომპანიები.

დაინტერესებულმა კომპანიებმა ზემოთ აღნიშნული მომსახურების გასაწევად უნდა წარმოადგინონ გამოცდილების დამადასტურებელი ინფორმაცია, რაც უნდა მოიცავდეს, პირველ და მეორე ფაზაში მონაწილეობისთვის წარმოდგენილი პერსონალის მოკლე ავტობიოგრაფიას, საჭირო გამოცდილების და კვალიფიკაციის დასადასტურებლად. კონსულტანტებს შეუძლიათ გაერთიანდნენ (გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ კომპანიებს აქვთ უფლება გაერთიანდნენ მხოლოდ ერთობლივი საწარმოს ან ქვეკონსულტანტის სახით) კვალიფიკაციის გაუმჯობესების მიზნით.

ინტერესის გამოხატვა უნდა მოიცავდეს, მაგრამ არ შემოიფარგლება, შემდეგით: პროექტის საქმიანობის შესაფერისი გამოცდილება, წამყვანი სპეციალისტები და კვალიფიკაცია, კორპორაციის საქმიანობა.

კონსულტანტის შერჩევა მოხდება ,,მსოფლიო ბანკის სესხის ამღების მიერ კონსულტანტის შერჩევა და დაქირავება” 2004 წლის მაისის გამოცემაში (განახლდა 2006 წელს) განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად, ,,კვალიფიკაციის და ფასის შერჩევის” მეთოდის გამოყენებით. 

დაინტერესებულ კონსულტანტებს შეუძლიათ დამატებითი ინფორმაცია მიიღონ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე. ინტერესის გამოხატვა წარმოდგენილი უნდა იქნას ელექტრონული ან ბეჭდური სახით ქვემოთ მითითებულ მისამართზე არა უგვიანეს 2010 წლის 1 მარტის 17:00 საათისა.

 

ლევან ქუთათელაძე
საერთაშორისო პროექტების სამმართველოს უფროსი
ალ.ყაზბეგის გამზირი #12
თბილისი, საქართველო 0160
ტელ: (+995 32) 37 05 08/2-49
ფაქსი: (+995 32) 31 30 34
ელექტრონული ფოსტა: info@georoad.ge ასლი: roaddepirakli@yahoo.com, s.nozadze@gmail.com
ვებ-გვერდი: www.georoad.ge

 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player