Search

06.02.10

მოთხოვნა ინტერესის გამოსახატავად

საქართველო
პირველი აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის
დამატებითი დაფინანსება
სესხი # 7804-GE
საკონსულტაციო მომსახურება


ინდივიდუალური კონსულტანტის შერჩევა ახალი საგზაო და მოძრაობის უსაფრთხოების კანონის მომზადებაში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისთვის
საკონსულტაციო მომსახურების გაწევის მიზნით

 

საქართველომ რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკისგან (IBRD) მიიღო სესხი პირველი აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის დამატებითი დაფინანსებისთვის (სესხი #7804-GE). აღნიშნული სესხის გარკვეული ნაწილი გამოყენებული იქნება ახალი საგზაო და მოძრაობის უსაფრთხოების კანონის მოსამზადებლად ინდივიდუალური კონსულტანტის მომსახურების შესყიდვის მიზნით.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტმობილო გზების დეპარტამენტი იწვევს უფლებამოსილ ინდივიდუალურ კონსულტანტებს ინტერესის გამოსახატად ზემოაღნიშნული მომსახურების შესასრულებლად. დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ აღნიშნული მომსახურების გასაწევად საჭირო კვალიფიკაციის დამადასტურებელი ინფორმაცია (ანალოგიური დავალებების აღწერა, ტრანსპორტის სფეროსა და მოძრაობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კანონების მომზადების გამოცდილება). კონსულტანტმა, საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით, უნდა შეისწავლოს, შეაფასოს და წარმოადგინოს საქართველოს საგზაო სექტორთან დაკავშირებული არსებული საკანონმდებლო აქტების დეტალური განხილვა. საერთაშორისო კონსულტანტმა, ადგილობრივი კონსულტანტის დახმარებით, უნდა წარმოადგინოს რეკომენდაციები კანონმდებლობისთვის, რომელიც შემუშავებულია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით და ამავდროულად არ ემიჯნება საქართველოს კანონმდებლობას.

ინდივიდუალური კონსულტანტის შერჩევა მოხდება  მსოფლიო ბანკის ინსტრუქციების (2004 წლის გამოცემა, განახლებული 2006 წელს) V ნაწილში: “ინდივიდუალური კონსულტანტების შერჩევა” - `მსოფლიო ბანკის სესხის ამღების მიერ კონსულტანტების შერჩევა და დაქირავება” - განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად.

საკონსულტაციო მომსახურების განრიგი: კონტრაქტის დასაწყისი – 2010 წლის მარტი, კონტრაქტის დასასრული – 2010 წლის დეკემბერი.

კვალიფიკაცია: ინდივიდუალურ კონსულტანტს დავალების შესასრულებლად უნდა გააჩნდეს ევროგაერთიანებისა და სხვა განვითარებული ქვეყნების საგზაო და მოძრაობის უსაფრთხოების კანონმდებლობის მნიშვნელოვანი ცოდნა, ისევე როგორც აღნიშნულ სფეროში მუშაობის შესაბამისი გამოცდილება.

ინტერესის გამოხატვა თანდართული სრულყოფილი შრომითი ბიოგრაფიითა (CV) და სხვა შესაბამისი ინფორმაციით წარმოდგენილ უნდა იქნას ქვემოთ მითითებულ მისამართზე, გამოიგზავნის ფაქსით ან ელექტრონული ფოსტით არა უგვიანეს 2010 წლის 18 თებერვლის 17:00 საათისა.

დაინტერესებულ კონსულტანტებს ტექნიკური დავალების მიღება მოთხოვნის შემთხვევაში შეუძლიათ შემდეგ მისამართზე:

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს
საავტომობილო გზების დეპარტამენტი 
საერთაშორისო პროექტების სამმართველო (მე-5 სართული, ოთახი #522)
ლევან ქუთათელაძე, საერთაშორისო პროექტების სამმართველოს უფროსი
ალ. ყაზბეგის გამზირი #12
თბილისი, საქართველო 0160
ტელ:   +995 32 37-05-08 დამ. 249
ფაქსი:  +995 32 31-30-34
ელექტრონული ფოსტა: info@georoad.ge
ასლი: roaddepirakli@yahoo.com

 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player