Search

03.02.10

სატენდერო მოწვევა

საქართველო
შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების პროექტი (დამატებითი დაფინანსება)
კრედიტის ნომერი 7671-GE
სატენდერო მოწვევის ნომერი: SLRP/CW/ICB-64
სარეაბილიტაციო სამუშაოები
ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილი
საავტომობილო გზის  კმ68–კმ87 მონაკვეთზე

 


1. საქართველოს მთავრობამ მიიღო კრედიტი მსოფლიო ბანკიდან შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების პროექტის ხარჯების დასაფარავად და განზრახული აქვს ამ კრედიტის ნაწილი გამოიყენოს შიდასახელმწიფოებრივი  მნიშვნელობის ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილი საავტომობილო გზის  კმ68–კმ87 მონაკვეთზე განსახორციელებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების კონტრაქტის ასანაზღაურებლად.

 2. საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი იწვევს დალუქულ სატენდერო წინადადებებს ტენდერში მონაწილეობის უფლების მქონე და კვალიფიცირებული პრეტენდენტებიდან, მოსამზადებელი და მიწის სამუშაოების, გზის საფარის, ხელოვნური ნაგებობების, მიერთებების და გადაკვეთების, გზის კუთვნილების და მოწყობილობის აღდგენა-განახლების სამუშაოების შესასრულებლად. სამშენებლო სამუშაოების შესრულების ვადაა 17 თვე.

 3. შესყიდვა ჩატარდება საერთაშორისო ტენდერის (ICB) პროცედურებით, რომლებიც აღწერილია მსოფლიო ბანკის სახელმძღვანელოში: “შესყიდვები განვითარების და რეკონსტრუქციის ბანკის სესხებით და განვითარების საერთაშორისო ასოციაციის კრედიტებით” და ღიაა ყველა პრეტენდენტისათვის, რომლებსაც სატენდერო დოკუმენტები განსაზღვრავს.

4. დაინტერესებულ, ტენდერში მონაწილეობის უფლების მქონე პრეტენდენტებს შეუძლიათ დამატებითი ინფორმაცია მიიღონ და გაეცნონ სატენდერო დოკუმენტებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საერთაშორისო პროექტების სამმართველოს უფროსთან ბ-ნ ლევან ქუთათელაძესთან ქვემოთ მითითებულ მისამართზე 10-დან 17 საათამდე.

5. კონტრაქტის მინიჭებისათვის კვალიფიცირების მიზნით, პრეტენდენტებმა უნდა დააკმაყოფილონ შემდეგი მინიმალური საკვალიფიკაციო კრიტერიუმები:

ა. სამშენებლო სამუშაოების მოცულობის საშუალო წლიური მაჩვენებელი უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში უნდა შეადგენდეს 10.000.000 ათი მილიონი ლარი ან ექვივალენტი;

ბ. სულ მცირე ერთი ობიექტის მშენებლობაში, როგორც მთავარი კონტრაქტორი ბოლო 5 წლის მანძილზე ექვივალენტური სამუშაოების ხასიათით და კომპლექსურობით, (ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, აღნიშნული  სამუშაოების სულ მცირე 70% პროცენტი უნდა იქნას შესრულებული); არანაკლებ 6.000.000 ლარის ოდენობით.

ც. დოკუმენტურ დადასტურებას, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული რაიმე სასამართლო საქმეში მის გაკოტრებასთან, რეორგანიზაციასთან ან ლიკვიდაციასთან დაკავშირებით.

დ. საავანსო გადასახადებისაგან თავისუფალი ლიკვიდური აქტივები და/ან საკრედიტო საშუალებები, სხვა სუფთა კონტრაქტული ვალდებულებები, რაც შესაძლოა გათვალისწინებულ იქნას კონტრაქტის ფარგლებში - არა უმცირეს   2.000.000 (ორი მილიონი) ლარი ან ექვივალენტი;


6. სატენდერო დოკუმენტების მთლიანი პაკეტის შეძენა ინგლისურ ან ქართულ ენაზე დაინტერესებული პრეტენდენტებისათვის შესაძლებელია ქვემოთ მითითებულ მისამართზე წერილობითი მიმართვის და არაანაზღაურებადი 200 ლარის ან მისი ექვივალენტის აშშ დოლარებში გადახდის შემდეგ. გადახდის ფორმაა პირდაპირი გადარიცხვა შემდეგ ანგარიშზე:

ხაზინის ერთიანი ანგარიში
სალარე ანგარიშის # 200 122 900
სავალუტე ანგარიშის # 001 189 362
მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა
ბანკის კოდი: # 220 101 222
საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი: 302 007 800
გადასახადის დანიშნულება: სატენდერო მოსაკრებელი საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის (მიუთითეთ ობიექტის დასახელება)

სატენდერო დოკუმენტები კურიერული ფოსტით გაეგზავნებათ პრეტენდენტებს მათი ხარჯებით.


7.  სატენდერო დოკუმენტები მოწოდებული უნდა იქნეს ქვემოთ მითითებულ მისამართზე არაუგვიანეს 2010 წლის 16 მარტის დღის 17:00 საათისა. ტენდერის ელექტრონული საშუალებებით ჩატარება არაა დაშვებული. დაგვიანებული სატენდერო წინადადებები არ მიიღება. სატენდერო წინადადებები გაიხსნება ქვემოთ მითითებულ მისამართზე, იმ პრეტენტენტების წარმომადგენლების თანდასწრებით, რომლებიც გადაწყვეტენ პერსონალურად დაესწრონ ტენდერის გახსნას 2010 წლის 16 მარტის დღის 17:30 საათი.

8. ყველა სატენდერო წინადადებას თან უნდა ახლდეს სატენდერო წინადადების უსაფრთხოების საბანკო გარანტია, 180.000 ლარის ოდენობით ან ექვივალენტი კონვერტირებად ვალუტაში. საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 28 დღით უნდა აღემატებოდეს სატენდერო წინადადების მოქმედების ვადას (60 დღე)

9. ზემოთ მითითებული მისამართი შემდეგია:

საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს
საქართველოს  საავტომობილო გზების დეპარტამენტი
საერთაშორისო პროექტების სამმართველო (IV სართული)
სამმართველოს უფროსი ლევან ქუთათელაძე
ალ.ყაზბეგის გამზირი #12, 0160 თბილისი, საქართველო,
ტელ:  + (995 32) 37-05-08 შიდა 249
ფაქსი:  + (995 32) 31-30-34
E-mail: info@georoad.ge

ვებ გვერდი:  www.georoad.ge


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player