Search

23.12.09

მოწვევა წინასაკვალიფიკაციო შერჩევისათვის

საქართველო, თბილისი
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის
 კმ.27+000-კმ.65+727 მონაკვეთის გაუმჯობესება

 


1. საქართველომ მიმართა განვითარების და რეკონსტრუქციის საერთაშორისო ბანკს ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის გაუმჯობესების პროექტისათვის სესხის გამოყოფის მიზნით. აღნიშნული სესხის გარკვეული ნაწილი გამოყენებული იქნება ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის გაუმჯობესების კმ.27+000-კმ.65+727 მონაკვეთის გასაუმჯობესებლად.

2. წინასაკვალიფიკაციო შერჩევა მოხდება წინასაკვალიფიკაციო პროცედურების გათვალისწინებით, რომლებიც აღწერილია მსოფლიო ბანკის სახელმძღვანელოში: ,,შესყიდვები განვითარების და რეკონსტრუქციის საერთაშორისო ბანკის სესხებით და განვითარების საერთაშორისო ასოციაციის კრედიტებით'' და ღიაა მონაწილეობის უფლების მქონე ნებისმიერი პრეტენდენტისათვის, ზემოხსენებულ სახელმძღვანელოში განსაზღვრული პირობების შესაბამისად. ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ.27+000-კმ.65+727 მონაკვეთის გასაუმჯობესებლად ძირითადი სამუიშაოები განხორციელდება სამუშაო კონტრაქტების საერთაშორისო ტენდერის (IჩB) პროცედურებით შესყიდვის გზით, რაც მოხდება ,,განვითარების და რეკონსტრუქციის საერთაშორისო ბანკის სესხების და განვითარების საერთაშორისო ასოციაციის კრედიტების სახელმძღვანელო პრინციპების'' თანახმად (2004 წ. მაისი, კორექტირებულია 2006 წლის ოქტომბერში).

3. დაინტერესებულ, უფლებამოსილ განმცხადებლებს შეუძლიათ დამატებითი ინფორმაცია მიიღონ და გაეცნონ წინასაკვალიფიკაციო დოკუმენტებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით). წინასაკვალიფიკაციო დოკუმენტაციის მთლიანი პაკეტის ინგლისურ ენაზე შეძენა დაინტერესებული პრეტენდენტებისათვის შესაძლებელია ქვემოთ მითითებულ მისამართზე წერილობითი მიმართვის და არანააზღაურებადი 200 ლარის ან მისი ექვივალენტის აშშ დოლარებში ან ევროში გადახდის შემდეგ. გადახდის ფორმაა პირდაპირი გადარიცხვა შემდეგ ანგარიშზე:

მიმღების დასახელება:  ხაზინის ანგარიში.
საიდენტიფიკაციო კოდი:  302 007 800.
სალარე ანგარიში:  200 122 900.
სავალუტო ანგარიში:  001 189 362.
მიმღები ბანკი:  საქართველოს ხაზინა.
კოდი:  220 101 222.

გადასახადის დანიშნულება:  წინასაკვალიფიკაციო მოსაკრებელი სავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის (მიუთითეთ პროექტის დასახელება).

მოთხოვნის შემთხვევაში, განმცხადებლებს დოკუმენტები კურიერული ფოსტით გაეგზავნებათ მათი ხარჯებით.

4. განაცხადი წინასაკვალიფიკაციო შერჩევაში მონაწილეობისათვის წარმოდგენილ უნდა იქნეს დალუქული პაკეტებით ქვემოთ მითითებულ მისამართზე არა უგვიანეს 2009 წლის 4 თებერვლის  17:00 საათისა და გარკვევით მიეთითოს `წინასაკვალიფიკაციო განაცხადი ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ.27+000-კმ.65+727 მონაკვეთის გასაუმჯობესებლად~.


მისამართი: 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
ალ. ყაზბეგის გამზირი #12, 0160 თბილისი, საქართველო.
IV სართული, კანცელარია.


საკონტაქტო პირი:

ლევან ქუთათელაძე, საერთაშორისო პროექტების სამმართველოს უფროსი.
საერთაშორისო პროექტების სამმართველო, V სართული.
ტელ:    + (995 32) 37 05 08  დამ. 2 49.
ფაქსი:   + (995 32) 31 30 34.
ელექტრონული ფოსტა:  info@geiriad.ge    
ასლი:  roaddepirakli@yahoo.comtrrcoffice@trrc.ge
ვებ გვერდი: www.georoad.ge


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player