Search

03.11.09

განცხადება ტენდერის ჩატარების შესახებ

 

1 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს  საავტომობილო გზების დეპარტამენტი (ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზირი #12) აცხადებს ორ ეტაპიან ტენდერს საავტომობილო გზებზე არსებული ხელოვნური ნაგებობების (რომელიც არ შედის საავტომობილო გზების რეაბილიტაციის პროექტის კომპლექსში) რეაბილიტაციისა და საავტომობილო გზებსა და ხელოვნურ ნაგებობებზე სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციო და პრევენციის მიზნით ჩასატარებელი სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო და სატენდერო დოკუმენტაციების შედგენაზე მომსახურებისა და ცალკეულ ობიექტებზე საჭიროების შემთხვევაში საავტორო ზედამხედველობის გაწევის შესასყიდად და იწვევს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად ყველა დაინტერესებულ იურიდიულ ან/და ფიზიკურ პირებს.  
2 მიწოდების ვადები: – 2009-2010 წლების განმავლობაში (მხარეებს შორის შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად).
დაინტერესებულ იურიდიულ ან/და ფიზიკურ პირებს გასაწევი მომსახურების შესახებ სრული ინფორმაციის მიღება შეეძლებათ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკური პოლიტიკის, გზების ადმინისტრირების და სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოებში.
3. დაინტერესებულმა იურიდიულმა ან/და ფიზიკურმა პირებმა საკვალიფიკაციო მონაცემები და პირველადი სატენდერო წინადადებები, სადაც მოცემული იქნება ზოგადი მოსაზრებები გასაწევი მომსახურების განხორციელების შესახებ და აღნიშნული იქნება ის ძირითადი სტანდარტები და ნორმები (მომსახურების გაწევისას გამოყენებული და დაცული უნდა იქნას საერთაშორისო და საქართველოში მოქმედი შესაბამისი ნორმები და სტანდარტები), მომსახურების ღირებულების გარეშე (ქართულ ენაზე) უნდა წარმოადგინონ დალუქული კონვერტებით 2009 წლის 24 ნოემბრის 900 საათიდან 1800 საათამდე, და 2009 წლის 25 ნოემბრის 900 საათიდან 1200 საათამდე, ორ ეგზემპლიარად (დედანი და ასლი), შემდეგ მისამართზე: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მეოთხე სართული, საქმისწარმოების განყოფილება.
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონისა და სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ დებულების მოთხოვნების თანახმად დაგვიანებით შემოსულ საკვალიფიკაციო მონაცემებსა და პირველად სატენდერო წინადადებებს დეპარტამენტის სატენდერო კომისია არ განიხილავს და გაუხსნელად დააბრუნებს უკან.
მიიღება მხოლოდ იურიდიული სტატუსის მქონე პირების განცხადებები.
ტენდერში მონაწილე იურიდიული ან/და ფიზიკური პირების საკვალიფიკაციო მონაცემები და პირველადი სატენდერო წინადადებები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად იქნება განხილული და პირველ ეტაპზე მოხდება იურიდიულ ან/და ფიზიკურ პირებთან ტექნიკური მაჩვენებლების და სხვა მონაცემების დაზუსტება, განისაზღვრება ის იურიდიული ან/და ფიზიკური პირები, რომლებიც დაიშვებიან ტენდერის მეორე ეტაპზე.
საკვალიფიკაციო მონაცემების შეფასება მოხდება საკვალიფიკაციო მონაცემების წარმომდგენი ტენდერში მონაწილე იურიდიული ან/და ფიზიკური პირების მონაცემების საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის გზით.
პირველადი სატენდერო წინადადებების შეფასებისას მხედველობაში მიიღება მხოლოდ მათი შესაბამისობა შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებთან და არ გამოიყენება მათი ქულებით შეფასება.
ტენდერის მეორე ეტაპზე სატენდერო კომისია მოიწვევს მხოლოდ იმ იურიდიულ ან/და ფიზიკურ პირებს, რომლებიც თავისი საკვალიფიკაციო მონაცემებით, მათ შორის ამ განცხადებით განსაზღვრული აუცილებელი მოთხოვნებით, ტექნიკური მაჩვენებლებით და სხვა მონაცემებით შეესაბამებიან პირველი ეტაპისათვის დადგენილ პირობებს.
4. საკვალიფიკაციო მონაცემები უნდა შეიცავდეს შემდეგ ცნობებსა და ინფორმაციას:
4.1.1. იურიდიული პირისათვის:
ა) ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან.
ბ) ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა, იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი;
გ) ცნობა საგადასახადო სამსახურიდან დავალიანების შესახებ.
დ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოდან წერილობითი დადასტურება, რომ იგი არ არის შესული შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერი პირების, პრეტენდენტებისა და მიმწოდებლების რეესტრში.
4.1.2. ფიზიკური პირისათვის:
ა) ცნობას, შესაბამისი უფლებამოსილი, ლიცენზირებული სამედიცინო დაწესებულებიდან რომ მას მთლიანად ან ნაწილობრივ არ აქვს შეზღუდული ქმედითუნარიანობა;
ბ) ცნობა საგადასახადო სამსახურიდან დავალიანების შესახებ.
გ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოდან წერილობითი დადასტურება, რომ იგი არ არის შესული შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერი პირების, პრეტენდენტებისა და მიმწოდებლების რეესტრში.
შენიშვნა: უცხო ქვეყნის იურიდიულმა ან/და ფიზიკურმა პირებმა ცნობები უნდა წარმოადგინონ თავიანთი ქვეყნის შესაბამისი სამსახურებიდან.
4.1.3 როგორც ფიზიკურ, ისევე იურიდიული პირისათვის:
ა) ინფორმაციას მომსახურების გასაწევად საჭირო მოწყობილობა-დანადგარების და აპარატურის შესახებ.
ტენდერში მონაწილე იურიდიულ ან/და ფიზიკურ პირს ტენდერით გათვალისწინებული მომსახურების გასაწევად უნდა გააჩნდეს საკუთარი ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით ნებადართული ან აუკრძალავი ნებისმიერი ფორმით (ქირა, თხოვება და ა. შ.) თანამედროვე ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისი, გეოდეზური მოწყობილობები, საინჟინრო გეოლოგიური სამუშაოებისათვის შესაბამისი ტექნიკა, კომპიუტერული ტექნიკა, სატრანსპორტო საშუალებები და სხვა მოწყობილობა-დანადგარები, აპარატურა და ხელსაწყოები.
შენიშვნა: ინფორმაცია წარმოდგენილი იქნას ქვემოთ მოცემული ცხრილის შესაბამისად.

 

 იხილეთ ვრცლად


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player