Search

30.10.09

დ ა ზ უ ს ტ ე ბ ა   

საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ 2009 წლის 28 ოქტომბერს, გაზეთ “24 საათში” (#235) გამოქვეყნებულ სატენდერო განცხადებაში, რომელიც შეეხება საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო და სატენდერო დოკუმენტაციების შედგენაზე მომსახურებისა და ცალკეულ ობიექტებზე საჭიროების შემთხვევაში საავტორო ზედამხედველობის გაწევის შესყიდვას:


მესამე პუნქტის პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით

3. დაინტერესებულმა იურიდიულმა ან/და ფიზიკურმა პირებმა საკვალიფიკაციო მონაცემები და პირველადი სატენდერო წინადადებები, სადაც მოცემული იქნება ზოგადი მოსაზრებები გასაწევი მომსახურების განხორციელების შესახებ და აღნიშნული იქნება ის ძირითადი სტანდარტები და ნორმები (მომსახურების გაწევისას გამოყენებული და დაცული უნდა იქნას საერთაშორისო და საქართველოში მოქმედი შესაბამისი ნორმები და სტანდარტები), მომსახურების ღირებულების გარეშე (ქართულ ენაზე) უნდა წარმოადგინონ დალუქული კონვერტებით 2009 წლის 24 ნოემბრის 09:00 საათიდან 18:00 საათამდე, და 2009 წლის 25 ნოემბრის 09:00 საათიდან 12:00 საათამდე, ორ ეგზემპლიარად (დედანი და ასლი), შემდეგ მისამართზე: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მეოთხე სართული, საქმისწარმოების განყოფილება.

 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player