Search

03.10.09

მოთხოვნა ინტერესის გამოსახატავად

საქართველო
 
საკონსულტაციო მომსახურება
ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისა
და ბიზნეს გეგმის მომზადება
საქართველოს საზღვრისპირა და სატრანზიტო ავტომაგისტრალების  გასწვრივ მდებარე 

მომსახურებისა და მოსასვენებელი ადგილებისათვის



საქართველოს მთავრობამ მიიღო კრედიტი მსოფლიო ბანკიდან პირველი აღმოსავლეთ-დასავლეთ ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის- დამატებითი დაფინანსების ხარჯების დასაფარად და განზრახული აქვს აღნიშნული კრედიტის ნაწილი გამოიყენოს საკონსულტაციო მომსახურების შესასყიდად, კერძოდ კი სახელმწიფოსა და კერძო სექტორებს შორის  თანამშრომლობის ფარგლებში   საქართველოს საზღვრისპირა და სატრანზიტო ავტომაგისტრალების  გასწვრივ მდებარე  მომსახურეობისა და მოსასვენებელი ადგილების ბიზნეს გეგმისა და ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისა მოსამზადებლად.

საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი (პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაცია) იწვევს ტენდერში მონაწილეობის უფლების მქონე საკონსულტაციო კომპანიებს გამოხატონ თავიანთი დაინტერესება აღნიშნული მომსახურების გასაწევად. დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისა და ბიზნეს გეგმის მოსამზადებლად საჭირო გამოცდილების დამადასტურებელი ინფორმაცია და შესაბამისი 5 შესრულებული პროექტი, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნეს იმ თანამშრომელთა შრომითი ბიოგრაფიები (CV), რომლებიც სავარაუდოდ მონაწილეობას მიიღებენ ტექნკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადებაში და გააჩნიათ სათანადო კვალიფიკაცია და გამოცდილება აღნიშნულ სფეროში. ინტერესის გამოხატვა არ უნდა აღემატებოდეს 10 გვერდს. ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს ბეჭდური სახით. კონსულტანტებს შეუძლიათ გაერთიანდნენ კვალიფიკაციის გაუმჯობესების მიზნით. დანართის სახით შესაძლებელია კომპანიის ბროშურის წარმოდგენა, რომელთა გვერდების რაოდენობა არ არის შეზღუდული და შესაძლოა იყოს 10 გვერდზე მეტი ან ნაკლები. ინტერესის გამოხატვა უნდა მოიცავდეს (მაგრამ არ არის შეზღუდული) შემდეგს: შესაბამისი  გამოცდილება პროექტთან მიმართებაში, ძირითადი პერსონალის რესურსები და კვალიფიკაცია, კორპორატიული პროფილი.
მოკლე სიის განსაზღვრა მოხდება ინტერესის გამოხატვის საფუძველზე, რის შემდეგაც კონსულტანტებმა უნდა წარმოადგინონ ტექნიკური და ფინანსური წინადადებები. პროექტი სავარაუდოდ დაიწყება 2009 წლის ნოემბერში და უნდა დასრულდეს 2010 წლის ივლისში.

კონსულტანტის შერჩევა მოხდება ”მსოფლიო ბანკის სესხის ამღების მიერ კონსულტანტის შერჩევა და დაქირავება” 2004 წლის მაისის გამოცემაში განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად, “კვალიფიკაციისა და ფასის მიხედვით შერჩევის” მეთოდის გამოყენებით.
დაინტერესებულ კონსულტანტებს შეუძლიათ დამატებითი ინფორმაცია მიიღონ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. ინტერესის გამოხატვა წარმოდგენილი უნდა იქნეს ქვემოთ მითითებულ მისამართზე არა უგვიანეს 2009 წლის 19 ოქტომბრის  17:00 საათისა:
საავტომობილო გზების დეპარტამენტი 
სახელმწიფო შესყიდვების სამმართველო, IV სართული, ოთახი 402
ბ-ნი შაქრო ხალვაში, შესყიდვების სამმართველოს უფროსი
ალ. ყაზბეგის გამზირი #12
თბილისი, საქართველო 0160
ტელ:  (+995 32) 37 05 08/2-15
ფაქსი:  (+995 32) 31 30 34 
ელექტრონული ფოსტა: info@georoad.ge  ასლი: roaddepirakli@yahoo.com,
ვებ-გვარდი: www.georoad.ge
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player