Search

09.09.09

მოწვევა წინასაკვალიფიკაციო შერჩევისათვის

საქართველო, თბილისი
აღმოსავლეთ დასავლეთ ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პირველი პროექტი – დამატებითი დაფინანსება
კრედიტის ნომერი . . . .
სატენდერო მოწვევის ნომერი: FEWHIP AF/CW/ICB-01


E-60 ავტომაგისტრალზე რიკოთის გვირაბის რეაბილიტაცია (კმ143)


 


1. წინასაკვალიფიკაციო მოწვევა გამომდინარეობს აღნიშნულ პროექტზე ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებიდან, რომელიც 2006 წლის 8 ნოემბერს გამოქვეყნდა “Development Business Online”-sa da DG Market-ში.   


2.    საქართველოს მთავრობამ მიიღო კრედიტი განვითარების საერთაშორისო ასოციაციიდან (დამატებითი დაფინანსება) აღმოსავლეთ დასავლეთ ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პირველი პროექტისP ხარჯების დასაფარად და განზრახული აქვს ამ კრედიტის ნაწილი გამოიყენოს E-60 ავტომაგისტრალზე რიკოთის გვირაბის რეაბილიტაციის # FEWHIP AF/CW/ICB-01 კონტრაქტის ასანაზღაურებლად.

3. წინასაკვალიფიკაციო შერჩევა ჩატარდება წინასაკვალიფიკაციო პროცედურებით, რომლებიც აღწერილია მსოფლიო ბანკის სახელმძღვანელოში: “შესყიდვები განვითარების და რეკონსტრუქციის საერთაშორისო ბანკის სესხებით და განვითარების საერთაშორისო ასოციაციის კრედიტებით” და ღიაა მონაწილეობის უფლების მქონე ნებისმიერი პრეტენდენტისთვის, როგორც ეს განსაზღვრულია ზემოხსენებულ სახელმძღვანელოში.

4. წინასაკვალიფიკაციო კონფერენცია არ ჩატარდება.


5. დაინტერესებულ, უფლებამოსილ განმცხადებლებს შეუძლიათ დამატებითი ინფორმაცია მიიღონ და გაეცნონ წინასაკვალიფიკაციო დოკუმენტებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით). სატენდერო დოკუმენტების მთლიანი პაკეტის ინგლისურ და ქართულ ენაზე შეძენა დაინტერესებული პრეტენდენტებისათვის შესაძლებელია ქვემოთ მითითებულ მისამართზე წერილობითი მიმართვის და არაანაზღაურებადი 200 ლარის ან მისი ექვივალენტის აშშ დოლარებში ან ევროში გადახდის შემდეგ. გადახდის ფორმაა პირდაპირი გადარიცხვა შემდეგ ანგარიშზე:


ხაზინის ერთიანი ანგარიში
სალარე ანგარიშის # 200 122 900
სავალუტე ანგარიშის # 001 189 362
მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა
ბანკის კოდი: # 220 101 222
საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი: 302 007 800
გადასახადის დანიშნულება: სატენდერო მოსაკრებელი საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის (მიუთითეთ ობიექტის დასახელება)



6. განაცხადი წინასაკვალიფიკაციო შერჩევაში მონაწილეობისთვის წარმოდგენილ უნდა იქნეს დალუქული პაკეტებით ქვემოთ მითითებულ მისამართზე არა უგვიანეს 2009 წლის 12 ოქტომბრის 17:00 საათისა და გარკვევით მიეთითოს "E-60 ავტომაგისტრალზე რიკოთის გვირაბის რეაბილიტაცია (კმ143) #FEWHIP AF/CW/ICB-01 კონტრაქტის წინასაკვალიფიკაციო განაცხადი”.


საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს
საქართველოს  საავტომობილო გზების დეპარტამენტი,
III სართული, მიმღები.
ალ. ყაზბეგის გამზირი #12, 0160 თბილისი, საქართველო


საკონტაქტო პირი:


ბ-ნი შაქრო ხალვაში, შესყიდვების სამმართველოს უფროსი
სახელმწიფო შესყიდვების სამმართველო (მე-4 სართული)
ტელ:     + (995 32) 37 05 08 დამ. 2-15
ფაქსი:  + (995 32) 31-30-34
ელექტრონული ფოსტა: info@georoad.ge da roaddepirakli@yahoo.com
ვებ-გვერდი: www.georoad.ge 

 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player