Search

20.08.09

საქართველოს რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადება
მოთხოვნა დაინტერესების გამოსახატავად

 

საქართველო
მესამე აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის გაუმჯობესების პროექტი
(საერთაშორისო მნიშვნელობის E-60 თბილისი-სენაკი-ლესელიძე ავტომაგისტრალის (კმ80-კმ95) სვენეთი-რუისის მონაკვეთის გაუმჯობესების და რიკოთის გვირაბის რეაბილიტაციის (კმ143) საზედამხედველო სამუშაოები)


საკონსულტაციო მომსახურება
კონტრაქტი: TEWHIP/CS/QCBS/-01


საქართველომ მიმართა მსოფლიო ბანკს E-60 ავტომაგისტრალის  გაუმჯობესების მიზნით ხარჯების დასაფარი კრედიტის გამოსაყოფად და მას განზრახული აქვს გამოიყენოს გამოყოფილი კრედიტის ნაწილი აღმოსავლეთ-დასავლეთი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ფაზა 3-ის ფარგლებში საქონლის, სამუშაოებისა და საკონსულტაციო მომსახურების შესასყიდად, რომელიც დაფინანსდება საქართველოს მთავრობასთან ერთობლივად.
საქართველოს რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, როგორც პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაცია ტრანსპორტის რეფორმისა და რეაბილიტაციის ცენტრის დახმარტებით   იწვევს ტენდერში მონაწილეობის უფლების მქონე საკონსულტაციო კომპანიებს გამოხატონ თავიანთი დაინტერესება აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში თბილისი-სენაკი-ლესელიძე ავტომაგისტრალის კმ80-კმ95 მონაკვეთის  გაუმჯობესების და რიკოთის გვირაბის რეაბილიტაციის საზედამხედველო სამუშაოების მომსახურების გასაწევად. დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ ზედამხედველობისათვის საჭირო გამოცდილების დამადასტურებელი ინფორმაცია და შესრულებული პროექტები, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნეს იმ თანამშრომელთა შრომითი ბიოგრაფიები (CV), რომლებიც სავარაუდოდ მონაწილეობას მიიღებენ აღნიშნული დეტალური პროექტირების განხორციელებაში და გააჩნიათ სათანადო კვალიფიკაცია და გამოცდილება. კონსულტანტებს შეუძლიათ გაერთიანდნენ კვალიფიკაციის გაუმჯობესების მიზნით. ინტერესის გამოხატვა მოიცავს შემდეგს, მაგრამ ამით არ შემოიფარგლება: პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების სათანადო გამოცდილება, ძირითადი პერსონალის კვალიფიკაცია და რესურსი, კორპორატიული პროფილი.
კონსულტანტის შერჩევა მოხდება მსოფლიო ბანკის შესყიდვების სახელმძღვანელოს  "მსოფლიო ბანკის სესხის ამღებების მიერ კონსულტანტის შერჩევა და დაქირავება, ხარისხისა და ფასის მიხედვით კონსულტანტების შერჩევის" მიხედვით." (2004 წლის მაისის გამოცემა, განახლებული 2006) განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად.
დაინტერესებულ კონსულტანტებს შეუძლიათ დამატებითი ინფორმაცია მიიღონ ქვემოთ მითითებულ მისამართზე ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10-დან 17 საათამდე.
დაინტერესების გამოხატვის შესახებ ინფორმაცია (ელექტრონული ან ბეჭდური) უნდა მიწოდებულ იქნას ქვემოთ მითითებულ მისამართზე 2009 წლის 31 აგვისტოს 17:00 საათამდე.
საქართველოს რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.


მისამართი: 12, ა. ყაზბეგის გამზ. თბილისი, საქართველო, 0160
საკონტაქტო პირი, თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ლითანიშვილი
ტელ: +995-32-370-508  
ფაქსი: +995-32-313-034
ელ. ფოსტა:  info@georoad.ge

ვებ.გვერდი: www.georoad.ge
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player