Search

18.10.13

 სატენდერო მოწვევა
საქართველო
კახეთის რეგიონული გზების გაუმჯობესების პროექტი (KRRIP) (P117152)

სატენდერო მოწვევა # KRRIP/CW/ICB-04


სასადილო-სიონის მონაკვეთის  (კმ0–კმ17) სარეაბილიტაციო სამუშაოები (დაპროექტება-მშენებლობა)


1.  საქართველომ მიიღო  მსოფლიო ბანკის სესხი  კახეთის რეგიონული გზების გაუმჯობესების პროექტისთვისათვის.            აღნიშნული კრედიტის გარკვეული ნაწილი გამოყენებული იქნება სასადილო-სიონის მონაკვეთის (კმ0- კმ17) რეაბილიტაციის სამუშაოების ასანაზღაურებლად (დაპროექტება-მშენებლობა).


2პროექტის განმახორციელებელი უწყება, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საავტომობილო გზების დეპარტამენტი იწვევს უფლებამოსილ პრეტენდენტებს, რათა  წინასწარი და მიწის სამუშოების განსახორციელებლად და საფარის, ხიდების, მიერთებების და კვანძების სარეაბილიტაციოდ დალუქული კონვერტებით წარმოადგინონ სატენდერო წინადადებები.  სამშენებლო სამუშოების განხორციელების პერიოდია 17 თვე.

3.სამუშოების შესყიდვა ჩატარდება საერთაშორისო ტენდერის (ICB) პროცედურებითრომლებიც  აღწერილია მსოფლიო ბანკის სახელმძღვანელოში - “მსოფლიო ბანკის სესხის ამღების მიერ საქონლის, სამუშოებისა და არასაკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) სესხების და განვითარების საერთაშორისო ასოციაციის  (IDA) კრედიტებისა და გრანტების პირობებით  (2001 წლის იანვარი) და სახელმძღვანელო პრონციპების თანახმად ღიაა მონაწილეობის უფლების მქონე ნებისმიერი პრეტენდენტისთვის.

4. დაინტერესებული, ტენდერში მონაწილეობის უფლების მქონე პრეტენდენტები დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და სატენდერო დოკუმენტების გასაცნობად უნდა დაუკავშირდნენ საავტომობილო გზების დეპარტამენტის საერთაშორისო პროექტების სამმართველოს შესყიდვების ორგანიზების განყოფილების უფროსს ბ–ნ ილია მესხიშვილს ქვემოთ მითითებულ მისამართზე 10-დან 17 საათამდე.

5. პრეტენდენტები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მინიმალურ საკვალიფიკაციო კრიტერიუმებს, რათა გაიარონ საკვალიფიკაციო შერჩევა კონტრაქტის მისანიჭებლად:

 

ა. უკანასკნელი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში საშუალო წლიური სამშენებლო ბრუნვა მინიმუმ 14,800,000  (თოთხმეტი მილიონ რვაასი  ათასი) ლარის ან მისი ექვივალენტის ოდენობით;

. ძირითადი კონტრაქტორის გამოცდილება მინიმუმ ერთ (1) გზების რეაბილიტაციის და/ან სამშენებლო კონტრაქტში, ღირებულებით არანაკლებ რვა მილიონი (8,000,000)  ლარისა, ან ორ (2) კონტრაქტში, თითოეული ღირებულებით არანაკლებ ოთხი მილიონი (4,000,000) ლარისა, რომლებიც წარმატებით  განხორციელდა  და ძირითადად დასრულებულია და წინამდებარე სატენდერო მოწვევით გათვალისწინებული სამუშოების ანალოგიურია.

გ.   – არანაკლებ 80,000 მ2 საფარის სარეაბილიტაციო/სამშენებლო სამუშოების შესრულება უკანასკნელი 5 (ხუთი) წლიდან რომელიმე ერთი წლის განმავლობაში;

        არანაკლებ 2000 მ2 ხიდის სავალი ნაწილის სარეაბილიტაციო/სამშენებლო სამუშოების შესრულება უკანასკნელი 5(ხუთი)  წლიდან რომელიმე ერთი წლის განმავლობაში;

დ. წინადადების წარმოდგენამდე უკანასკნელი  ხუთი  (5) წლის განმავლობაში, პრეტენდენტს/ წარმოდგენილ ერთობლივი საწარმოს პარტნიორს/ქვე–კონტრაქტორს შესრულებული უნდა ჰქონდეს გზების რეაბილიტაციის და/ან მშენებლობის  პროექტირების მინიმუმ ორი (2) პროექტი, ,თითოეული ღირებულებით არანაკლებ ხუთი მილიონი (5,000,000) ლარისა.

ე. ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში  და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;

 

ვ. პრეტენდენტის მხრიდან  წარმოდგენილ უნდა იქნას ლიკვიდური აქტივების და/ან საკრედიტო საშუალებების, სხვა საკონტრაქტო ვალდებულებების, გარდა ავანსისა, ხელმისაწვდომობის დასტური მინიმუმ 2,500,000  (ორი მილიონი ხუთასი ათასი) ლარის ან მისი ექვივალენტის ოდენობით.

 

6დაინტერესებულ პრეტენდენტებს სატენდერო დოკუმენტების მთლიანი პაკეტის ინგლისური ვერსიის  შეძენა  შეუძლიათ ქვემოთ მითითებულ მისამართზე წერილობითი მიმართვის და არაანაზღაურებადი 200 ლარის ან მისი ექვივალენტის აშშ. დოლარში  გადახდის შემდეგ. გადახდის ფორმაა პირდაპირი გადარიცხვა ქვემოთ მითითებულ  ანგარიშზე:

ეროვნულ ვალუტაში გადახდისთვის:

მიმღები: ხაზინის ანგარიში

ხაზინის ანგარიშის #200 122 900
მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა
ბანკის კოდი: TRESGE22

ბანკის ძველი კოდი (220 101 222)
საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი: 302 007 800

სავალუტე ანგარიშის #001 189 362

აშშ. დოლარში გადახდისთვის:

FEDERAL RESERVE BANK OF NEW YORK, USA

SWIFT CODE: FRNYUS33

მიმღები აგენტი:

ACC.NO: 0D

BANK FOR INTERNATIONAL SETTLEMENTS (BIS), BASLE  (USD)

SWIFT CODE: BISBCHBB

ბენეფიციარი ბანკი საქართველოს ეროვნული ბანკი, თბილისი

SWIFT CODE: BNLNGE22

ბენეფიციარი  (საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საავტომობილო გზების დეპარტამენტი)

IBAN: GE65NB0331100001150207

გადასახადის დანიშნულება: სატენდერო მოსაკრებელი საავტომობილო გზების დეპარტამენტისთვის (მითითებული იქნას ს/გზის მონაკვეთის დასახელება).

მოთხოვნის შემთხვევაში, პრეტენდენტებს საკუთარი ხარჯებით კურიერული ფოსტით გაეგზავნებათ დოკუმენტაცია.

7.  სატენდერო წინადადებები მოწოდებული უნდა იქნეს ქვემოთ მითითებულ მისამართზე არაუგვიანეს 2013 წლის  02 დეკემბრის 17:00 საათისა ადგილობრივი დროით. წინადადებები ელექტრონული ფორმატით არ მიიღება. დაგვიანებით შემოსული სატენდერო წინადადებები არ დაიშვება.  წინადადებები გაიხსნება  პრეტენდენტების იმ წარმომადგენლების თანდასწრებით, რომლებიც გადაწყვეტენ პირადად დაესწრონ წინადადებების გახსნა2013 წლის 02 დეკემბრის   17:00 სთ-ზე ადგილობრივი დროით.

 

8. ყველა სატენდერო წინადადებას თან უნდა ახლდეს სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია 200,000 ლარის ან კონვერტირებად ვალუტაში მისი ექვივალენტის ოდენობით.  სატენდერო წინადადების  უზრუნველყოფის საბანკო გარანტია ძლაში უნდა იყოს სატენდერო წინადადების მოქმედების ვადის (90 დღე) გასვლის დღიდან 28 დღის განმავლობაში.

9. დამკვეთის მისამართი, სადაც წარმოდგენილ უნდა იქნას სატენდერო წინადადებები:

საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება -  საქართველოს  საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ალ. ყაზბეგის გამზირი #12, 0160 თბილისი, საქართველო

შესყიდვების სამმართველო,  IV სართული

ბ-ნი ილია მესხიშვილი, შესყიდვების ორგანიზების განყოფილების უფროსი

ტელ+ (995 322) 37-05-08, დამ. 305

ფაქსი: + (995 322) 31-30-34

E-mail: info@georoad.ge

ვებ-გვერდი: www.georoad.ge

 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player