Search

08.10.13

 სატენდერო მოწვევა

საქართველო
აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის  გაუმჯობესების მეოთხე პროექტი (P130413)

სატენდერო მოწვევა #EWHIP-4/CW/ICB-01


სამშენებლო სამუშაოები E-60 ავტომაგისტრალის რუისი-რიკოთის

მონაკვეთის მოდერნიზაციისთვის (კმ95-კმ143)

II მონაკვეთი: აგარა-ზემო ოსიაური (კმ19-კმ31)


1.  საქართველომ მიიღო მსოფლიო ბანკის კრედიტი აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების მეოთხე პროექტისთვის. აღნიშნული კრედიტის გარკვეული ნაწილი გამოყენებული იქნება E-60 ავტომაგისტრალის აგარა-ზემო ოსიაურის მონაკვეთის (კმ114-კმ126) მოდერნიზაციის სამუშაოების ასანაზღაურებლად.  


2. 
პროექტის განმახორციელებელი უწყება, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საავტომობილო გზების დეპარტამენტი იწვევს უფლებამოსილ პრეტენდენტებს, რათა წინასწარი და მიწის სამუშოების განსახორციელებლად და საფარის, ხელოვნური ნაგებობების, მიერთებების, გზაჯვარედინებისა და გზის კუთვნილება-მოწყობილობების გასაუმჯობესებლად დალუქული კონვერტებით წარმოადგინონ სატენდერო წინადადებები. სამშენებლო სამუშაოების განხორციელების პერიოდია 27 თვე.

3. სამუშოების შესყიდვა ჩატარდება საერთაშორისო ტენდერის (ICB) პროცედურებით, რომლებიც აღწერილია მსოფლიო ბანკის სახელმძღვანელოში - “მსოფლიო ბანკის სესხის ამღების მიერ საქონლის, სამუშოებისა და არასაკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) sesxis და განვითარების საერთაშორისო ასოციაციის (IDA) კრედიტებისა და გრანტების პირობებით (2011 წლის იანვარი)” და სახელმძღვანელო პრინციპების თანახმად ღიაა მონაწილეობის უფლების მქონე ნებისმიერი პრეტენდენტისთვის.

4. დაინტერესებული, ტენდერში მონაწილეობის უფლების მქონე პრეტენდენტები დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და სატენდერო დოკუმენტების გასაცნობად უნდა დაუკავშირდნენ საავტომობილო გზების დეპარტამენტs ქვემოთ მითითებულ მისამართზე 10-დან 17 საათამდე.

5. პრეტენდენტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მინიმალურ საკვალიფიკაციო კრიტერიუმებს, რათა გაიაროს საკვალიფიკაციო შერჩევა კონტრაქტის მისანიჭებლად:

 

. უკანასკნელი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში მინიმალური საშუალო წლიური სამშენებლო ბრუნვა 46,000,000 (ორმოცდაექვსი მილიონი) აშშ. დოლარის ოდენობითმიმდინარე ან დასრულებული კონტრაქტების ფარგლებში მთლიანად მიღებული დამოწმებული გადახდების სახით დაანგარიშებული;

 

ბ. ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში  და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;

 

. პრეტენდენტმა უნდა დაადასტუროს, რომ გააჩნია ისეთ ფინანსურ რესურსებთან წვდომა, როგორიცაა ლიკვიდური აქტივები, თავისუფალი რეალური აქტივები, საკრედიტო ხაზები და სხვა ფინანსური საშუალებები, გარდა საკონტრაქტო ავანსისა. საბრუნავი სახსრებისთვის მოთხოვნილია შემდეგი: (i) 5,800,000 (ხუთი მილიონ რვაასი ათასი) აშშ. დოლარის ექვივალენტი და (ii) საერთო საბრუნავ სახსრებთან დაკავშირებული მოთხოვნები აღნიშნული კონტრაქტისა და მისი არსებული ვალდებულებების გათვალისწინებით.

 

. უკანასკნელი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში კონტრაქტორის, ძირითადი კონტრაქტორის ან ქვე-კონტრაქტორის სახით მონაწილეობის მიღება მინიმუმ ორ (2) კონტრაქტში, თითოეული  ღირებულებით არანაკლებ 42,000,000 აშშ. დოლარი, ან ერთ კონტრაქტში ღირებულებით არანაკლებ 84,000,000 აშშ. დოლარი, რომლებიც წარმატებით განხორციელდა და ძირითადად დასრულებულია და წინამდებარე სატენდერო მოწვევით გათვალისწინებული სამუშოების ანალოგიურია.

 

6. დაინტერესებულ პრეტენდენტებს სატენდერო დოკუმენტაციის მთლიანი პაკეტის ინგლისურ  ენაზე შეძენა შეუძლიათ ქვემოთ მითითებულ მისამართზე წერილობითი მიმართვის და არაანაზღაურებადი 200 ლარის ან მისი ექვივალენტის აშშ. დოლარში გადახდის შემდეგ. გადახდის ფორმაა პირდაპირი გადარიცხვა ქვემოთ მითითებულ  ანგარიშზე:

 

ეროვნულ ვალუტაში გადახდისთვის:

მიმღები: ხაზინის ანგარიში

ხაზინის ანგარიშის #200 122 900
მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა
ბანკის კოდი: TRESGE22

ბანკის ძველი კოდი (220 101 222)
საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი: 302 007 800

სავალუტე ანგარიშის #001 189 362

 

აშშ. დოლარში გადახდისთვის:

FEDERAL RESERVE BANK OF NEW YORK, USA            

SWIFT CODE: FRNYUS33

მიმღები აგენტი:

ACC.NO: 0D  

BANK FOR INTERNATIONAL SETTLEMENTS (BIS), BASLE (USD)

SWIFT CODE: BISBCHBB

ბენეფიციარი ბანკი საქართველოს ეროვნული ბანკი, თბილისი

SWIFT CODE: BNLNGE22

ბენეფიციარი  (საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საავტომობილო გზების დეპარტამენტი)

IBAN: GE65NB0331100001150207   

 

გადასახადის დანიშნულება: სატენდერო მოსაკრებელი საავტომობილო გზების დეპარტამენტისთვის (მითითებული იქნას /გზის მონაკვეთის დასახელება და კონტრაქტორის სახელი).

 

მოთხოვნის შემთხვევაში, პრეტენდენტებს საკუთარი ხარჯებით კურიერული ფოსტით გაეგზავნებათ დოკუმენტაცია.

 

7.  სატენდერო წინადადებები მოწოდებული უნდა იქნეს ქვემოთ მითითებულ მისამართზე არაუგვიანეს 22 ნოემბრის 17:00 საათისა ადგილობრივი დროით. წინადადებები ელექტრონული ფორმატით არ მიიღება. დაგვიანებით შემოსული სატენდერო წინადადებები არ დაიშვება.  წინადადებები გაიხსნება  პრეტენტენტების იმ წარმომადგენლების თანდასწრებით, რომლებიც გადაწყვეტენ პირადად დაესწრონ ტენდერს 22 ნოემბრის 17:00 სთ-ზე ადგილობრივი დროით.

 

8. ყველა სატენდერო წინადადებას თან უნდა ახლდეს სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია 860,000 (რვაას სამოცი ათასი) ლარის ან თავისუფლად კონვერტირებად ვალუტაში მისი ექვივალენტის ოდენობით. სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია ძლაში უნდა იყოს სატენდერო წინადადების მოქმედების ვადის (120 დღე) გასვლის დღიდან 28 დღის განმავლობაში.

 

9. დამკვეთის მისამართი, სადაც წარმოდგენილ უნდა იქნას სატენდერო წინადადებები:

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება -  საქართველოს  საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ალ. ყაზბეგის გამზირი #12, 0160 თბილისი, საქართველო

ტელ: + 995 322 37-05-08  დამ. 305

ელ. ფოსტა: info@georoad.ge


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player