Search

02.09.13

 მოთხოვნა ინტერესის გამოსახატავად

საქართველო

კახეთის რეგიონული გზების გაუმჯობესების პროექტი (KRRIP)

სესხი #7802GE

პროექტის #: P117152

დავალების სახელწოდება: ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისა და სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება პროექტირებისა და მშენებლობის კონტრაქტისათვის ბაკურციხე-გურჯაანის შემოვლითი გზის რეაბილიტაცია კახეთის რეგიონული გზების გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში

კონტრაქტი/RFP: # KRRIP/CS/QCBS-03

საიდენტიფიკაციო #: KRRIP PP, პუნქტი #8

საქართველომ მსოფლიო ბანკისგან მიიღო დაფინანსება კახეთის რეგიონული გზების გაუმჯობესების პროექტისათვის. აღნიშნული დაფინანსების გარკვეული ნაწილი გამოყენებული იქნება ხსენებული პროექტის ფარგლებში შესასყიდი საქონლის, სამუშაოების, საჭირო მომსახურებისა და საკონსულტაციო მომსახურების ხარჯების ასანაზღაურებლად, რაც საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით მოხდება.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს საავტმობილო გზების დეპარტამენტი იწვევს უფლებამოსილ კონსულტანტებს ინტერესის გამოსახატად შემდეგი საკონსულტაციო მომსახურების გასაწევად: ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისა და სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება პროექტირებისა და მშენებლობის კონტრაქტისათვის ბაკურციხე-გურჯაანის შემოვლითი გზის რეაბილიტაცია კახეთის რეგიონული გზების გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში.

დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ აღნიშნული მომსახურების გასაწევად საჭირო გამოცდილების დამადასტურებელი ინფორმაცია. ინტერესის გამოხატვა უნდა მოიცავდეს (მაგრამ არ არის შეზღუდული) შემდეგს: შესაბამისი გამოცდილება პროექტთან მიმართებაში, ძირითადი პერსონალის რესურსები და კვალიფიკაცია, კორპორატიული პროფილი. ასევე, წარმოდგენილ უნდა იქნას იმ თანამშრომელთა მოკლე შრომითი ბიოგრაფიები (CV), რომლებიც შემოთავაზებულია დავალების შესასრულებლად და გააჩნიათ შესაბამისი კვალიფიკაცია და გამოცდილება

დაინტერესებულმა კონსულტანტებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ მსოფლიო ბანკის ინსტრუქციების `მსოფლიო ბანკის სესხის ამღების მიერ კონსულტანტების შერჩევა და დაქირავება [რეკონსტრუცქიისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) სესხის და განვითარების საერთაშორისო ასოციაციის (IDA) კრედიტებისა და გრანტების ფარგლებში] (2011 წლის იანვრის გამოცემა, ~კონსულტანტების სახელმძღვანელო პრინციპები) 1.9 პარაგრაფზე, სადაც განსაზღვრულია მსოფლიო ბანკის პოლიტიკა ინტერესთა კონფლიქტის შესახებ. ამასთანავე, გთხოვთ გაითვალისწინოთ ქვემოთ მოცემული სპეციფიკური ინფორმაცია, რომელიც ეხება  აღნიშნულ დავალებასთან დაკავშირებულ ინტერესთა კონფლიქტს: კონსულტანტი დავალებასთან მიმართებაში ანაზღაურებას მიიღებს მხოლოდ კონტრაქტში მითითებული პირობების შესაბამისად. დაუშვებელია კონსულტანტისა და მისი ფილიალების მონაწილეობა ისეთ საკონსულტაციო ან სხვა ღონისძიებებში, რომლებიც კონტრაქტის თანახმად დამკვეთთან ინტერესთა კონფლიქტს წარმოშობს. კონტრაქტი უნდა მოიცავდეს პირობებს, რომლითაც იზღუდება მომავალში კონსულტანტის მონაწილეობა სხვა მომსახურებებში, რომელიც გამომდინარეობს ან პირდაპირ კავშირშია ფირმის საკონსულტაციო მომსახურეობებთან ინსტრუქციების 1.9 და 1.10 პარაგრაფებით გათვალისწინებული მოთხოვნების თანახმად.

კონსულტანტებს შეუძლიათ გაერთაინდნენ კვალიფიკაციის გაუმჯობესების მიზნით. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მსოფლიო ბანკისთვის მისაღები გაერთიანების ფორმაა ან ქვე-კონსულტანტი ან ერთობლივი საწარმო. წარმოდგენილ დოკუმენტაციაში ნათლად უნდა იყოს მითითებული ასოციაციის სახე. ქვე-კონსულტანტების გამოცდილება არ იქნება გათვალისწინებული კომპანიის კორპორატიული გამოცდილების შეფასების დროს. დავალების შესაბამისი პროექტების განხორციელების გამოცდილება წარმოდგენილ უნდა იქნას #1 ფორმის სახით, რომელიც განთავსებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე წწწ.გეოროად.გე შემდეგ ბმულზე:

 Http://www.georoad.ge/?que=eng/tenders/international&info=1288.

კონსულტანტების მიერ წარმოდგენილი ინტერესის გამოხატვა არ უნდა აღემატებოდეს 20 გვერდს. დანართის სახით შესაძლებელია კომპანიის ბროშურის წარმოდგენა, რაზეც გვერდების რაოდენობის შეზღუდვა არ ვრცელდება.

კონსულტანტის შერჩევა მოხდება ~კონსულტანტების სახელმძღვანელო პრინციპებში მოცემული  კვალიფიკაციისა  და ღირებულების მიხედვით შერჩევის მეთოდის თანახმად.

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ქვემოთ მითითებულ მისამართზე სამუშაო საათებში 09:00-დან 17:00 საათამდე.

ინტერესის გამოხატვა წერილობითი სახით წარმოდგენილ უნდა იქნას ქვემოთ მითითებულ მისამართზე (პირადად, ფოსტის, ფაქსის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით) არაუგვიანეს 2013 წლის 23 სექტემბრის 17:00 საათისა.

საკონტაქტო პირი: ილია მესხიშვილი

თანამდებობა: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს საავტმობილო გზების დეპარტამენტის საერთაშორისო პროექტების სამმართველოს შესყიდვების ორგანიზების განყოფილების უფროსი.

მისამართი: ალ.ყაზბეგის გამზირი #12, თბილისი, 0160, საქართველო

ტელ: +995-322-37-05-08 დამ. 305

ფაქსი: +995-322-31-30-34

ელ. ფოსტა: Info@georoad.ge

ვებ-გვერდი: www.georoad.ge


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player