Search

20.08.2013

 მოთხოვნა ინტერესის გამოსახატავად

საქართველო

აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის გაუმჯობესების მეოთხე პროექტი

კრედიტის/სესხის # IDA5245-GE; IBRD 8263-GE

პროექტის # P130413

დავალების სახელწოდება: E-60 ჩქაროსნული მაგისტრალის ზემო ოსიაური-არგვეთას მონაკვეთის (75 კმ) წინასაპროექტო კვლევების განახლება და E-60 ჩქაროსნული მაგისტრალის ჩუმათელეთი-არგვეთას მონაკვეთის (60 კმ, 20 გვირაბისა (9500 მ.) და 43 ხიდის (4460 მ.) ჩათვლით) წინასწარი საინჟინრო პროექტის მომზადება

კონტრაქტი/ RFP # EWHIP4/CS/FBS-01

საიდენტიფიკაციო # EWHIP-4/CS/FBS-01

საქართველომ მსოფლიო ბანკს მიმართა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის გაუმჯობესების მეოთხე პროექტის დასაფინანსებლად. აღნიშნული დაფინანსების გარკვეული ნაწილი გამოყენებული იქნება ხსენებული პროექტის ფარგლებში საკონსულტაციო მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებლად.

საკონსულტაციო მომსახურება (”მომსახურება”) მოიცავს E-60 ჩქაროსნული მაგისტრალის ზემო ოსიაური-არგვეთას მონაკვეთის (75კმ) წინასაპროექტო კვლევების განახლებას და E-60 ჩქაროსნული მაგისტრალის ჩუმათელეთი-არგვეთას მონაკვეთის (60კმ, 20 გვირაბისა (9500 მ.)და 43 ხიდის (4460 მ.) ჩათვლით) წინასწარი საინჟინრო პროექტის მომზადებას. ეს საკმაოდ რთული დავალებაა გეოლოგიური და გეოტექნიკური თვალსაზრისით, რადგან აღნიშული მონაკვეთი ძალზე რთული რელიეფით ხასიათდება და საჭიროებს მაღალი დონის პროფესიონალიზმსა და გამოცდილებას ანალოგიურ პირობებში მუშაობისა და ინოვაციების კუთხით.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებასაქართველოს საავტმობილო გზების დეპარტამენტი აღნიშნული მომსახურების გასაწევად ინტერესის გამოხატვისთვის იწვევს უფლებამოსილ საკონსულტაციო კომპანიებს (კონსულტანტებს). დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ ზემოაღნიშნული მომსახურებების გასაწევად საჭირო გამოცდილების დამადასტურებელი ინფორმაცია. ინტერესის გამოხატვა უნდა მოიცავდეს (თუმცა არ არის შეზღუდული), შემდეგს: შესაბამისი გამოცდილება პროექტის მოთხოვნებთან მიმართებაში, ძირითადი პერსონალის რესურსები და კვალიფიკაცია, ინფორმაცია კომპანიის საქმიანობის შესახებ. ასევე, წარმოდგენილ უნდა იქნას იმ თანამშრომელთა მოკლე შრომითი ბიოგრაფიები (CV), რომლებიც შემოთავაზებულია დავალების შესასრულებლად და გააჩნიათ შესაბამისი კვალიფიკაცია და გამოცდილება. ინტერესის გამოხატვა ასევე შესაძლოა მოიცავდეს იმ საერთაშორისო ექსპერტების შრომით ბიოგრაფიებს (CV), რომლებიც აღნიშნული დავალების მოთხოვნებიდან გამომდინარე ითანამშრომლებენ კონსულტანტებთან.

მოკლე სიის განმსაზღვრელი კრიტერიუმებია: (ა) ზოგადი გამოცდილება, (ბ) ანალოგიური გამოცდილება.  

კონსულტანტებმა უნდა წარმოადგინონ დეტალური ინფორმაცია ანალოგიური დავალებების შესახებ, რომლებიც განხორციელდა შემდეგი მიმართულებით: (1) მაღალმთიან რეგიონებში ავტომაგისტრალის მშენებლობის ფარგლებში გვირაბებისა და გვირაბის პორტალების პროექტირება რთული გეოლოგიური პირობების გათვალისწინებით, სხვადასხვა გეოლოგია და წყლის რეჟიმი, სხვადასხვა სამშენებლო ტექნოლოგია, სხვადასხვა ტიპის ფუნდამენტის მქონე ხიდების, მათ შორის ბრტყელი, ხიმინჯოვანი და ჩასაშვები ჭების საშუალებით მოწყობილი ფუნდამენტის, ასევე მეწყერსაშიშ ზონაში საფუძვლების პროექტირება; 2)  ცვალებადი გეოლოგიის მქონე ადგილებში მაღალი ჭრილების პროექტირება სხვადასხვა შემაკავებელი და დამცავი ღონისძიებების ჩათვლით; 3) მაღალი ყრილების პროექტირება ალტერნატიული მეთოდების გამოყენებით, მათ შორის არმირებული ყრილები დახრილი და ვერტიკალური გვერდითა ქანობებით. კონსულტანტებმა კონკრეტულად უნდა წარმოადგინონ მეწყერსაშიშ ადგილებში ავტომაგისტრალების პროექტირების, მათ შორის გეოტექნიკური კვლევების და საკონტროლო მოწყობილობების (პიეზომეტრი, კრენომეტრი (გადახრის კუთხის საზომი)) ზედამხედველობის და ანალიზის, ისევე როგორც სხვადასხვა ტექნოლოგის გამოყენებით (შემაკავებელი, დრენაჟირების და არმირების მეთოდები) მეწყერის სტაბილიზაციის პროექტირების გამოცდილება. სეისმურად აქტიურ ზონაში  ზემოაღნიშნულ საპროექტო ელემენტებთან დაკავშირებული კონსულტანტების გამოცდილება წარმოადგენს პროექტის მოთხოვნების მნიშვნელოვან ასპექტს და მკაფიოდ უნდა იქნას ასახული მათ წინადადებაში.

დაინტერესებულმა კონსულტანტებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ მსოფლიო ბანკის ინსტრუქციებისმსოფლიო ბანკის სესხის ამღების მიერ კონსულტანტების შერჩევა და დაქირავება [რეკონსტრუცქიისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) სესხის და განვითარების საერთაშორისო ასოციაციის (IDA) კრედიტებისა და გრანტების ფარგლებში]” (2011 წლის იანვრის გამოცემა, ”კონსულტანტების სახელმძღვანელო პრინციპები”) – 1.9 პარაგრაფზე, სადაც განსაზღვრულია მსოფლიო ბანკის პოლიტიკა ინტერესთა კონფლიქტის შესახებ. ამასთანავე, გთხოვთ გაითვალისწინოთ ქვემოთ მოცემული სპეციფიკური ინფორმაცია, რომელიც ეხება  აღნიშნულ დავალებასთან დაკავშირებულ ინტერესთა კონფლიქტს: კონსულტანტი დავალებასთან მიმართებაში ანაზღაურებას მიიღებს მხოლოდ კონტრაქტში მითითებული პირობების შესაბამისად. დაუშვებელია კონსულტანტისა და მისი ფილიალების მონაწილეობა ისეთ საკონსულტაციო ან სხვა ღონისძიებებში, რომლებიც კონტრაქტის თანახმად დამკვეთთან ინტერესთა კონფლიქტს წარმოშობს. კონტრაქტი უნდა მოიცავდეს პირობებს, რომლითაც იზღუდება მომავალში კონსულტანტის მონაწილეობა სხვა მომსახურებებში, რომელიც გამომდინარეობს ან პირდაპირ კავშირშია ფირმის საკონსულტაციო მომსახურეობებთან ინსტრუქციების 1.9 და 1.10 პარაგრაფებით გათვალისწინებული მოთხოვნების თანახმად.

კონსულტანტებს შეუძლიათ გაერთაინდნენ კვალიფიკაციის გაუმჯობესების მიზნით. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მსოფლიო ბანკისთვის მისაღები გაერთიანების ფორმაა ან ქვე-კონსულტანტი ან ერთობლივი საწარმო. წარმოდგენილ დოკუმენტაციაში ნათლად უნდა იყოს მითითებული ასოციაციის სახე. ქვე-კონსულტანტების გამოცდილება არ იქნება გათვალისწინებული კომპანიის კორპორატიული გამოცდილების შეფასების დროს. დავალების შესაბამისი პროექტების განხორციელების გამოცდილება წარმოდგენილ უნდა იქნას N 1 ფორმის სახით, რომელიც განთავსებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე www.georoad.ge  შემდეგ ბმულზე:

http://www.georoad.ge/?que=eng/tenders/international&info=1288.

კონსულტანტების მიერ წარმოდგენილი ინტერესის გამოხატვა არ უნდა აღემატებოდეს 30 გვერდს. დანართის სახით შესაძლებელია კომპანიის ბროშურის წარმოდგენა, რაზეც გვერდების რაოდენობის შეზღუდვა არ ვრცელდება.

კონსულტანტის შერჩევა მოხდება კონსულტანტების სახელმძღვანელო პრინციპების - სახელმძღვანელო პრინციპები: მსოფლიო ბანკის სესხის ამღების მიერ კონსულტანტების შერჩევა და დაქირავება რეკონსტრუცქიისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) სესხის და განვითარების საერთაშორისო ასოციაციის (IDA) კრედიტებისა და გრანტების ფარგლებში - თანახმად.

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ქვემოთ მითითებულ მისამართზე სამუშაო საათებში 09:00-დან 17:00 საათამდე.

ინტერესის გამოხატვა წერილობითი სახით წარმოდგენილ უნდა იქნას ქვემოთ მითითებულ მისამართზე (პირადად, ფოსტის, ფაქსის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით) არა უგვიანეს 2013 წლის 09 სექტემბრის 17:00 საათისა.

სახელი: ილია მესხიშვილი

პოზიცია: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებასაქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესყიდვების ორგანიზების განყოფილების უფროსი

მისამართი: საქართველო, თბილისი, 0160, ალ. ყაზბეგის გამზირი #12

ტელ:   +995 322 37-05-08, დამ.305

ფაქსი:  +995 322 31-30-34

ელექტრონული ფოსტა: info@georoad.ge

ვებ-გვერდი: www.georoad.ge

 

 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player