Search

01.08.13

 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებასაქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი

 საქართველოში მსოფლიო ბანკის სატრანსპორტო პროექტების განმახორციელებელი უწყების სახით იწვევს დაინტერესებულ პირებს გარემოს დაცვის კონსულტანტის პოზიციაზე განაცხადის წარსადგენად

 

შესავალი

საქართველოს მთავრობამ მსოფლიო ბანკისგან მიიღო რამდენიმე სესხი აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის გაუმჯობესებისათვის. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის გაუმჯობესების მესამე პროექტს E-60 ჩქაროსნული მაგისტრალის სვენეთი-რუისის მონაკვეთის გაუმჯობესების მიზნით და აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პირველ პროექტს რიკოთის გვირაბის რეკონსტრუქციისათვის. ასევე, მთავრობამ მიიღო მსოფლიო ბანკის დაფინანსება აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის გაუმჯობესების მეოთხე პროექტის ფარგლებში E-60 ავტომაგისტრალის აგარა-ზემო ოსიაურის მონაკვეთის  მოდერნიზებისათვის, რაც საჭიროებს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ეფექტურ მენეჯმენტს ამ პროექტების წარმატებით განხორციელების მიზნით.

წინამდებარე ტექნიკურ დავალებაში განსაზღვრულია გარემოს დაცვის კონსულტანტის დავალებები საავტომობილო გზების დეპარტამენტის დახმარების მიზნით, რათა უზრუნველყოფილ იქნას მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე ღონისძიებების ფარგლებში სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშოების ეროვნული გარემოსდაცვითი კანონმდებლობისა და მსოფლიო ბანკის გარემოსდაცვითი პოლიტიკის შესაბამისად განხორციელება.

პროექტის მიმოხილვა

პროექტი ძირითადად ორიენტირებულია აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის რუისი-აგარასა და აგარა-ზემო ოსიაურის მონაკვეთების რეაბილიტაციასა და მათი არსებული 2-ზოლიანი გზიდან 4-ზოლიან ავტომაგისტრალად გაუმჯობესებაზე. კერძოდ, მსოფლიო ბანკის დაფინანსება მოიცავს შემდეგ მონაკვეთებს: პირველი 11 კილომეტრი რუისის დასავლეთით მიუყვება არსებულ მიმართულებასშემდგომი 8 კილომეტრი მოიცავს აგარას შემოვლით გზას, ხოლო მომდევნო  12-კილომეტრი მოიცავს აგარა-ზემო ოსიაურის მონაკვეთს.

  

გარემოს დაცვის კონსულტანტის პასუხისმგებლობები

გარემოს დაცვის კონსულტანტი დახმარებას გაუწევს საავტომობილო გზების დეპარტამენტს იმის უზრუნველსაყოფად, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის გაუმჯობესების მესამე პროექტის ფარგლებში ყველა ფიზიკური სამუშაო განხორციელდეს არსებული გარემოსდაცვითი კანონმდებლობისა და ამ პროექტისთვის შემუშავებული გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის შემადგენელი გარემოსდაცვითი მენეჯმენტის გეგმის მკაცრი დაცვით. მოთხოვნის შემთხვევაშისგდ- ანალოგიური დახმარება გაეწევა შიდასახელმწიფოებრივი და ადგილიბრივი გზების მეორე პროექტისა (SLRP-II) და  მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე სხვა პროექტების განხორციელებაში. აღნიშნული დავალების შესრულება გულისხმობს სგდ- ძირითად გარემოსდაცვით პერსონალთან ყოველდღიურ თანამშრომლობას და მოიცავს ქვემოთ მოცემულ საკითხებს:

• სგდ- მიერ დაქირავებული მშენებლობის ზედამხედველი საკონსულტაციო ფირმისგან გარემოს დაცვის მონიტორინგის ყოველთვიური ანგარიშების დროულად მიღების აღრიცხვა, ამ ანგარიშების შეფასება და მათ დასახვეწად, საჭიროების შემთხვევაში, რეკომენდაციების წარმოდგენა. შესაბამისი ანგარიშების მომზადება ყოველკვარტალურად მსოფლიო ბანკისთვის მისაწოდებლად. გარემოსდაცვითი მენეჯმენტის გეგმის დარღვევის შემთხვევაში, ზედამხედველი კონსულტანტის მიერ რეკომენდებული გამოსასწორებელი ღონისძიებების ადეკვატურობის შემოწმება; დაფიქსირებული დარღვევების და მათი გამოსასწორებელი ღონისძიებების გამოყენების გაკონტროლება.

• სამშენებლო უბნების რეგულარულად მონახულება, ზედამხედველი კონსულტანტის ანგარიშებში წარმოდგენილი ფაქტიური ინფორმაციის შესაბამისობის დასადგენად და პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებულ შეუსრულებელ და/ან სარისკო გარემოსდაცვით საკითხებზე უშუალოდ სგდ- კონტროლის უზრუნველყოფა.

• ნებისმიერი დამატებითი ადგილ-სპეციფიკური გარემოსდაცვითი კვლევების განხორციელებაში და/ან ადგილ-სპეციფიკური გარემოსდაცვითი მენეჯმენტის გეგმების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და სგდ-სთვის და მისი კონსულტანტებისთვის (თუ შესაბამისია) დახმარების გაწევა, თუ საჭირო გახდა პროექტების განხორციელების პერიოდში.

•  საერთაშორისო პროექტების სამმართველოს მიერ პროექტის განხორციელების მიმდინარეობის ყოველთვიური ანგარიშების შემუშავებაში მონაწილეობა, რაც გულისხმობს გარემოსდაცვითი უსაფრთხოების დოკუმენტებთან შესაბამისობის სტატუსის შესახებ წერილობითი ანგარიშის წარმოდგენას.

• დეპარტამენტის გარემოს დაცვის სპეციალისტებთან მჭიდრო თანამშრომლობა, ყველა მიმდინარე საკითხებში ჩართულობა და შესაბამისი დახმარების გაწევა.

• დეპარტამენტისთვის დახმარების გაწევა სხვა გარემოსდაცვითი საკითხებისა და ამოცანების შესრულებაში, რომელიც შესაძლოა დროდადრო დაევალოს.

• თანამშრომლებისა და ადგილობრივი სპეციალისტებისთვის გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება, სწავლებაში დახმარება და ყოველგვარი მხარდაჭერა.

• დეპარტამენტისთვის დახმარების გაწევა მომდევნო პროექტებისათვის მომზადებული გარემოსდაცვითი მენეჯმენტის გეგმების (EMPგანხილვასა და სრულყოფისათვის; შესაბამისად, კონსულტანტებთან ერთად მჭიდრო მუშაობის უზრუნველყოფა და თანამშრომლობა.

•  საჯარო შეხვედრებში თანამონაწილეობა დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად.

გარემოს დაცვის კონსულტანტის კვალიფიკაცია და გამოცდილება

გარემოს დაცვის კონსულტანტი უნდა იყოს კვალიფიცირებული კონსულტანტი მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილებით ბუნებრივი მეცნიერების სფეროში და უნდა გააჩნდეს ბუნებრივი გარემოს მენეჯმენტის შესაბამისი პრაქტიკული უნარ-ჩვევები. განსაკუთრებით სასურველია ინფრასტრუქტურული პროექტების გარემოსდაცვითი მენეჯმენტის გამოცდილება. წარმატებული კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

• სრული უმაღლესი განათლება ბუნებრივი მეცნიერების სფეროში.

• ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტების გარემოსდაცვითი შეფასებების განხორციელების, მენეჯმენტთან დაკავშირებული საკითხების დაგეგმვის, და/ან მსგავსი გეგმების განხორციელების პრაქტიკული გამოცდილება.

• საქართველოს გარემოსდაცვითი  კანონმდებლობის, ნორმებისა და სტანდარტების სრულყოფილად გაგების უნარი.

• სასურველია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ დაფინანსებულ პროექტებში გამოცდილება გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებით.

•  ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა.

 

დაქირავების პირობები:

გარემოსდაცვითი კონსულტანტი ანგარიშვალდებული იქნება საავტომობილო გზების დეპარტამენტის, კერძოდ, განსახლებისა და გარემოს დაცვის სამმართველოს წინაშე.

გარემოს დაცვის კონსულტანტი იმუშავებს სრული განაკვეთით 12 თვიანი კონტრაქტის საფუძველზე (3-თვიანი გამოსაცდელი პერიოდით), დამაკმაყოფილებელი მომსახურების შემთხვევაში საქმიანობის გაგრძელების პერსპექტივით.

განაცხადს თან უნდა ახლდეს ინტერესის გამოხატვის წერილი და CV ქართულ და ინგლისურ ენებზე. განაცხადები უნდა გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე: info@georoad.ge. გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას შესაბამის ველში მიუთითეთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2013 წლის 09 აგვისტო

 

დეტალური ინფორმაციისათვის მიმართეთ:

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საერთაშორისო პროექტების სამმართველოს შესყიდვების ორგანიზების განყოფილებას

მისამართი: საქართველო, თბილისი, 0160, ალ. ყაზბეგის გამზირი #12

ტელ:   +995 322 37-05-08 (305)

ფაქსი:  +995 322 31-30-34

ელექტრონული ფოსტა: info@georoad.ge

ვებ-გვერდი: www.georoad.ge

 

 

 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player