Search

8.06.13

სატენდერო მოწვევა

 

 

საქართველო
მეორე შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების პროექტი (SLRP II) (P122204)

სატენდერო მოწვევა #SLRP II/CW/ICB-08

 

ქვედა საქარა-საზანო

კმ1-კმ14 საგზაო მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები


1. 
საქართველომ მიიღო  მსოფლიო ბანკის დაფინანსება შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მეორე პროექტისთვის (SLRP II). აღნიშნული დაფინანსების გარკვეული ნაწილი გამოყენებული იქნება ადგილობრივი მნიშვნელობის ქვედა საქარა-საზანოს გზის კმ1-კმ14 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების ასანაზღაურებლად.


2. 
პროექტის განმახორციელებელი უწყება, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საავტომობილო გზების დეპარტამენტი იწვევს უფლებამოსილ პრეტენდენტებს, რათა წინასწარი და მიწის სამუშოების განსახორციელებლად და საფარის, ხელოვნური ნაგებობების, მიერთებების, გზაჯვარედინებისა და გზის კუთვნილება-მოწყობილობების სარეაბილიტაციოდ დალუქული კონვერტებით წარმოადგინონ სატენდერო წინადადებები. სამშენებლო სამუშაოების განხორციელების პერიოდია 17 თვე.

 

3. სამუშაოების სავარაუდო ღირებულება შეადგენს 6,982,003,64  ლარს ყველა სახის გადასახადის და სახელმწიფო მოსაკრებელის ჩათვლით, როგორც ეს წარმოდგენილია ინსტრუქციის 14.7 ქვეთავში. თუმცა, ტენდერში მონაწილის პასუხმისმგებლობაა წარმოდგენილი სატენდერო ფასი, რომელიც შესაძლებელია იყოს წინასწარ ღირებულებაზე მაღალი ან დაბალი, შეესაბამებოდეს ადგილობრივი საბაზრო ფასებს და აგრეთვე გათვალისწინებული იყოს ნებისმიერი სხვა ფაქტორი, რომელთაც შეიძლება გავლენა იქონიონ წარმოდგენილი სამუშაოების ჩატარების ღირებულებაზე.


4. სამუშოების შესყიდვა ჩატარდება საერთაშორისო ტენდერის (ICB) პროცედურებით, რომლებიც აღწერილია მსოფლიო ბანკის სახელმძღვანელოში - “მსოფლიო ბანკის სესხის ამღების მიერ საქონლის, სამუშოებისა და არასაკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) sesxis და განვითარების საერთაშორისო ასოციაციის (IDA) კრედიტებისა და გრანტების პირობებით (2011 წლის იანვარი)” და სახელმძღვანელო პრინციპების თანახმად ღიაა მონაწილეობის უფლების მქონე ნებისმიერი პრეტენდენტისთვის.


5. დაინტერესებული, ტენდერში მონაწილეობის უფლების მქონე პრეტენდენტები დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და სატენდერო დოკუმენტების გასაცნობად უნდა დაუკავშირდნენ საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესყიდვების ორგანიზების განყოფილების უფროსს ბ-ნ ილია მესხიშვილს ქვემოთ მითითებულ მისამართზე 10-დან 17 საათამდე.


6. პრეტენდენტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მინიმალურ საკვალიფიკაციო კრიტერიუმებს, რათა გაიაროს საკვალიფიკაციო შერჩევა კონტრაქტის მისანიჭებლად:


. უკანასკნელი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში საშუალო წლიური სამშენებლო ბრუნვა მინიმუმ 9,850,000 (ცხრა მილიონ რვაას ორმოცდაათი ათასი) ლარის ან მისი ექვივალენტის ოდენობით;


. ძირითადი კონტრაქტორის სამშენებლო გამოცდილება უნდა მოიცავდეს უკანასკნელი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში ერთ-ერთ ობიექტზე ანალოგიური ხასიათისა და სირთულის სამუშოებს (სამუშოთა მინიმუმ 80% დასრულებული უნდა იყოს) ღირებულებით არა ნაკლებ 5,600,000 (ხუთი მილიონ ექვსასი ათასი) ლარის ოდენობით;


გ. არანაკლებ 30,000 მ2 საფარის სარეაბილიტაციო სამუშოების შესრულება უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში  მინიმუმ 1 კონტრაქტის ფარგლებში;


. ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში  და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;


. პრეტენდენტის მხრიდან  წარმოდგენილ უნდა იქნას ლიკვიდური აქტივების და/ან საკრედიტო საშუალებების, სხვა საკონტრაქტო ვალდებულებების, გარდა ავანსისა, ხელმისაწვდომობის დასტური მინიმუმ 1,200,000 ლარის ან მისი ექვივალენტის ოდენობით.

 

ვ. დამატებითი საკვალიფიკაციო კრიტერიუმები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში: ნაწილი III – შეფასებისა და საკვალიფიკაციო კრიტერიუმები, პარაგრაფი 1.6.

 

7დაინტერესებულ პრეტენდენტებს სატენდერო დოკუმენტების მთლიანი პაკეტის ინგლისურ ენაზე  შეძენა  შეუძლიათ ქვემოთ მითითებულ მისამართზე წერილობითი მიმართვის და არაანაზღაურებადი 200 ლარის ან მისი ექვივალენტის აშშ. დოლარში  გადახდის შემდეგ. გადახდის ფორმაა პირდაპირი გადარიცხვა ქვემოთ მითითებულ  ანგარიშზე:


ეროვნულ ვალუტაში გადახდისთვის:

მიმღები: ხაზინის ანგარიში

ხაზინის ანგარიშის #200 122 900
მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა
ბანკის კოდი: TRESGE22

ბანკის ძველი კოდი (220 101 222)
საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი: 302 007 800

სავალუტე ანგარიშის #001 189 362

 

აშშ. დოლარში გადახდისთვის:

FEDERAL RESERVE BANK OF NEW YORK, USA            

SWIFT CODE: FRNYUS33

მიმღები აგენტი:

ACC.NO: 0D  

BANK FOR INTERNATIONAL SETTLEMENTS (BIS), BASLE (USD)

SWIFT CODE: BISBCHBB

ბენეფიციარი ბანკი საქართველოს ეროვნული ბანკი, თბილისი

SWIFT CODE: BNLNGE22

ბენეფიციარი  (საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საავტომობილო გზების დეპარტამენტი)

IBAN: GE65NB0331100001150207   

 

გადასახადის დანიშნულება: სატენდერო მოსაკრებელი საავტომობილო გზების დეპარტამენტისთვის (მითითებული იქნას /გზის მონაკვეთის დასახელება).

 

მოთხოვნის შემთხვევაში, პრეტენდენტებს საკუთარი ხარჯებით კურიერული ფოსტით გაეგზავნებათ დოკუმენტაცია.


8.  სატენდერო წინადადებები მოწოდებული უნდა იქნეს ქვემოთ მითითებულ მისამართზე არაუგვიანეს 2013 წლის 24 ივლისის 17:00 საათისა ადგილობრივი დროით. წინადადებები ელექტრონული ფორმატით არ მიიღება. დაგვიანებით შემოსული სატენდერო წინადადებები არ დაიშვება.  წინადადებები გაიხსნება  პრეტენტენტების იმ წარმომადგენლების თანდასწრებით, რომლებიც გადაწყვეტენ პირადად დაესწრონ ტენდერს 2013 წლის 24 ივლისის 17:00 სთ-ზე ადგილობრივი დროით.


9. ყველა სატენდერო წინადადებას თან უნდა ახლდეს სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის დეკლარაცია. სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის დეკლარაცია ძალაში უნდა იყოს სატენდერო წინადადების მოქმედების ვადის გასვლის დღიდან 28 დღის განმავლობაში (ანუ 90 დღე+28 დღე=118 დღე). ერთობლივი საწარმოს მიერ სატენდერო წინადადების წარმოდგენის შემთხვევაში პრეტენდენტი ყურადღებით უნდა გაეცნოს პუნქტს ITB 19.8, რადგან ხსენებულ პუნქტთან შეუსაბამობა შესაძლოა სატენდერო წინადადების უარყოფის საფუძველი გახდეს.


10. დამკვეთის მისამართი, სადაც წარმოდგენილ უნდა იქნას სატენდერო წინადადებები:

 

საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება -  საქართველოს  საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ალ. ყაზბეგის გამზირი #12, 0160 თბილისი, საქართველო

შესყიდვების სამმართველო,  IV სართული, ოთახი 402

ბ-ნი ილია მესხიშვილი, შესყიდვების ორგანიზების განყოფილების უფროსი

ტელ: + (995 32) 37-05-08 დამ.334

ფაქსი: + (995 32) 31-30-34

E-mail: info@georoad.ge

ვებ-გვერდი: www.georoad.ge  


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player