Search

16.04.13

                                                                                                                    სატენდერო მოწვევა

 

 

                საქართველო
           მეორე  შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების პროექტი (SLRP II)

                IDA 5078-GE; IBRD 8143-GE

          აღჭურვილობა საგზაო აქტივების მართვის სისტემისათვის

          SLRPII/G/ICB-01

 

1. წინამდებარე მოწვევას სატენდერო წინადადების წარმოსადგენად წინ უსწრებდა 2011 წლის 6 დეკემბერს ამ პროექტის თაობაზე ”Development Business”-ის #5197 გამოცემაში გამოქვეყნებული ზოგადი შეტყობინება შესყიდვის შესახებ.  


2. საქართველომ მიიღო კრედიტი და სესხი რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკისაგან და განვითარების საერთაშორისო ასოციაციისგან მეორე შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების პროექტისთვის (SLRP II) და განზრახული აქვს გამოიყენოს ამ სესხისა და კრედიტის ნაწილი SLRPII/G/ICB-01 ხელშეკრულებით გათვალისწინებული  მომსახურების ასანაზღაურებლად.


3პროექტის განმახორციელებელი უწყება, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საავტომობილო გზების დეპარტამენტი იწვევს უფლებამოსილ პრეტენდენტებს, რომელთაც უნდა წარმოადგინონ დალუქული სატენდერო წინადადებები საგზაო აქტივების მართვის სისტემისათვის საჭირო აღჭურვილობის მოსაწოდებლად.

 

4. შესყიდვა ჩატარდება საერთაშორისო ტენდერის (ICB) პროცედურებით, რომლებიც აღწერილია მსოფლიო ბანკის სახელმძღვანელოში:შესყიდვები რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) სესხის და განვითარების საერთაშორისო ასოციაციის (IDA) კრედიტების პირობებით” და სახელმძღვანელო პრინციპების თანახმად ღიაა ნებისმიერი პრეტენდენტისთვის, რომელიც არის მონაწილეობის უფლების მქონე ქვეყნიდან.


5. დაინტერესებული, ტენდერში მონაწილეობის უფლების მქონე პრეტენდენტები დამატებითი ინფორმაციის მისაღებად უნდა დაუკავშირდნენ საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესყიდვების ორგანიზების განყოფილების უფროსს ბ-ნ ილია მესხიშვილს, ელ. ფოსტა: info@georoad.ge; სატენდერო დოკუმენტების გაცნობა შესაძლებელია ქვემოთ მითითებულ მისამართზე 10-დან 17 საათამდე.

6. საკვალიფიკაციო მოთხოვნები მოიცავს:

ლოტი 1:

- პრეტენდენტის  მინიმალური ბრუნვა უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში თითოეულ წელს  უნდა იყოს 52,000 აშშ. დოლარი ან მისი ექვივალენტი;

- პრეტენდენტმა უნდა დაადასტუროს, რომ მის მიერ უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში ერთი ან მეტი კონტრაქტის ფარგლებში საქონლის მოწოდება დასრულებულია და ხსენებული საქონელი მინიმუმ ბოლო წლის მანძილზე წარმატებით გამოიყენება.

 

- იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებულია კონტრაქტის ფარგლებში იმ საქონელის მოწოდება რომელსაც თავად არ აწარმოებს, საქონლის დამამზადებლის ან მწარმოებლისგან უნდა გააჩნდეს სათანადო უფლებამოსილება შემსყიდველის ქვეყანაში საქონელის მოწოდებაზე.

 

ლოტი 2:

- პრეტენდენტის  მინიმალური ბრუნვა უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში თითოეულ წელს  უნდა იყოს 135,000 აშშ. დოლარი ან მისი ექვივალენტი;

- პრეტენდენტმა უნდა დაადასტუროს, რომ მის მიერ უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში ერთი ან მეტი კონტრაქტის ფარგლებში საქონლის მოწოდება დასრულებულია და ხსენებული საქონელი მინიმუმ ბოლო წლის მანძილზე წარმატებით გამოიყენება.

- იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებულია კონტრაქტის ფარგლებში იმ საქონელის მოწოდება რომელსაც თავად არ აწარმოებს, საქონლის დამამზადებლის ან მწარმოებლისგან უნდა გააჩნდეს სათანადო უფლებამოსილება შემსყიდველის ქვეყანაში საქონელის მოწოდებაზე.

 

ლოტი 3:

- პრეტენდენტის  მინიმალური ბრუნვა უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში თითოეულ წელს  უნდა იყოს 105,000 აშშ. დოლარი ან მისი ექვივალენტი;

- პრეტენდენტმა უნდა დაადასტუროს, რომ მის მიერ უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში ერთი ან მეტი კონტრაქტის ფარგლებში საქონლის მოწოდება დასრულებულია და ხსენებული საქონელი მინიმუმ ბოლო წლის მანძილზე წარმატებით გამოიყენება.

- იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებულია კონტრაქტის ფარგლებში იმ საქონელის მოწოდება რომელსაც თავად არ აწარმოებს, საქონლის დამამზადებლის ან მწარმოებლისგან უნდა გააჩნდეს სათანადო უფლებამოსილება შემსყიდველის ქვეყანაში საქონელის მოწოდებაზე.

 

ლოტი 4:

- პრეტენდენტის  მინიმალური ბრუნვა უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში თითოეულ წელს  უნდა იყოს 52,000 აშშ. დოლარი ან მისი ექვივალენტი;

- პრეტენდენტმა უნდა დაადასტუროს, რომ მის მიერ უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში ერთი ან მეტი კონტრაქტის ფარგლებში საქონლის მოწოდება დასრულებულია და ხსენებული საქონელი მინიმუმ ბოლო წლის მანძილზე წარმატებით გამოიყენება.

 

- იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებულია კონტრაქტის ფარგლებში იმ საქონელის მოწოდება რომელსაც თავად არ აწარმოებს, საქონლის დამამზადებლის ან მწარმოებლისგან უნდა გააჩნდეს სათანადო უფლებამოსილება შემსყიდველის ქვეყანაში საქონელის მოწოდებაზე.

 

ადგილობრივად დამზადებული გარკვეული საქონელისთვის უპირატესობის მინიჭების ზღვარი არ გამოიყენება. დამატებითი დეტალები წარმოდგენილია სატენდერო დოკუმენტებში.

 

7დაინტერესებულ პრეტენდენტებს სატენდერო დოკუმენტების მთლიანი პაკეტის ინგლისურ ენაზე  შეძენა  შეუძლიათ ქვემოთ მითითებულ მისამართზე წერილობითი მიმართვის და არაანაზღაურებადი 200 ლარის ან მისი ექვივალენტის აშშ. დოლარში  გადახდის შემდეგ. გადახდის ფორმაა პირდაპირი გადარიცხვა ქვემოთ მითითებულ  ანგარიშზე:

 

ეროვნულ ვალუტაში გადახდისთვის:

მიმღები: ხაზინის ანგარიში

ხაზინის ანგარიშის #200 122 900
მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა
ბანკის კოდი: TRESGE22

ბანკის ძველი კოდი (220 101 222)
საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი: 302 007 800

სავალუტე ანგარიშის #001 189 362

 

აშშ. დოლარში გადახდისთვის:

FEDERAL RESERVE BANK OF NEW YORK, USA            

SWIFT CODE: FRNYUS33

მიმღები აგენტი:

ACC.NO: 0D  

BANK FOR INTERNATIONAL SETTLEMENTS (BIS), BASLE (USD)

SWIFT CODE: BISBCHBB

ბენეფიციარი ბანკი საქართველოს ეროვნული ბანკი, თბილისი

SWIFT CODE: BNLNGE22

ბენეფიციარი  (საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საავტომობილო გზების დეპარტამენტი)

IBAN: GE65NB0331100001150207   

 

გადასახადის დანიშნულება: სატენდერო მოსაკრებელი საავტომობილო გზების დეპარტამენტისთვის (მითითებული იქნას /გზის მონაკვეთის დასახელება).

 

მოთხოვნის შემთხვევაში, პრეტენდენტებს საკუთარი ხარჯებით კურიერული ფოსტით გაეგზავნებათ დოკუმენტაცია.

 

8.  სატენდერო წინადადებები მოწოდებული უნდა იქნეს ქვემოთ მითითებულ მისამართზე არა უგვიანეს 2013 წლის 31 მაისის 17:00 საათისა ადგილობრივი დროით. წინადადებები ელექტრონული ფორმატით არ მიიღება. დაგვიანებით შემოსული სატენდერო წინადადებები არ დაიშვება.  წინადადებები გაიხსნება  პრეტენტენტების იმ წარმომადგენლების თანდასწრებით, რომლებიც გადაწყვეტენ პირადად დაესწრონ ტენდერს 2013 წლის 31 მაისის 17:00 სთ-ზე ადგილობრივი დროით. ყველა სატენდერო წინადადებას თან უნდა ახლდეს სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის  საბანკო გარანტია, კერძოდ:

 

ლოტი 1:  700 (შვიდასი) აშშ დოლარის ან კონვერტირებად ვალუtაში მისი ექვივალენტის ოდენობით.

ლოტი 2:  1,800 (ათას რვაასი) აშშ დოლარის ან კონვერტირებად ვალუtაში მისი ექვივალენტის ოდენობით.

ლოტი 3:  1,400 (ათას ოთხასი) აშშ დოლარის ან კონვერტირებად ვალუtაში მისი ექვივალენტის ოდენობით.

ლოტი 4: 700 (შვიდასი) აშშ დოლარის ან კონვერტირებად ვალუtაში მისი ექვივალენტის ოდენობით.

 

რამოდენიმე ლოტზე ფასის წარმოდგენის შემთხვევაში, მოწოდებული უნდა იქნეს ერთი საბანკო უზრუნველყოფის გარანტია მთლიან თანხაზე, როგორც ეს მოთხოვნილია ზემოთ. სატენდერო წინადადების უსაფრთხოების საბანკო გარანტია ძლაში უნდა იყოს სატენდერო წინადადების მოქმედების ვადის (90 დღე) გასვლის დღიდან 28 დღის განმავლობაში.

 

9. ზემოთ ნახსენები მისამართია:

 

საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს  საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ალ. ყაზბეგის გამზირი #12, 0160 თბილისი, საქართველო

შესყიდვების სამმართველო,  III სართული

ბ-ნი ილია მესხიშვილი, შესყიდვების ორგანიზების განყოფილების უფროსი

ტელ: + (995 322) 37-05-08 დამ.255

ფაქსი: + (995 322) 31-30-34

E-mail: info@georoad.ge

ვებ-გვერდი: www.georoad.ge  



   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player