Search

06.04.13

 სატენდერო მოწვევა

 

საქართველო
აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის  გაუმჯობესების მესამე პროექტი (P112523)

სატენდერო მოწვევა #TEWHIP/CW/NCB-01


E-60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის კმ55-კმ80 მონაკვეთის   გამყოფ  ზოლზე ნიუ ჯერსის ტიპის ბარიერების მოწყობა


1. 
საქართველომ მიიღო მსოფლიო ბანკის დაფინანსება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების მესამე პროექტისთვის (TEWHIP). აღნიშნული სესხის გარკვეული ნაწილი გამოყენებული იქნება E-60 ავტომაგისტრალის კმ55-კმ80 მონაკვეთის გამყოფ ზოლზე ნიუ ჯერსის ტიპის ბარიერების მოწყობის სამუშაოების ასანაზღაურებლად. 


2. 
პროექტის განმახორციელებელი უწყება, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საავტომობილო გზების დეპარტამენტი იწვევს უფლებამოსილ პრეტენდენტებს, რათა გამყოფ ზოლზე ნიუ ჯერსის ტიპის ბარიერების მოწყობისა და ლითონის მრუდხაზოვანი ზღუდარებით გზის შემოფარგვლის სამუშოების განსახორციელებლად დალუქული კონვერტებით წარმოადგინონ სატენდერო წინადადებები. სამშენებლო სამუშაოების განხორციელების პერიოდია 4 თვე.

 

3. სამუშოების შესყიდვა ჩატარდება ეროვნული ტენდერის (NCB) პროცედურებით, რომლებიც აღწერილია მსოფლიო ბანკის სახელმძღვანელოში - “მსოფლიო ბანკის სესხის ამღების მიერ საქონლის, სამუშოებისა და არასაკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) სესხის და განვითარების საერთაშორისო ასოციაციის (IDA) კრედიტებისა და გრანტების პირობებით (2011 წლის იანვარი)” და სახელმძღვანელო პრინციპების თანახმად ღიაა მონაწილეობის უფლების მქონე ნებისმიერი პრეტენდენტისთვის.

4. დაინტერესებული, ტენდერში მონაწილეობის უფლების მქონე პრეტენდენტები დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და სატენდერო დოკუმენტების გასაცნობად უნდა დაუკავშირდნენ საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესყიდვების ორგანიზების განყოფილების უფროსს ბ-ნ ილია მესხიშვილს ქვემოთ მითითებულ მისამართზე 10-დან 17 საათამდე.

 

5. პრეტენდენტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მინიმალურ საკვალიფიკაციო კრიტერიუმებს, რათა გაიაროს საკვალიფიკაციო შერჩევა კონტრაქტის მისანიჭებლად:

 

 

. უკანასკნელი 3 (სამი) წლის განმავლობაში საშუალო წლიური სამშენებლო ბრუნვა მინიმუმ 2,300,000 (ორი მილიონ სამასი ათასი) ლარის ან მისი ექვივალენტის ოდენობით;

 

. ძირითადი კონტრაქტორის სამშენებლო გამოცდილება უნდა მოიცავდეს უკანასკნელი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში ერთ-ერთ ობიექტზე ანალოგიური ხასიათისა და სირთულის სამუშოებს (სამუშოთა მინიმუმ 80% დასრულებული უნდა იყოს) ღირებულებით არა ნაკლებ 1,200,000 (მილიონ ორასი ათასი) ლარი;

 

გ. არანაკლებ 4 კმ გამყოფ ზოლზე ნიუ ჯერსის ტიპის ბარიერების მოწყობა უკანასკნელი 3 წლის   განმავლობაში მინიმუმ ერთი კონტრაქტის ფარგლებში;

 

. ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში  და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;

 

. რეტენდენტის მხრიდან  წარმოდგენილ უნდა იქნას ლიკვიდური აქტივების და/ან საკრედიტო საშუალებების, სხვა საკონტრაქტო ვალდებულებების, გარდა ავანსისა, ხელმისაწვდომობის დასტური მინიმუმ 400,000 (ოთხასი ათასი) ლარის ან მისი ექვივალენტის ოდენობით.

 

ვ.   დამატებითი საკვალიფიკაციო კრიტერიუმები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში: ნაწილი III – შეფასებისა და საკვალიფიკაციო კრიტერიუმები, პარაგრაფი 1.6.

 

6. დაინტერესებულ პრეტენდენტებს სატენდერო დოკუმენტების მთლიანი პაკეტის ინგლისურ  ენაზე  შეძენა  შეუძლიათ ქვემოთ მითითებულ მისამართზე წერილობითი მიმართვის და არაანაზღაურებადი 200 ლარის ან აშშ დოლარში  მისი ექვივალენტის გადახდის შემდეგ. გადახდის ფორმაა პირდაპირი გადარიცხვა ქვემოთ მითითებულ  ანგარიშზე:

 

ეროვნულ ვალუტაში გადახდისთვის:

მიმღები: ხაზინის ანგარიში

ხაზინის ანგარიშის #  200 122 900
მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა
ბანკის კოდი: TRESGE22

ბანკის ძველი კოდი (220 101 222)
საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი: 302 007 800

სავალუტე ანგარიშის #  001 189 362

 

აშშ. დოლარში გადახდისთვის:

FEDERAL RESERVE BANK OF NEW YORK, USA            

SWIFT CODE: FRNYUS33

მიმღები აგენტი:

ACC.NO: 0D  

BANK FOR INTERNATIONAL SETTLEMENTS (BIS), BASLE (USD)

SWIFT CODE: BISBCHBB

ბენეფიციარი ბანკი საქართველოს ეროვნული ბანკი, თბილისი

SWIFT CODE: BNLNGE22

ბენეფიციარი  (საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საავტომობილო გზების დეპარტამენტი)

IBAN: GE65NB0331100001150207   

 

გადასახადის დანიშნულება: სატენდერო მოსაკრებელი საავტომობილო გზების დეპარტამენტისთვის (მიუთითეთ ს/გზის მონაკვეთის დასახელება).

 

მოთხოვნის შემთხვევაში, პრეტენდენტებს საკუთარი ხარჯებით კურიერული ფოსტით გაეგზავნებათ დოკუმენტაცია.

 

7. სატენდერო წინადადებები მოწოდებული უნდა იქნეს ქვემოთ მითითებულ მისამართზე არაუგვიანეს 2013 წლის 07 მაისის 17:00 საათისა ადგილობრივი დროით. წინადადებები ელექტრონული ფორმატით არ მიიღება. დაგვიანებით შემოსული სატენდერო წინადადებები არ დაიშვება.  წინადადებები გაიხსნება  პრეტენტენტების იმ წარმომადგენლების თანდასწრებით, რომლებიც გადაწყვეტენ პირადად დაესწრონ ტენდერს 2013 წლის 07 მაისის  17:00 სთ-ზე ადგილობრივი დროით.

 

8. ყველა სატენდერო წინადადებას თან უნდა ახლდეს სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის დეკლარაცია. სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის დეკლარაცია ძალაში უნდა იყოს სატენდერო წინადადების მოქმედების ვადის გასვლის დღიდან 28 დღის განმავლობაში (ანუ 90 დღე+28 დღე=118 დღე). ერთობლივი საწარმოს მიერ სატენდერო წინადადების წარმოდგენის შემთხვევაში პრეტენდენტი ყურადღებით უნდა გაეცნოს პუნქტს ITB 19.8, რადგან ხსენებულ პუნქტთან შეუსაბამობა შესაძლოა სატენდერო წინადადების უარყოფის საფუძველი გახდეს.

 

9. დამკვეთის მისამართი, სადაც წარმოდგენილ უნდა იქნას სატენდერო წინადადებები:

 

საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს  საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ალ. ყაზბეგის გამზირი #12, 0160, თბილისი, საქართველო

შესყიდვების სამმართველო,  IV სართული

ბ-ნი ილია მესხიშვილი, შესყიდვების ორგანიზების განყოფილების უფროსი

ტელ+ (995 322) 37-05-08, დამ. 305

ფაქსი: + (995 322) 31-30-34

E-mail: info@georoad.ge

ვებ-გვერდი: www.georoad.ge  

 



   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player