Search

06.03.13

                                                                              მეორე შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი

მნიშვნელობის გზების პროექტი (SLRPII): გზების სპეციალისტი

ტექნიკური დავალება

 

საქართველოს მთავრობამ მიიღო დაფინანსება მეორე შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების პროექტის (SLRPII) ფარგლებში, რათა შერჩეულ შიდასახელმწიფოებრივ და ადგილობრივ გზებზე გაუმჯობესდეს ადგილობრივი მიმოსვლა და შემცირდეს მგზავრობის ხანგრძილოვობა. სამშენებლო სამუშაოები და მასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურეობები საჭიროებს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მხრიდან სპეციალურ ხელმძღვანელობას. წინამდებარე ტექნიკური დავალება განსაზღვრავს გზების სპეციალისტის მოვალეობებს, რაც უზრუნვეყოფს  გზების დეპარტამენტისათვის დამატებითი დახმარების გაწევას პროექტის წარმატებით განხორციელების მიზნით.

 

გზების სპეციალისტის პასუხისმგებლობების განსაზღვრა დეტალურად:

გზების სპეციალისტს ნიშნავს სგდ და იგი ანგარიშვალდებულია უშუალოდ საავტომობილო გზების დეარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეების მიმართ. გზების სპეციალისტმა მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკური პოლიტიკის სამმართველოს თანამშრომლებთან, სადაც მას გადაეცემა განსახილველად სხვადასხვა გზების პროექტები, რომელთა საერთო რაოდენობა შესაძლოა თვეში იყოს 4-5 პროექტი.

კონსულტანტს საშუალება ექნება იმუშაოს როგორც გზების დეპარტამენტის ოფისში, ასევე მის საკუთარ ოფისში ან სახლში. დეპარტამენტში სრული სამუშაო დროით ყოფნა არ არის სავალდებულო.

ტექნიკური დავალებით განსაზღვრული მიზნის შესასრულებლად  კონსულტანტი ვალდებულია:

1. საფუძვლიანად შეისწავლოს და გაანალიზოს პროექტით წარმოდგენილი გზის განლაგება (მდებარეობა) გეგმაში, გრძივი და განივი პროფილების ელემენტების შესაბამისობა სამშენებლო ნორმებსა და სტანდარტებთან (ჰორიზონტალური და ვერტიკალური მრუდები, გრძივი და განივი ქანობები, გაფართოებები მრუდებზე და სხვა), მიწის ვაკისის კონსტრუქციის მოწყობის სისწორე ყრილებსა და ჭრილებში;

2. შეამოწმოს გზიდან წყალარინების სისტემის საპროექტო გადაწყვეტილების ეფექტურობა(კიუვეტების, მილების და სხვა მოწყობის მართებულება ჰიდროლოგიური მონაცემებიდან გამომდინარე);

3. შეამოწმოს გზის სამოსის კონსტრუქციის სისწორე და შესაბამისობა მოძრაობის ინტენსივობის, გზაზე მოქმედ დატვირთვებსა და საგზაო უსაფრთხოების ღონისძიებებთან;

4. შეამოწმოს პროექტში ასახული საგზაო უსაფრთხოების ნორმებით გათვალისწინებული ღონისძიებების არსებობა და მათი განლაგების სისწორე (მონიშვნა, საგზაო ნიშნები და სხვა) და შესაბამისობა გზის პარამეტრებთან;

5. შეამოწმოს სამუშაოთა მოცულობების რაოდენობრივი სისწორე მიახლოებით;

 

საავტომობილო გზების დეპარტამენტის მონაწილეობა:

სგდ გზების სპეციალისტისათვის ხელმისაწვდომს გახდის ყველა აუცილებელ დოკუმენტაციას.

 

ანგარიშების წარმოდგენის მოთხოვნები:

შუალედური ანგარიში ყოველი გზის მონაკვეთისთვის წარმოდგენილი უნდა იქნას 15 სამუშაო დღის ვადაში პროექტის მიღების დღიდან, რომელიც უნდა შეიცავდეს შენიშვნებსა და რეკომენდაციებს პროექტით გათვალისწინებულ ტექნიკურ გადაწყვეტილებებზე.

5 სამუშაო დღის ვადაში დამკვეთის და პროექტის ავტორის კომენტარების მიღების დღიდან, წარმოდგენილი უნდა იქნას საბოლოო ანგარიში.

კონსულტანტი ვალდებულია წარმოდგინოს შუალედური და საბოლოო ანგარიშები ორ-ორ ეგზემპლიარად ქართულ ენაზე, მას უნდა ახლდეს ასევე ელექტრონული ვერსია.

 

გზების სპეციალისტის კვალიფიკაცია და გამოცდილება:

კონსულტანტი უნდა იყოს კვალიფიცირებული პროფესიონალი გზების სპეციალისტი  არა ნაკლებ 15 წლიანი გამოცდილებით, მათ შორის გზების პროექტირების კარგი გამოცდილებით. ინგლისური ენის კარგად ცოდნა სასურველია.

 

გზების სპეციალისტის  შერჩევა მოხდებაინდივიდუალური საკონსულტაციო მომსახურეოებისშერჩევის მეთოდით, როგორც ეს აღწერილია მსოფლიო ბანკის სახელმძღვანელოში: “მსოფლიო ბანკის მსესხებლების მიერ კონსულტანტების შერჩევა და დასაქმება (რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (IBRD) სესხებისა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციის (IDA) კრედიტებისა და გრანტების პირობებით), 2011 წლის იანვარი (“კონსულტანტების სახელმძღვანელო”).

 

კონსულტანტი დაქირავებული იქნება 12 თვით, შემდგომი გაგრძელების შესაძლებლობით.

                მოკლე ბიოგრაფია (CV) ქართულ და ინგლისურ ენებზე უნდა გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე  info@georoad.ge არაუგვიანეს 2013 წლის      13 მარტის 17:00  საათისა.  განაცხადის გამოგზავნისას შესაბამის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. 

დეტალური ინფორმაციისათვის მიმართეთ:

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საერთაშორისო პროექტების სამმართველოს შესყიდვების ორგანიზების განყოფილებას

მისამართი: საქართველო, თბილისი, 0160, ალ. ყაზბეგის გამზირი #12

ტელ:   +995 322 37-05-08 (305)

ფაქსი:  +995 322 31-30-34

ელექტრონული ფოსტა: info@georoad.ge

ვებ-გვერდი: www.georoad.ge

 

 

 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player