Search

07.03.13

 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს

საავტომობილო გზების დეპარტამენტი

 

მოთხოვნა ინტერესის გამოსახატავად

 

საქართველოს რეგიონული განვიათარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, რომელიც წარმოადგენს აზიის განვითარების ბანკის ტრანსპორტის პროექტების განმახორციელებელ ორგანოს, გთხოვთ გამოხატოთ ინტერესი აზიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული საგზაო დერეფნის საინვესტიციო პროგრამის პირველი ორი ტრანშისათვის პროექტის მენეჯერის (PM) პოზიციაზე. პროექტი მოიცავს ოთხ კომპონენტს: (i)  ქობულეთის შემოვლითი 2 ზოლიანი გზის მშენებლობა, 34 კმ (ii) საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაძლებლობების განვითარება, (iii) საგზაო უსაფრთხოების განვითარება და (iv) პროექტის მენეჯმენტის ხელშეწყობა, რომელიც მოიცავს ექსპერტებს დეტალური პროექტირებისათვის და სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობას. საავტომობილო გზის მშენებლობის კომპონენტის ფარგლებში გაფორმებულია ორი ხელშეკრულება და სამუშაოების დასრულება იგეგმება 2016 წლისათვის.


1. ძირითადი მოვალეობები:

პროექტის მენეჯერი დაინიშნება და ანგარიშვალებული იქნება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამნეტის წინაშე, თავდაპირველი შერჩევა მოხდება ერთი წლით სრული სამუშაო გრაფიკით შემდგომი გაგრძელების პირობით დამაკმაყოფილებელი მუშაობის შემთხვევაში. იგი იქნება ანგარიშვალდებული პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებელი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის წინაშე და მჭიდროდ ითანამშრომლებს საერთაშორისო პროექტების სამმართველოსთან. მას დახმარებას გაუწევენ პროქტის განმახორციელებელი სპეციალისტი და ადმინისტრაციული ასისტენტი.

 

პროექტის მენეჯერს მოეთხოვება განახორციელოს 3 დღიანი ვიზიტი ყოველკვირეულად ასევე პროექტის მენეჯერს ექნება რეგურალური შეხვედრები საქართველოს საავტომობილო გზების დეპრტამენტთან რათა განიხილოს პროექტის განხორციელების საკითხები და გადაწყვეტილებები. რაც მოიცავს მშენებელი კონტრაქტორისათვის და კონსულტანტებისათვის იყოს დამქირავებლის წარმომადგენელი, დაემორჩილოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის შიდა განაწესს და პროექტის ადმინისტიტრების სახელმძღვანელოს (PAM) რომელიც შეთანხმებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და აზიის განვითარების ბანკს შორის. პროექტის მენეჯერს მოეთხოვება:

·         განიხილოს არსებული პროექტის განხორციელების გეგმა კონტრაქტორსა და ინჟინერთან ერთად და მისცეს რეკომენდაციები საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და აზიის განვითარების ბანკს, რათა გააუმჯობესოს პროექტის მიმდინარეობა PAM-თან და პროექტის ადმინისტრირების ინსტრუქციების (PAI) # 5.08–სთნ მიმართებაში. აღნიშნული გეგმა შემდგომში გახდება პროექტის განხორციელების მონიტორინგის საფუძველი.

·         მოაწესრიგოს და მართოს შესაბამისი ხელშეკრულებების მართვის მეთოდოლოგია, რომელიც მოიცავს შიდა ანგარიშგების ინსტრუმენტს და დოკუმენტების მართვის სისტემას. მნიშვნელოვანია ხარისხის მართვის ძლიერი მექანიზმის შექმნა, რომელიც აიძულებს კონტრაქტორსა და ინჟინერს მათი სახელშეკრულებო მოთხოვნების შესაბამისად  შეინარჩუნოს საერთო ხარისხის კონტროლის ანგარიში. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს გაუწიოს დახმარება რათა განიხილოს და შეაფასოს როგორც საკონსულტაციო მომსახურების ტექნიკური დავალებები, ასევე მშენებლობის ხელშეკრულებებისათვის ტექნიკური სპეციფიკაციები, უზრუნველყოს აზიის განვითარების ბანკთან ხარისხიანი დუკუმენტების წარდგენა თანხმობისათვის

·         გაუწიოს ადმინისტრირება პროექტის ფარგლებში გაფორმებულ ხელშეკრულებებს (i) უზრუნველყოს ხელშეკრულების ფარგლებში მოსამზადებელი ანგარიშების დროული მოწოდება და წარდგენა, (ii) უზრუნველყოს დროული გადახდა ხელშეკრუბების ფარგლებში (iii) ხელი შეუწყოს დავებისა და საჩივრების განხილვას.

·         განახორციელოს პროექტის ყოველდღიური მონიტორინგი. რაც მოიცავს კონტრაქტორთან და კონსულტანტთან ყოველდღიურ კავშირს, რეგულარულ საველე გასვლებს წარმოდგენილი კვლევებისა და და სამუშაოების ხარისხის გადამოწმების მიზნით, მონაწილეობა მიიღოს აზიის განვითარების ბანკთან გამართულ შეხვედრებში და მიაწოდოს მოთხოვნილი ინფორმაცია.

·         ხარისხის გაუმჯობესების ღონისძიებების უზრუნველყოფა საჭიროებისამებრ.

·         საჭიროების შემთხვევაში მჭიდრო კავშირი იქონიოს მშენებლისა და ინჟინრის გუნდთან ასევე საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და აზიის განვითარების ბანკთან

·         თვალყური ადევნოს კანონმდებლობის ცვლილებებს და საჭიროების შემთხვევაში  უზრუნველყოს აღნიშნული ცვლილებების ხელშეკრულებაში ასახვა.

·         უზრუნველყოს განხორციელელბის გრაფიკისა და შესრულების ინდკატორების მდგრადი პროგრესირება

·         დაეხმაროს საავტომობილო გზების დეპარტამენტს გადაწყვიტოს დავები, კონტრაქტორის საჩივრები, მისცეს რეკომენდაციები საავტომობილო გზების დეპარტამენტს მათ გადასაწყვეტად.

·         უზრუნველყოს გამჭვირვალობისა და მაღალი ეთიკური სტანდარტების დაცვა  პროექტის განხორციელების დროს

·         უზრუნვეყოს  კონტრაქტორისათვის, კონსულტანტისათვის და აზიის განვითარების ბანკთან გადაგზავნი წერილების მომზადება.

·         განიხილოს კონსულტანტების მიერ წარმოდგენილი ანგარიშები, მოამზადოს შენიშვნები გზების დეპარტამენტთან შეთანხმებით და წარუდგინოს ბანკს.

·         ადგილობრივ დონეზე საჩივრების განხილვის მექანიზმის განვითარება/მართვა/მონიტორინგი ქობულეთის შემოვლითი გზისათვის

·         გაუწიოს ზედამხდეველობა და ინსტრუქტირება პროექტის განმახორციელებელ სპეციალისტსა და ადმინისტრაციულ პერსონალს

 

კვალიფიკაცია და გამოცდილება:

 

პროექტის მენეჯერს უნდა გააჩნდეს მინიმუმ 10 წლიანი სამუშაო გამოცდილება გზების მშენებლობის (რეაბილიტაციის) და პროექტირების სამუშაოებში ანალოგიორ პოზიციაზე მას უნდა ჰქონდეს გამოცდილება დონორების მიერ დაფინანსებული მსხვილი პროექტების განხორციელებაში.

 

წარმატებულ კანდიდატს უნდა ჰქონდეს:

·         საუნივერსიტეტო საინჟინრო ხარისხი აკრედიტებული საგანმანათლებლო ინსტიტუტის სერტიფიკატი

·         მშენებლობის ხარის კონტროლის პროცედურების ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება

·         სავალდებულოა ინგლისრი და ქართული ენის კარგად ცოდნა.

·         სტანდარტული კომპიუტერული პროგრამების პროფესიულ დონეზე ცოდნა როგორებიცაა Word, Excel, electronic mail.

 

შერჩევის კრიტერიუმები:

 

შერჩვა განხორციელდება კონსუტანტების შერჩევის სახელმძღვანელოს, იდვიდუალური კონსულტანტის შერჩევის პროცედურების შესაბამისად.

(სახელმძღვანელო ხელმისაწვდომია http://www.adb.org/documents/guidelines-use-consultants-asian-development-bank-and-its-borrowers), შერჩევის კრიტერიუმებია:

1. 20% ზოგადი გამოცდილება.

2. 70% სამუშაოსთან დაკავშირებული გამოცდილება.

3. 10% პროექტთან დაკავშირებული გამოცდილება

.

წინადადების წარდგენის ვადები:

 

გთხოვთ თქვენი წინადადებები ინგლისურ და ქართულ ენაზე წარმოადგინოთ ელექტრონულად ან მოგვაწოდოთ ქვემოთ მითითებულ მისამართზე არაუგვიანეს 20 მარტი 2013 წელი

 

 

სახელი: ირაკლი მურღულია

თანამდებობა: საქართველოს რეგიონული განვიათარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საერთაშორისო პროექტების სამმართველოს უფროსი

მისამართი: ალ. ყაზბეგის 12, თბილისი, 0160, საქართველო

ტელ: +995-322-37-05-08 შიდა. 3-45

ფაქსი: +995-322-31-30-34

ელ–ფოსტა: info@georoad.ge

ვებ–გვერდი: www.georoad.ge

  


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player