Search

06.03.13

                                                                            მეორე შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი

მნიშვნელობის გზების პროექტი (SLRPII): საინჟინრო გეოლოგიის სპეციალისტი (გეოტექნიკოსი)

ტექნიკური დავალება

                                                                                                                   

საქართველოს მთავრობამ მიიღო დაფინანსება მეორე შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების პროექტის (SLRPII) ფარგლებში, რათა შერჩეულ შიდასახელმწიფოებრივ და ადგილობრივ გზებზე გაუმჯობესდეს ადგილობრივი მიმოსვლა და შემცირდეს მგზავრობის ხანგრძილოვობა. სამშენებლო სამუშაოები და მასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურეობები საჭიროებს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მხრიდან სპეციალურ ხელმძღვანელობას. წინამდებარე ტექნიკური დავალება განსაზღვრავს საინჟინრო გეოლოგიის სპეციალისტის (გეოტექნიკოსის) მოვალეობებს, რაც უზრუნვეყოფს  გზების დეპარტამენტისათვის დამატებითი დახმარების გაწევას პროექტის წარმატებით განხორციელების მიზნით.

 

საინჟინრო გეოლოგიის სპეციალისტის (გეოტექნიკოსის) პასუხისმგებლობების განსაზღვრა დეტალურად:

საინჟინრო გეოლოგიის სპეციალისტს ნიშნავს სგდ და იგი ანგარიშვალდებულია უშუალოდ საავტომობილო გზების დეარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეების მიმართ. საინჟინრო გეოლოგიის სპეციალისტმა მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკური პოლიტიკის სამმართველოს თანამშრომლებთან, სადაც მას გადაეცემა განსახილველად სხვადასხვა საპროექტო ორგანიზაციის მიერ დამუშავებული პროექტები როგორც ახალი, ასევე სარეაბილიტაციო ხიდების, რომელთა საერთო რაოდენობა შესაძლოა თვეში იყოს 2-3 პროექტი.

დამკვეთის მოთხოვნით კონსულტანტი ასევე ჩართული იქნება პროექტირების ეტაპზე სამუშაო განხილვებსა და საპროექტო ორგანიზაციებთან ერთად სახვადასხვა საინჟინრო-ტექნიკური საკითხების განხილვებში.

კონსულტანტს საშუალება ექნება იმუშაოს როგორც გზების დეპარტამენტის ოფისში, ასევე მის საკუთარ ოფისში ან სახლში. დეპარტამენტში სრული სამუშაო დროით ყოფნა არ არის სავალდებულო.

 

ტექნიკური დავალებით განსაზღვრული მიზნის შესასრულებლად  კონსულტანტი ვალდებულია:

1. საფუძვლიანად შეისწავლოს და გაანალიზოს პროექტიში წარმოდგენილი გეოლოგიური შესწავლის მონაცემები _ ჭაბურღილებისა და შურფების განლაგება საპროექტო ტრასასა და ხელოვნური ნაგებობების არეალში, მათი რაოდენობრივი შესაბამისობა საპროექტო ნორმებითა და სტანდარტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან;

2. შეისწავლოს და გაანალიზოს საველე სამუშაოების შედეგად მიღებული ნიმუშებისა და სხვა მასალების ლაბორატორიული შესწავლის მონაცემები;

3. გაანალიზოს გეოლოგიური შესწავლის შედეგად მიღებული დასკვნები და რეკომენდაციები, რომლითაც იხელმძღვანელეს გზებისა და ხელოვნური ნაგებობების ინჟინრებმა საპროექტო საინჟინრო-ტექნიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესში;

 

საავტომობილო გზების დეპარტამენტის მონაწილეობა:

სგდ საინჟინრო გეოლოგიის სპეციალისტისათვის ხელმისაწვდომს გახდის ყველა აუცილებელ დოკუმენტაციას.

 

ანგარიშების წარმოდგენის მოთხოვნები:

შუალედური ანგარიში წარმოდგენილი უნდა იქნას 20 სამუშაო დღის ვადაში პროექტის მიღების დღიდან, რომელიც უნდა შეიცავდეს შენიშვნებსა და რეკომენდაციებს პროექტიში წარმოდგენილი გეოლოგიური შესწავლის მონაცემებზე.

7 სამუშაო დღის ვადაში დამკვეთის და პროექტის ავტორის კომენტარების მიღების დღიდან, წარმოდგენილი უნდა იქნას საბოლოო ანგარიში.

კონსულტანტი ვალდებულია წარმოდგინოს შუალედური და საბოლოო ანგარიშები ორ-ორ ეგზემპლიარად ქართულ ენაზე, მას უნდა ახლდეს ასევე ელექტრონული ვერსია.

 

საინჟინრო გეოლოგიის სპეციალისტის (გეოტექნიკოსის)  კვალიფიკაცია და გამოცდილება:

კონსულტანტი უნდა იყოს კვალიფიცირებული პროფესიონალი გეოლოგიის სპეციალისტი (გეოტექნიკოსი) არა ნაკლებ 15 წლიანი გამოცდილებით. ინგლისური ენის კარგად ცოდნა სასურველია.

 

საინჟინრო გეოლოგიის სპეციალისტის (გეოტექნიკოსის)  შერჩევა მოხდებაინდივიდუალური საკონსულტაციო მომსახურეოებისშერჩევის მეთოდით, როგორც ეს აღწერილია მსოფლიო ბანკის სახელმძღვანელოში: “მსოფლიო ბანკის მსესხებლების მიერ კონსულტანტების შერჩევა და დასაქმება (რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (IBRD) სესხებისა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციის (IDA) კრედიტებისა და გრანტების პირობებით), 2011 წლის იანვარი (“კონსულტანტების სახელმძღვანელო”).

 

კონსულტანტი დაქირავებული იქნება 12 თვით, შემდგომი გაგრძელების შესაძლებლობით.

მოკლე ბიოგრაფია (CV) ქართულ და ინგლისურ ენებზე უნდა გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე  info@georoad.ge არაუგვიანეს 2013 წლის 13 მარტის 17:00  საათისა.  განაცხადის გამოგზავნისას შესაბამის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. 

დეტალური ინფორმაციისათვის მიმართეთ:

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საერთაშორისო პროექტების სამმართველოს შესყიდვების ორგანიზების განყოფილებას

მისამართი: საქართველო, თბილისი, 0160, ალ. ყაზბეგის გამზირი #12

ტელ:   +995 322 37-05-08 (305)

ფაქსი:  +995 322 31-30-34

ელექტრონული ფოსტა: info@georoad.ge

ვებ-გვერდი: www.georoad.ge

 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player