Search

06.03.13

 მეორე შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი

მნიშვნელობის გზების პროექტი (SLRPII): ხარჯთაღრიცხვის სპეციალისტი

ტექნიკური დავალება

 

საქართველოს მთავრობამ მიიღო დაფინანსება მეორე შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების პროექტის (SLRPII) ფარგლებში, რათა შერჩეულ შიდასახელმწიფოებრივ და ადგილობრივ გზებზე გაუმჯობესდეს ადგილობრივი მიმოსვლა და შემცირდეს მგზავრობის ხანგრძილოვობა. სამშენებლო სამუშაოები და მასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურეობები საჭიროებს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მხრიდან სპეციალურ ხელმძღვანელობას. წინამდებარე ტექნიკური დავალება განსაზღვრავს ხარჯთაღრიცხვის სპეციალისტის მოვალეობებს, რაც უზრუნვეყოფს  გზების დეპარტამენტისათვის დამატებითი დახმარების გაწევას პროექტის წარმატებით განხორციელების მიზნით.

 

ხარჯთაღრიცხვის სპეციალისტის პასუხისმგებლობების განსაზღვრა დეტალურად:

ხარჯთაღრიცხვის სპეციალისტს ნიშნავს სგდ და იგი ანგარიშვალდებულია უშუალოდ საავტომობილო გზების დეარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეების მიმართ. ხარჯთაღრიცხვის სპეციალისტმა მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკური პოლიტიკის სამმართველოს თანამშრომლებთან, სადაც მას გადაეცემა სხვადასხვა საგზაო პროექტების ხარჯთაღრიცხვები, რომელთა საერთო რაოდენობა შესაძლოა თვეში იყოს 3-4 პროექტის ხარჯთაღრიცხვა.

კონსულტანტს საშუალება ექნება იმუშაოს როგორც გზების დეპარტამენტის ოფისში, ასევე მის საკუთარ ოფისში ან სახლში. დეპარტამენტში სრული სამუშაო დროით ყოფნა არ არის სავალდებულო.

ტექნიკური დავალებით განსაზღვრული მიზნის შესასრულებლად  კონსულტანტი ვალდებულია შეამოწმოს:

1. ხარჯთაღრიცხვაში გაფასებული მოცულობების სახეობებისა და სიდიდის შესაბამისობა პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოთა მოცულობების ცხრილთან;

2. ხარჯთაღრიცხვაში გათვალისწინებული ერთეული ფასების წარმოქმნის სისწორე და მათი გაანგარიშების მართებულება(ზიდვის მანძილები, მასალების საბაზრო ფასები და სხვა);

 

 

საავტომობილო გზების დეპარტამენტის მონაწილეობა:

სგდ ხარჯთაღრიცხვის სპეციალისტისათვის ხელმისაწვდომს გახდის ყველა აუცილებელ დოკუმენტაციას.

 

ანგარიშების წარმოდგენის მოთხოვნები:

შუალედური ანგარიში წარმოდგენილი უნდა იქნას 15 სამუშაო დღის ვადაში შესაბამისი დოკუმენტაციის მიღების დღიდან, რომელიც უნდა შეიცავდეს ყველა შეუსაბამობას ხარჯთაღრიცხვაში გაფასებული მონაცემებსა და პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოთა მოცულობების ცხრილს შორის;

5 სამუშაო დღის ვადაში დამკვეთის კომენტარების მიღების დღიდან, წარმოდგენილი უნდა იქნას საბოლოო ანგარიში.

კონსულტანტი ვალდებულია წარმოდგინოს შუალედური და საბოლოო ანგარიშები ორ-ორ ეგზემპლიარად ქართულ ენაზე, მას უნდა ახლდეს ასევე ელექტრონული ვერსია.

 

ხარჯთაღრიცხვის სპეციალისტის კვალიფიკაცია და გამოცდილება:

კონსულტანტი უნდა იყოს კვალიფიცირებული პროფესიონალი ინჟინერი  არა ნაკლებ 10 წლიანი გამოცდილებით, მათ შორის ერთეული ფასების გამოთვლის კარგი გამოცდილებით. ინგლისური ენის კარგად ცოდნა სასურველია.

ხარჯთაღრიცხვის სპეციალისტის  შერჩევა მოხდებაინდივიდუალური საკონსულტაციო მომსახურეოებისშერჩევის მეთოდით, როგორც ეს აღწერილია მსოფლიო ბანკის სახელმძღვანელოში: “მსოფლიო ბანკის მსესხებლების მიერ კონსულტანტების შერჩევა და დასაქმება (რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (IBRD) სესხებისა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციის (IDA) კრედიტებისა და გრანტების პირობებით), 2011 წლის იანვარი (“კონსულტანტების სახელმძღვანელო”).

კონსულტანტი დაქირავებული იქნება 12 თვით, შემდგომი გაგრძელების შესაძლებლობით.

მოკლე ბიოგრაფია (CV) ქართულ და ინგლისურ ენებზე უნდა გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე  info@georoad.ge არაუგვიანეს 2013 წლის 13 მარტის 17:00  საათისა.  განაცხადის გამოგზავნისას შესაბამის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. 

დეტალური ინფორმაციისათვის მიმართეთ:

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საერთაშორისო პროექტების სამმართველოს შესყიდვების ორგანიზების განყოფილებას

მისამართი: საქართველო, თბილისი, 0160, ალ. ყაზბეგის გამზირი #12

ტელ:   +995 322 37-05-08 (305)

ფაქსი:  +995 322 31-30-34

ელექტრონული ფოსტა: info@georoad.ge

ვებ-გვერდი: www.georoad.ge


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player