Search

06.03.13

  

მეორე შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი

მნიშვნელობის გზების პროექტი (SLRPII): ხიდების სპეციალისტი

ტექნიკური დავალება

 

საქართველოს მთავრობამ მიიღო დაფინანსება მეორე შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების პროექტის (SLRPII) ფარგლებში, რათა შერჩეულ შიდასახელმწიფოებრივ და ადგილობრივ გზებზე გაუმჯობესდეს ადგილობრივი მიმოსვლა და შემცირდეს მგზავრობის ხანგრძილოვობა. სამშენებლო სამუშაოები და მასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურეობები საჭიროებს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მხრიდან სპეციალურ ხელმძღვანელობას. წინამდებარე ტექნიკური დავალება განსაზღვრავს ხიდების სპეციალისტის მოვალეობებს, რაც უზრუნვეყოფს  გზების დეპარტამენტისათვის დამატებითი დახმარების გაწევას პროექტის წარმატებით განხორციელების მიზნით.

ხიდების სპეციალისტის პასუხისმგებლობების განსაზღვრა დეტალურად:

ხიდების სპეციალისტს ნიშნავს სგდ  და იგი ანგარიშვალდებულია უშუალოდ საავტომობილო გზების დეარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეების მიმართ. ხიდების სპეციალისტმა მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკური პოლიტიკის სამმართველოს თანამშრომლებთან, სადაც მას გადაეცემა განსახილველად სხვადასხვა საპროექტო ორგანიზაციის მიერ დამუშავებული პროექტები როგორც ახალი, ასევე სარეაბილიტაციო ხიდების, რომელთა საერთო რაოდენობა შესაძლოა თვეში იყოს 2-3 პროექტი.

დამკვეთის მოთხოვნით კონსულტანტი ასევე ჩართული იქნება პროექტირების ეტაპზე სამუშაო განხილვებსა და საპროექტო ორგანიზაციებთან ერთად სახვადასხვა საინჟინრო-ტექნიკური საკითხების განხილვებში.

კონსულტანტს საშუალება ექნება იმუშაოს როგორც გზების დეპარტამენტის ოფისში, ასევე მის საკუთარ ოფისში ან სახლში. დეპარტამენტში სრული სამუშაო დროით ყოფნა არ არის სავალდებულო.

ტექნიკური დავალებით განსაზღვრული მიზნის შესასრულებლად  კონსულტანტი ვალდებულია:

1. საფუძვლიანად შეისწავლოს და გაანალიზოს პროექტით წარმოდგენილი სახიდე გადასასვლელის განლაგება გეგმაში (საჭიროების შემთხვევაში ადგილზე გასვლითაც), ხიდის ხვრეტის სიდიდის დანიშვნის მართებულება (საერთო და ადგილობრივი წარეცხვების გათვალისწინებით), სარეგულაციო ნაგებობების განლაგება გეგმაში, სავალი ნაწილის პარამეტრების შესაბამისობა მოქმედ სტანდარტებთან;

2. შეამოწმოს ხიდისა და სარეგულაციო ნაგებობების მზიდი კონსტრუქციების: მალის ნაშენების (კოჭები, ფილები ფერმები და სხვა), განაპირა და შუალედი ბურჯების (საძირკვლები, ტანები, რიგელები და სხვა), საყრდენი კედლებისა და სხვა ნაგებობების შესაბამისობა სამშენებლო ნორმებთან, თანამედროვე ტექნიკურ მოთხოვნებთან, მათი ზომებისა (განივი კვეთები, სიგრძეები და სხვა) და არმირების სისწორე (ესკიზური და ტექნიკური  ანგარიშების საფუძველზე), ასევე მათი საიმედოობა სეისმომედეგობის თვალსაზრისით;

3. შეამოწმოს სახიდე გადასასვლელის პროექტით გათვალ;ისწინებული ბურჯებისა და სარეგულაციო ნაგებობების გამორეცხვისაგან დაცვის ღონისძიებები გეოლოგიური და ჰიდროლოგიური დასკვნების საფუძველზე და ხიდის სავალი ნაწილიდან წყლის აცილების სისტემების ეფექტურობა;

4. შეამოწმოს სახიდე გადასასვლელის მშენებლობის ორგანიზაციის სისწორე და თანამედროვე ტექნიკურ საშუალებების გამოყენების შესაძლებლობა;

5. შეამოწმოს სამუშაოთა მოცულობების რაოდენობრივი სისწორე მიახლოებით;

6. პროექტით განსაზღვრული გადაწყვეტილებების გაანალიზება ეკონომიკური კუთხით, მათი ოპტიმალურობის დადგენის მიზნით;

7. მონაწილეობა მიიღოს ხიდების შერჩევასა და მათი პრიორიტეტების განსაზღვრაში დეპარტამენტის წლიური სარეაბილიტაციო, სამშენებლო და ხიდების გამოკვლევა-გამოცდის გეგმების შემუშავების პროცესში;

8. საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობა მიიღოს რთული და მნიშვნელოვანი ობექტების რეაბილიტაციისა და მშენებლობის მონიტორინგში;

 

საავტომობილო გზების დეპარტამენტის მონაწილეობა:

სგდ ხიდების სპეციალისტისათვის ხელმისაწვდომს გახდის ყველა აუცილებელ დოკუმენტაციას.

 

ანგარიშების წარმოდგენის მოთხოვნები:

შუალედური ანგარიში წარმოდგენილი უნდა იქნას 15 სამუშაო დღის ვადაში პროექტის მიღების დღიდან, რომელიც უნდა შეიცავდეს შენიშვნებსა და რეკომენდაციებს პროექტით გათვალისწინებულ ტექნიკურ გადაწყვეტილებებზე.

5 სამუშაო დღის ვადაში დამკვეთის და პროექტის ავტორის კომენტარების მიღების დღიდან, წარმოდგენილი უნდა იქნას საბოლოო ანგარიში.

 

კონსულტანტი ვალდებულია წარმოდგინოს შუალედური და საბოლოო ანგარიშები ორ-ორ ეგზემპლიარად ქართულ ენაზე, მას უნდა ახლდეს ასევე ელექტრონული ვერსია.

 

ხიდების სპეციალისტის კვალიფიკაცია და გამოცდილება:

კონსულტანტი უნდა იყოს კვალიფიცირებული პროფესიონალი ხიდების სპეციალისტი  არა ნაკლებ 15 წლიანი გამოცდილებით, მათ შორის პროექტირების კარგი გამოცდილებით. ინგლისური ენის კარგად ცოდნა სასურველია.

ხიდების სპეციალისტის  შერჩევა მოხდებაინდივიდუალური საკონსულტაციო მომსახურეოებისშერჩევის მეთოდით, როგორც ეს აღწერილია მსოფლიო ბანკის სახელმძღვანელოში: “მსოფლიო ბანკის მსესხებლების მიერ კონსულტანტების შერჩევა და დასაქმება (რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (IBRD) სესხებისა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციის (IDA) კრედიტებისა და გრანტების პირობებით), 2011 წლის იანვარი (“კონსულტანტების სახელმძღვანელო”).

კონსულტანტი დაქირავებული იქნება 12 თვით, შემდგომი გაგრძელების შესაძლებლობით.

 

მოკლე ბიოგრაფია (CV) ქართულ და ინგლისურ ენებზე უნდა გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე  info@georoad.ge არაუგვიანეს 2013 წლის 13 მარტის 17:00  საათისა.  განაცხადის გამოგზავნისას შესაბამის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. 

დეტალური ინფორმაციისათვის მიმართეთ:

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საერთაშორისო პროექტების სამმართველოს შესყიდვების ორგანიზების განყოფილებას

მისამართი: საქართველო, თბილისი, 0160, ალ. ყაზბეგის გამზირი #12

ტელ:   +995 322 37-05-08 (305)

ფაქსი:  +995 322 31-30-34

ელექტრონული ფოსტა: info@georoad.ge

ვებ-გვერდი: www.georoad.ge


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player