Search

01.03.13

                                                                  სატენდერო მოწვევა

 

საქართველო
კახეთის რეგიონალური გზების გაუმჯობესების პროექტი (KRRIP) (P117152)

სატენდერო მოწვევა # KRRIP/CW/NCB-01


კახეთის რეგიონალური გზების გაუმჯობესების პროექტისთვის

გზების უსაფრთხოების ზომების გაუმჯობესება

 


1. 
საქართველომ მიიღო მსოფლიო ბანკის დაფინანსება კახეთის რეგიონალური გზების გაუმჯობესების პროექტისთვის (KRRIP). აღნიშნული დაფინანსების გარკვეული ნაწილი გამოყენებული იქნება კახეთის რეგიონში შემდეგი გზების უსაფრთხოების არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად:

·         ს-5 თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის გზის ვაზიანი-ბაკურციხის მონაკვეთი;

·         -42 ახმეტა-თელავი-ბაკურციხის გზის თელავი-ბაკურციხის მონაკვეთი;

·         -38 ვაზიანი-გომბორი-თელავის გზის ვაზიანი-თელავის მონაკვეთი.


2. 
პროექტის განმახორციელებელი უწყება, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საავტომობილო გზების დეპარტამენტი იწვევს უფლებამოსილ პრეტენდენტებს, რათა აღნიშნულ გზებზე საგზაო უსაფრთხოების ღონისძიებების (საგზაო ნიშნების, თვალამრიდი ძელების, ბეტონის პარაპეტების, ბაგირების და ა.შ. მოწყობა) განხახორციელებლად დალუქული კონვერტებით წარმოადგინონ სატენდერო წინადადებები. სამშენებლო სამუშაოების განხორციელების პერიოდია 8 თვე.

 

3. სამუშოების შესყიდვა ჩატარდება ეროვნული ტენდერის (NCB) პროცედურებით, რომლებიც აღწერილია მსოფლიო ბანკის სახელმძღვანელოში - “მსოფლიო ბანკის სესხის ამღების მიერ საქონლის, სამუშოებისა და არასაკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) სესხის და განვითარების საერთაშორისო ასოციაციის (IDA) კრედიტებისა და გრანტების პირობებით (2011 წლის იანვარი)” და სახელმძღვანელო პრინციპების თანახმად ღიაა მონაწილეობის უფლების მქონე ნებისმიერი პრეტენდენტისთვის.

4. დაინტერესებული, ტენდერში მონაწილეობის უფლების მქონე პრეტენდენტები დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და სატენდერო დოკუმენტების გასაცნობად უნდა დაუკავშირდნენ საავტომობილო გზების დეპარტამენტის საერთაშორისო პროექტების სამმართველოს უფროსს ბ-ნ ირაკლი მურღულიას ქვემოთ მითითებულ მისამართზე 10-დან 17 საათამდე.

 

5. პრეტენდენტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მინიმალურ საკვალიფიკაციო კრიტერიუმებს, რათა გაიაროს საკვალიფიკაციო შერჩევა კონტრაქტის მისანიჭებლად:

 

. უკანასკნელი 3 (სამი) წლის განმავლობაში საშუალო წლიური სამშენებლო ბრუნვა მინიმუმ 4,000,000 (ოთხი მილიონი) ლარის ან მისი ექვივალენტის ოდენობით;

 

. ძირითადი კონტრაქტორის სამშენებლო გამოცდილება უნდა მოიცავდეს უკანასკნელი 3 (სამი) წლის განმავლობაში ერთ-ერთ ობიექტზე ანალოგიური ხასიათისა და სირთულის სამუშოებს (სამუშოთა მინიმუმ 80% დასრულებული უნდა იყოს) ღირებულებით არა ნაკლებ 2,000,000 (ორი მილიონი) ლარის ოდენობით; ანალოგიური ხასიათის სამუშოებში იგულისხმება გზების მშენებლობა/რეკონსტრუქცია/რეაბილიტაცია, რომელიც ითვალისწინებდა საგზაო უსაფრთხოების ღონისძიებებს (საგზაო ნიშნების, თვალამრიდი ძელების, ბეტონის პარაპეტების, ბაგირების და ა.შ. მოწყობას).

 

გ. ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში  და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;

 

. პრეტენდენტის მხრიდან  წარმოდგენილ უნდა იქნას ლიკვიდური აქტივების და/ან საკრედიტო საშუალებების, სხვა საკონტრაქტო ვალდებულებების და საავანსო თანხების გამოკლებით, ხელმისაწვდომობის დასტური მინიმუმ 500,000 (ხუთასი ათასი) ლარის ან მისი ექვივალენტის ოდენობით.

 

ე. დამატებითი საკვალიფიკაციო კრიტერიუმები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში: ნაწილი III – შეფასებისა და საკვალიფიკაციო კრიტერიუმები, პარაგრაფი 1.6.

 

6. დაინტერესებულ პრეტენდენტებს სატენდერო დოკუმენტების მთლიანი პაკეტის ინგლისურ  ენაზე  შეძენა  შეუძლიათ ქვემოთ მითითებულ მისამართზე წერილობითი მიმართვის და არაანაზღაურებადი 200 ლარის გადახდის შემდეგ. გადახდის ფორმაა პირდაპირი გადარიცხვა ქვემოთ მითითებულ  ანგარიშზე:

 

მიმღები: ხაზინის ანგარიში

ხაზინის ანგარიშის #  200 122 900
მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა
ბანკის კოდი: TRESGE22

ბანკის ძველი კოდი (220 101 222)
საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი: 302 007 800

ბენეფიციარი:  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საავტომობილო გზების დეპარტამენტი

IBAN: GE65NB0331100001150207   

 

გადასახადის დანიშნულება: სატენდერო მოსაკრებელი საავტომობილო გზების დეპარტამენტისთვის (მიუთითეთ ტენდერის ნომერი # KRRIP/CW/NCB-01 და დასახელება: კახეთის გზების უსაფრთხოების გაუჯობესება)

 

მოთხოვნის შემთხვევაში, პრეტენდენტებს საკუთარი ხარჯებით კურიერული ფოსტით გაეგზავნებათ დოკუმენტაცია.

 

8. სატენდერო წინადადებები მოწოდებული უნდა იქნეს ქვემოთ მითითებულ მისამართზე არაუგვიანეს 2013 წლის 25 მარტის 17:00 საათისა ადგილობრივი დროით. წინადადებები ელექტრონული ფორმატით არ მიიღება. დაგვიანებით შემოსული სატენდერო წინადადებები არ დაიშვება.  წინადადებები გაიხსნება  პრეტენტენტების იმ წარმომადგენლების თანდასწრებით, რომლებიც გადაწყვეტენ პირადად დაესწრონ ტენდერს 2013 წლის 25 მარტის 17:15 სთ-ზე ადგილობრივი დროით.

 

9. ყველა სატენდერო წინადადებას თან უნდა ახლდეს სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის დეკლარაცია. სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის დეკლარაცია ძალაში უნდა იყოს სატენდერო წინადადების მოქმედების ვადის გასვლის დღიდან 28 დღის განმავლობაში (ანუ 90 დღე+28 დღე=118 დღე). ერთობლივი საწარმოს მიერ სატენდერო წინადადების წარმოდგენის შემთხვევაში პრეტენდენტი ყურადღებით უნდა გაეცნოს პუნქტს ITB 19.8, რადგან ხსენებულ პუნქტთან შეუსაბამობა შესაძლოა სატენდერო წინადადების უარყოფის საფუძველი გახდეს.

 

10. დამკვეთის მისამართი, სადაც წარმოდგენილ უნდა იქნას სატენდერო წინადადებები:

 

საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს  საავტომობილო გზების დეპარტამენტი

საერთაშორისო პროექტების სამმართველო, მე-4 სართ.
ალ. ყაზბეგის გამზირი #12, 0160 თბილისი, საქართველო

ბ-ნი ირაკლი მურღულია, საერთაშორისო პროექტების სამმართველოს უფროსი

ტელ+ (995 322) 37-05-08, დამ. 299

ფაქსი: + (995 322) 31-30-34

E-mail: info@georoad.ge

ვებ-გვერდი: www.georoad.ge  

 

 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player