Search

27.03.09

განცხადება ტენდერის ჩატარების შესახებ


1.    საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი (ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის 12) აცხადებს ტენდერს ორ ლოტად დაყოფილი  10.000 ტონა თხევადი საგზაო ნავთობბიტუმის შესასყიდად
ლოტი 1     დასავლეთ საქართველო         3.000 ტონა;
ლოტი 2     აღმოსავლეთ საქართველო     7.000 ტონა
და იწვევს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად ყველა დაინტერესებულ იურიდიულ ან/და ფიზიკურ პირებს.

2    ბიტუმის მოწოდების ვადა – 2009 წლის განმავლობაში შემსყიდველის მიერ მოთხოვნის შესაბამისად.

საქონლის (თხევადი საგზაო ნავთობბიტუმის) მოწოდება ითვალისწინებს:
- მხარეებს შორის შეთანხმებული მოსაწოდებელი საქონლის რაოდენობის (პარტიების) დასაწყობების (რეზერვის შექმნის), შემსყიდველის მიერ მითითებულ ადგილზე მიწოდებას და დაცლას.

საქონლის მიწოდებას შესახებ სრული ინფორმაცია მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში.

3.     დაინტერესებულ იურიდიულ ან/და ფიზიკურ პირებს სატენდერო დოკუმენტაციის მიღება (ქართულ ენაზე) შეეძლებათ 200 ლარის ოდენობის სატენდერო მოსაკრებელის გადახდის შემდეგ რეკვიზიტებზე:

ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის #200122900,

მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა,

ბანკის კოდი: 220101222,

საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი: 302007800,

სატენდერო მოსაკრებელი საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის საგზაო ნავთობბიტუმის მოწოდებაზე.
სატენდერო მოსაკრებლის გადახდამდე, დაინტერესებულ იურიდიულ ან/და ფიზიკურ პირებს სატენდერო დოკუმენტაციის გაცნობა შეეძლებათ შემსყიდველ ორგანიზაციაში. სატენდერო დოკუმენტაციის, როგორც გატანა, ასევე გაცნობა შესაძლებელია    2009 წლის 28 მარტიდან 2009 წლის 16  აპრილისს ჩათვლით (სამუშაო დღეებში და საათებში) მისამართზე:
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მე-5 სართული, შესყიდვების სამმართველო.

4.    სატენდერო წინადადებების ქართულ ენაზე წარმოდგენის ვადაა - 2009 წლის 22 აპრილის 11:00 საათიდან 18:00 საათამდე და 2009 წლის 23 აპრილის  1000 საათიდან 1200 საათამდე (სამუშაო დღეებში და საათებში).
საკვალიფიკაციო მონაცემები და სატენდერო წინადადებები წარმოდგენილი უნდა იქნას შემდეგ მისამართზე:

ქ. თბილისი ალ. ყაზბეგის 12, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს  საავტომობილო გზების დეპარტამენტი, პირველი სართული, საქმის წარმოების განყოფილება.
 
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონისა და სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ დებულების მოთხოვნების თანახმად დაგვიანებით შემოსულ სატენდერო წინადადებებს დეპარტამენტის სატენდერო კომისია არ განიხილავს და გაუხსნელად დააბრუნებს უკან.

მიიღება მხოლოდ იურიდიული სტატუსის მქონე პირების განცხადებები.
 
5. საკვალიფიკაციო მონაცემები უნდა შეიცავდეს შემდეგ ცნობებსა და ინფორმაციას:

5.1.1. იურიდიული პირისათვის:

ა)     ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან.
ბ)     ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა, იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი;
გ)    ცნობა საგადასახადო სამსახურიდან დავალიანების შესახებ.

5.1.2. ფიზიკური პირისათვის:

ა)    ცნობას, შესაბამისი უფლებამოსილი, ლიცენზირებული სამედიცინო დაწესებულებიდან რომ მას მთლიანად ან ნაწილობრივ არ აქვს შეზღუდული ქმედითუნარიანობა;
ბ)     ცნობა საგადასახადო სამსახურიდან დავალიანების შესახებ.

უცხო ქვეყნის იურიდიულმა ან/და ფიზიკურმა პირებმა ცნობები უნდა წარმოადგინონ თავიანთი ქვეყნების შესაბამისი სამსახურებიდან

5.1.3 როგორც ფიზიკურ, ისევე იურიდიული პირისათვის:

გ)    ინფორმაციას ტენდერში მონაწილე პრეტენდენტი პირის მიერ, უკანასკნელი 3 (სამი) წლის განმავლობაში განხორციელებული ანალოგიური საქონლის მოწოდების გამოცდილების შესახებ (3 წლიანი უწყვეტი გამოცდილება სავალდებულო არ არის)

6.     ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის ხელმძღვანელი მის მიერ წარმოდგენილ საკვალიფიკაციო მონაცემების და სატენდერო წინადადების სიზუსტეს ადასტურებს თავისი ხელმოწერითა და ბეჭდის დასმით.

7. ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ცნობები და ინფორმაციები დეპარტამენტის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით შეიძლება იქნას გადამოწმებული ინდივიდუალურად.

8.     სატენდერო განცხადებით მოთხოვნილი ყველა ცნობა და ინფორმაცია გარდა სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის 1%-იანი საბანკო გარანტიისა, პრეტენდენტების სატენდერო წინადადებების შერჩევის დროს ექვემდებარება დაზუსტებას.
 
9.     ტენდერში მონაწილე პრეტენდენტი ვერ გაივლის საკვლიფიკაციო შერჩევას თუ იგი არ წარმოადგენს მე-5 მუხლში მოცემული ყველა ცნობასა და ინფორმაციას, ან რომელიმე მათგანი ყალბი აღმოჩნდება.

10.     ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს სატენდერო დოკუმენტაციის ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის (ი.ტ.მ.) მე-9 მუხლის 9.1 პუნქტით და საბაზისო მონაცემებით განსაზღვრულ დოკუმენტებს.

11.     პრეტენდენტებმა უნდა წარმოადგინონ სატენდერო წინადადებების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, გაცემული ბანკის ან საქართველოში ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიის მიერ. საგარანტიო თანხის ოდენობა განისაზღვრება პრეტენდენტების სატენდერო წინადადებების ღირებულების არა ნაკლებ 1% ოდენობით. (სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა ძალაში უნდა იყოს 90 დღე)
 
12.     სატენდერო წინადადებების შერჩევა (რომელი სატენდერო წინადადება დაიშვება შესაფასებლად და რომელი არა), განხორციელდება “სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესი შესახებ დებულების” მე-15 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების შესაბამისად.

13. გამარჯვებულმა იურიდიულმა ან/და ფიზიკურმა პირმა ხელშეკრულების დადებამდე უნდა წარმოადგინოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია. საგარანტიო თანხის ოდენობა განისაზღვრება ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 5% ოდენობით.

14. დამატებითი ინფორმაცია დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიიღონ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესყიდვების სამმართველოში, საკონტაქტო ტელეფონი 37.05.08 დამატებით 2.92 გიზო ღლონტი.



საავტომობილო გზების დეპარტამენტის   
სატენდერო კომისია

 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player