Search

30.01.2013

  

მოთხოვნა ინტერესის გამოსახატავად

 

 

საქართველო

აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის გაუმჯობესების მეოთხე პროექტი

სესხის N(დასადგენია)

პროექტის N P130413

დავალების სახელწოდება: E-60 ჩქაროსნული მაგისტრალის  აგარის შემოვლითი გზა – დიდი სატივე კმ19-კმ31 მონაკვეთის  სამშენებლო სამუშაოებზე ზედამხედველობის გაწევა

კონტრაქტი/ RFP # EWHIP 4 CS/QCBS 01

საიდენტიფიკაციო N EWHIP-4/CS/QCBS-01

 

 

საქართველომ მსოფლიო ბანკს მიმართა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის გაუმჯობესების მეოთხე პროექტის დასაფინანსებლად. აღნიშნული დაფინანსების გარკვეული ნაწილი გამოყენებული იქნება ხსენებული პროექტის ფარგლებში საკონსულტაციო მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებლად.

საკონსულტაციო მომსახურება (”მომსახურება”) მოიცავს E-60 ჩქაროსნული მაგისტრალის  აგარის შემოვლითი გზა–დიდი სატივე კმ19-კმ31 მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებზე ზედამხედველობის გაწევას. კონსულტანტს დაევალება E-60 ჩქაროსნული მაგისტრალის  აგარის შემოვლითი გზა–დიდი სატივე კმ19-კმ31 მონაკვეთზე ახალი სავალი ნაწილის მშენებლობის ზედამხედველობა. სამუშაოების დაწყება იგეგმება არა უგვიანეს 2013 წლის მაისი-ივნისის თვისა. სამუშაო კონტრაქტის სავარაუდო ხანგრძლივობაა 27 თვე. საკონსულტაციო მომსახურების მიზანია უზრუნველყოფილ იქნას მშენებლობის მაღალი ხარისხი, ყველა სამუშაოს განხორციელება სამშენებლო სამუშაოების კონტრაქტებში წარმოდგენილი ტექნიკური პროექტირებისა და ტექნიკური სპეციფიკაციების სრული დაცვით და კონტრაქტორების მხრიდან ყოველგვარი ზომების მიღება, რათა მშენებლობა შეთანხმებული მთლიანი ღირებულების ფარგლებში წარიმართოს.   

 

 

იხილეთ  ვრცლად


 
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player