Search

13.06.09

საქართველოს ეკონომიკური განვითერების სამინიტრო
საავტომობილო გზების დეპარტამენტი

მოთხოვნა ინტერესის გამოსახატავად

საქართველო

ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ0+000 – კმ27+000

მონაკვეთის სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ზედამხედველობა
 



საქართველომ მიმართა განვითარებისა და რეკონსტრუქციის საერთაშორისო ბანკს კახეთის რეგიონული გზის გაუმჯობესების პროექტისათვის კრედიტის გამოყოფის მიზნით. აღნიშნული სესხის გარკვეული ნაწილი გამოყენებული იქნება ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ0+000 – კმ27+000 მონაკვეთის სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ზედამხედველობის გასაწევად.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი იწვევს უფლებამოსილ კონსულტანტებს ინტერესის გამოსახატავად ზემოაღნიშნული მომსახურების გასაწევად. დაინტერესებულმა კონსულტანტებმა უნდა წარმოადგინონ აღნიშნული მომსახურების გასაწევად საჭირო კვალიფიკაციის დამადასტურებელი ინფორმაცია (ბროშურები, ანალოგიური დავალებების აღწერა, ანალოგიურ პირობებში მუშაობის გამოცდილება, თანამშრომელთა მხრიდან სათანადო კვალიფიკაციისა და გამოცდილების ქონა, პერსონალის შრომითი ბიოგრაფიები (CV) და სხვა). კონსულტანტებს შეუძლიათ გაერთიანდნენ კვალიფიკაციის გაუმჯობესების მიზნით. ინტერესის გამოხატვა არ უნდა აღემატებოდეს 30 გვერდს. კომპანიის ბროშურების წარმოდგენა შესაძლებელია დანართის სახით, რაც არ შევა ლიმიტირებულ 30 გვერდში.

კონსულტანტის შერჩევა მოხდება ”მსოფლიო ბანკის სესხის ამღების მიერ კონსულტანტის შერჩევა და დაქირავება” 2004 წლის მაისის გამოცემაში (რედაქტირებული 2006წ. ოქტომბერში) განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად, “კვალიფიკაციისა და ფასის მიხედვით შერჩევის” მეთოდის გამოყენებით.

დაინტერესებულ კონსულტანტებს შეუძლიათ დამატებითი ინფორმაცია მიიღონ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში სამუშაო საათებში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე.

ინტერესის გამოხატვა წარმოდგენილ უნდა იქნეს ქვემოთ მითითებულ მისამართზე არა უგვიანეს 2009 წლის 1 ივლისის 1700 საათისა:

საავტომობილო გზების დეპარტამენტი 
სახელმწიფო შესყიდვების სამმართველო, IV სართული
ბ-ნი შაქრო ხალვაში, შესყიდვების სამმართველოს უფროსი
ალ. ყაზბეგის გამზირი #12
თბილისი, საქართველო 0160
ტელ:  +995-32 37 05 08 დამ. 2-15
ფაქსი: +995-32 31 30 34
ელექტრონული ფოსტა: info@georoad.ge  ასლი: roaddepirakli@yahoo.com
ვებ-გვარდი: www.georoad.ge



 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player