Search

09.05.09

მოწვევა წინასაკვალიფიკაციო შერჩევისათვის

საქართველო, თბილისი
ვაზიანი-გომბორი-თელავის გზის გაუმჯობესების პროექტი


E-60 ავტომაგისტრალის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის

კმ0+000 – კმ27+000 მონაკვეთის გაუმჯობესება



1. საქართველომ მიმართა განვითარების და რეკონსტრუქციის საერთაშორისო ბანკს ვაზიანი-გომბორი-თელავის გზის გაუმჯობესების პროექტისთვის სესხის გამოყოფის მიზნით. აღნიშნული სესხის გარკვეული ნაწილი გამოყენებული იქნება ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ0+000 – კმ27+000 მონაკვეთის გასაუმჯობესებლად.

2.    წინასაკვალიფიკაციო შერჩევა მოხდება წინასაკვალიფიკაციო პროცედურების გათვალისწინებით, რომლებიც აღწერილია მსოფლიო ბანკის სახელმძღვანელოში: “შესყიდვები განვითარების და რეკონსტრუქციის საერთაშორისო ბანკის სესხებით და განვითარების საერთაშორისო ასოციაციის კრედიტებით” და ღიაა მონაწილეობის უფლების მქონე ნებისმიერი პრეტენდენტისთვის, ზემოხსენებულ სახელმძღვანელოში განსაზღვრული პირობების შესაბამისად. ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის  (კმ0+000 – კმ27+000) მონაკვეთის გასაუმჯობესებლად ძირითადი სამუშაოები განხორციელდება სამუშაო კონტრაქტების საერთაშორისო ტენდერის (ICB) პროცედურებით შესყიდვის გზით, რაც მოხდება “განვითარების და რეკონსტრუქციის საერთაშორისო ბანკის სესხების და განვითარების საერთაშორისო ასოციაციის კრედიტების სახელმძღვანელო პრინციპების” თანახმად (2004 წ. მაისი, კორექტირებულია 2006 წლის ოქტომბერში).

3. წინასაკვალიფიკაციო კონფერენცია ჩატარდება 2008 წლის 28 მაისს, ადგილობრივი დროით 15:00 საათზე ქვემოთ  მითითებულ მისამართზე.

4. დაინტერესებულ, უფლებამოსილ განმცხადებლებს შეუძლიათ დამატებითი ინფორმაცია მიიღონ და გაეცნონ წინასაკვალიფიკაციო დოკუმენტებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით). წინასაკვალიფიკაციო დოკუმენტაციის მთლიანი პაკეტის ინგლისურ ენაზე შეძენა დაინტერესებული პრეტენდენტებისათვის შესაძლებელია ქვემოთ მითითებულ მისამართზე წერილობითი მიმართვის და არაანაზღაურებადი 200 ლარის ან მისი ექვივალენტის აშშ. დოლარებში ან ევროში გადახდის შემდეგ. გადახდის ფორმაა პირდაპირი გადარიცხვა შემდეგ ანგარიშზე:

მიმღების დასახელება:    ხაზინის ანგარიში
საიდენტიფიკაციო კოდი:    302 003 000
სალარე ანგარიში:    200 122 900
სავალუტო ანგარიში:    001 189 362
მიმღები ბანკი:    საქართველოს ეროვნული ბანკი
კოდი:    220 101 107
გადასახადის დანიშნულება:    წინასაკვალიფიკაციო მოსაკრებელი საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის (მიუთითეთ პროექტის დასახელება)

მოთხოვნის შემთხვევაში, განმცხადებლებს დოკუმენტები კურიერული ფოსტით გაეგზავნებათ მათი ხარჯებით.

5. განაცხადი წინასაკვალიფიკაციო შერჩევაში მონაწილეობისთვის წარმოდგენილ უნდა იქნეს დალუქული პაკეტებით ქვემოთ მითითებულ მისამართზე არა უგვიანეს 2009 წლის 22 ივნისის 1700 საათისა და გარკვევით მიეთითოს `წინასაკვალიფიკაციო განაცხადი ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ0+000 – კმ27+000 მონაკვეთის გასაუმჯობესებლად”.
 

მისამართი:

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს
საქართველოს  საავტომობილო გზების დეპარტამენტი,
ალ. ყაზბეგის გამზირი #12, 0160 თბილისი, საქართველო
I სართული, კანცელარია


საკონტაქტო პირი:

ბ-ნი შაქრო ხალვაში, შესყიდვების სამმართველოს უფროსი
შესყიდვების სამმართველო,  IV სართული
ტელ:     + (995 32) 37 05 08 დამ. 2-15
ფაქსი:  + (995 32) 31-30-34
ელექტრონული ფოსტა: info@georoad.ge  ასლი: roaddepirakli@yahoo.com, trrcinfo@trrc.ge
ვებ-გვარდი: www.georoad.ge
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player