Search

02.06.09

მოთხოვნა ინტერესის გამოსახატავად

საქართველო

საკონსულტაციო მომსახურება
საგზაო უსაფრთხოების აუდიტის სახელმძღვანელო

აღმოსავლეთ-დასავლეთ ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტი 2

 


საქართველომ მიიღო მსოფლიო ბანკის კრედიტი №4373-GEGE E-60 ავტომაგისტრალის იგოეთი-სვენეთის (კმ55-კმ80) მონაკვეთის გაუმჯობესებისათვის. აღნიშნული კრედიტის გარკვეული ნაწილი გამოყენებული იქნება შემდეგი მიზნით:
1.    საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლებისა და სხვა ქართველი პროფესიონალებისთვის ტრეინინგების ჩატარება გზების უსაფრთხოების პრინციპების გამოყენებაზე, რათა გაუმჯობესდეს მათი შესაძლებლობები მონიტორინგი გაუწიონ და გააუმჯობესონ საგზაო უსაფრთხოების და მოძრაობის საკითხები.
2.    საგზაო უსაფრთხოების აუდიტის სახელმძღვანელოს შემუშავება I) არსებული გზების უსაფრთხოების აუდიტი; II) ახალი გზების პროექტირების უსაფრთხოების აუდიტი; III) მოძრაობის კონტროლი საგზაო სამუშაობის მიმდინარეობისას და მოძრაობის დროებითი გადართვა
3.    აღმოსავლეთ-დასავლეთის კორიდორზე საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესება საგზაო უსაფრთხოების აუდიტის პილოტური ვერსიის გამოყენებით, წინამდებარე განცხადების მეორე პუნქტით განსაზღვრული სახელმძღვანელოების საშუალებით
4.    მთავარ გზებზე არსებული საგზაო ნიშნების და მონიშვნის აუდიტი ადგილზე და საერთაშორისო (ან ახალ ქართულ) სტანდარტებზე დაყრდნობით რეკომენდირებული ახალი ნიშნებისა და მონიშვნის გეგმის მომზადება   

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი  (პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაცია)  იწვევს საკონსულტაციო კომპანიებს ინტერესის გამოსახატავად ზემოაღნიშნული მომსახურების შესასრულებლად. დაინტერესებულმა კომპანიებმა აღნიშნული პროექტისათვის უნდა წარმოადგინონ ანალოგიური პროექტის განხორციელებისათვის საჭირო კვალიფიკაციის დამადასტურებელი ინფორმაცია. ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნეს იმ თანამშრომელთა შრომითი ბიოგრაფიები (CV), რომლებიც სავარაუდოდ მონაწილეობას მიიღებენ აღნიშნული პროექტის განხორციელებაში. ინტერესის გამოხატვა არ უნდა აღემატებოდეს 10 გვერდს. ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს ბეჭდური სახით. კონსულტანტებს შეუძლიათ გაერთიანდნენ კვალიფიკაციის გაუმჯობესების მიზნით. დანართის სახით შესაძლებელია კომპანიის ბროშურის წარმოდგენა, რომელთა გვერდების რაოდენობა არ არის შეზღუდული და შესაძლოა იყოს 10 გვერდზე მეტი ან ნაკლები.A ინტერესის გამოხატვა უნდა მოიცავდეს (მაგრამ არ არის შეზღუდული) შემდეგს: შესაბამისი  გამოცდილება პროექტთან მიმართებაში, ძირითადი პერსონალის რესურსები და კვალიფიკაცია, კორპორატიული პროფილი.

მოკლე სიის განსაზღვრა მოხდება ინტერესის გამოხატვის საფუძველზე, რის შემდეგაც კონსულტანტებმა უნდა წარმოადგინონ ტექნიკური და ფინანსური წინადადებები. პროექტი სავარაუდოდ დაიწყება 2009 წლის ოქტომბერში და უნდა დასრულდეს 2011 წლის დასაწყისისთვის.

კონსულტანტის შერჩევა მოხდება ”მსოფლიო ბანკის სესხის ამღების მიერ კონსულტანტის შერჩევა და დაქირავება” 2004 წლის მაისის გამოცემაში განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად, “კვალიფიკაციისა და ფასის მიხედვით შერჩევის” მეთოდის გამოყენებით.

დაინტერესებულ კონსულტანტებს შეუძლიათ დამატებითი ინფორმაცია მიიღონ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. ინტერესის გამოხატვა წარმოდგენილ უნდა იქნეს ქვემოთ მითითებულ მისამართზე არა უგვიანეს 2009 წლის 26 ივნისის 1700 საათისა:


საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი 
სახელმწიფო შესყიდვების სამმართველო, IV სართული
ბ-ნი შაქრო ხალვაში, შესყიდვების სამმართველოს უფროსი
ალ. ყაზბეგის გამზირი #12
თბილისი, საქართველო 0160
ტელ:  +995-32 37 05 08/2-15
ფაქსი: +995-32 31 30 34
ელექტრონული ფოსტა: info@georoad.ge  ასლი: roaddepirakli@yahoo.com, trrcinfo@trrc.ge
ვებ-გვარდი: www.georoad.ge


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player