Search

01.08.2012

 საქართველო

შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მეორე  პროექტი (SLRP II) (P122204)

სატენდერო მოწვევა #SLRP II/CW/ICB-04

 

                                                                     ულიანოვკა–ბოდბე–გამარჯვება

          კმ0-კმ21 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები


საქართველომ მიიღო მსოფლიო ბანკის დაფინანსება შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მეორე პროექტისთვის (SLRP II). აღნიშნული დაფინანსების  გარკვეული ნაწილი გამოყენებული იქნება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ულიანოვკაბოდბეგამარჯვება კმ0-კმ21 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების ასანაზღაურებლად

პროექტის განმახორციელებელი უწყება, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საავტომობილო გზების დეპარტამენტი იწვევს უფლებამოსილ პრეტენდენტებს, რათა წინასწარი და მიწის სამუშოების განსახორციელებლად და საფარის, ხელოვნური ნაგებობების, მიერთებების, გზაჯვარედინებისა და გზის კუთვნილება-მოწყობილობების სარეაბილიტაციოდ დალუქული კონვერტებით წარმოადგინონ სატენდერო წინადადებები. სამშენებლო სამუშაოების განხორციელების პერიოდია 17 თვე

 

იხილეთ ვრცლად

 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player