Search

24.07.2012

                                                                                                 საქართველო

                     შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მეორე  პროექტი

                                             (SLRP II) (P122204)

                                                           სატენდერო მოწვევა #SLRP II/CW/NCB-04

 

                                                         ჩალაუბანი–სიღნაღი–ანაგა გზის

                                           კმ16-კმ22 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები

 

 

1.  საქართველომ მიიღო მსოფლიო ბანკის დაფინანსება შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მეორე პროექტისთვის (SLRP II). აღნიშნული დაფინანსების გარკვეული ნაწილი გამოყენებული იქნება ადგილობრივი მნიშვნელობის ჩალაუბანისიღნაღიანაგა გზის კმ16-კმ22 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების  ასანაზღაურებლად

2. პროექტის განმახორციელებელი უწყება, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საავტომობილო გზების დეპარტამენტი იწვევს უფლებამოსილ პრეტენდენტებს, რათა წინასწარი და მიწის სამუშოების განსახორციელებლად და საფარის, ხელოვნური ნაგებობების, მიერთებების, გზაჯვარედინებისა და გზის კუთვნილება-მოწყობილობების სარეაბილიტაციოდ დალუქული კონვერტებით წარმოადგინონ სატენდერო წინადადებები. სამშენებლო სამუშაოების განხორციელების პერიოდია 12 თვე.

3. სამუშაოების წინასწარი ღირებულება შეადგენს 2,598,740.00  ლარს ყველა სახის გადასახადის და სახელმწიფო მოსაკრებელის ჩათვლით, როგორც ეს წარმოდგენილია ინსტრუქციის 14.7 ქვეთავში. თუმცა, ტენდერში მონაწილის პასუხმისმგებლობაა წარმოდგენილი სატენდერო ფასი, რომელიც შესაძლებელია იყოს წინასწარ ღირებულებაზე მაღალი ან დაბალი, შეესაბამებოდეს ადგილობრივი საბაზრო ფასებს და აგრეთვე გათვალისწინებული იყოს ნებისმიერი სხვა ფაქტორი, რომელთაც შეიძლება გავლენა იქონიონ წარმოდგენილი სამუშაოების ჩატარების ღირებულებაზე.

4. სამუშოების შესყიდვა ჩატარდება ეროვნული ტენდერის (NCB)  პროცედურებით, რომლებიც აღწერილია მსოფლიო ბანკის სახელმძღვანელოში - “მსოფლიო ბანკის სესხის ამღების მიერ საქონლის, სამუშოებისა და არასაკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) სესხის და განვითარების საერთაშორისო ასოციაციის (IDA) კრედიტებისა და გრანტების პირობებით (2011 წლის იანვარი)” და სახელმძღვანელო პრინციპების თანახმად ღიაა მონაწილეობის უფლების მქონე ნებისმიერი პრეტენდენტისთვის.

5. დაინტერესებული, ტენდერში მონაწილეობის უფლების მქონე პრეტენდენტები დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და სატენდერო დოკუმენტების გასაცნობად უნდა დაუკავშირდნენ საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესყიდვების ორგანიზების განყოფილების უფროსს - ილია მესხიშვილს ქვემოთ მითითებულ მისამართზე 10-დან 17 საათამდე.

 

იხილეთ ვრცლად 

 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player