საქართველომ მსოფლიო ბანკისგან მიიღო დაფინანსება შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების მეორე პროექტისათვის. აღნიშნული დაფინანსების გარკვეული ნაწილი გამოყენებული იქნება ხსენებული პროექტის ფარგლებში შესასყიდი საქონლის, სამუშაოების, საჭირო მომსახურებისა და საკონსულტაციო მომსახურების ხარჯების ასანაზღაურებლად, რაც საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით მოხდება.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტმობილო გზების დეპარტამენტი იწვევს უფლებამოსილ კონსულტანტებს ინტერესის გამოსახატად შემდეგი საკონსულტაციო მომსახურების გასაწევად: კახეთის რეგიონში შესრულებაზე დაფუძნებული რეაბილიტაციისა და მოვლა-შენახვის კონტრაქტისათვის გზის მომხმარებლების კმაყოფილების კვლევა.
დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ აღნიშნული მომსახურების გასაწევად საჭირო გამოცდილების დამადასტურებელი ინფორმაცია. ინტერესის გამოხატვა უნდა მოიცავდეს (მაგრამ არ არის შეზღუდული) შემდეგს: შესაბამისი გამოცდილება პროექტთან მიმართებაში, ძირითადი პერსონალის რესურსები და კვალიფიკაცია, კორპორატიული პროფილი. ასევე, წარმოდგენილ უნდა იქნას იმ თანამშრომელთა მოკლე შრომითი ბიოგრაფიები (CV), რომლებიც შემოთავაზებულია დავალების შესასრულებლად და გააჩნიათ შესაბამისი კვალიფიკაცია და გამოცდილება. კონსულტანტებს შეუძლიათ გაერთიანდნენ კვალიფიკაციის გაუმჯობესების მიზნით (გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მსოფლიო ბანკისთვის მისაღები გაერთიანების ფორმაა ან ქვე-კონსულტანტი ან ერთობლივი საწარმო. წარმოდგენილ დოკუმენტაციაში ნათლად უნდა იყოს მითითებული ასოციაციის სახე). კონსულტანტების მიერ წარმოდგენილი ინტერესის გამოხატვა არ უნდა აღემატებოდეს 20 გვერდს. დანართის სახით შესაძლებელია კომპანიის ბროშურის წარმოდგენა, რაზეც გვერდების რაოდენობის შეზღუდვა არ ვრცელდება.
იხილეთ ვრცლად