Search

30.04.2012

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, საქართველოში მსოფლიო ბანკის სატრანსპორტო პროექტების განმახორციელებელი უწყების სახით იწვევს დაინტერესებულ პირებს შესყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე განაცხადის წარსადგენად.

 
საქართველომ მსოფლიო ბანკისგან მიიღო დაფინანსება შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების პროექტისთვის (კრედიტი #3938-GE და სესხი #7671-GE); აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პირველი პროექტისთვის (კრედიტი #4248-GE და სესხი #7804-GE); აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის გაუმჯობესების მეორე პროექტისთვის (კრედიტი #4373-GE და სესხი #4512-GE); აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის გაუმჯობესების მესამე პროექტისთვის (სესხი #7741-GE); კახეთის რეგიონული გზების გაუმჯობესების პროექტისთვის (სესხი #7802-GE). ასევე, უნდა გაფორმდეს სასესხო ხელშეკრულება შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების II პროექტისათვის. ამ პროექტების განმახორციელებელი უწყება არის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი. აღნიშნული დაფინანსების გარკვეული ნაწილი გამოყენებული იქნება შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე დამოუკიდებელი კონსულტანტის დასაქირავებლად, რათა მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული გზების გაუმჯობესების პროექტების ფარგლებში უზრუნველყოფილ იქნას და ამაღლდეს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განხორციელებული შესყიდვების ეფექტურობა და ქმედითობა.
 
 

   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player